დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: საით მივდივართ თუ მივექანებით?!
თსუ ფორუმი > არქივი > არქივი > 01.10.2008-08.09.2009
maglivi777
დგევანდელ საქართველოში გეგულებატ ან არის ისეთიMწერალი რომლის ღვაწლი დაფასდება მომავალში და რამე გირებულს დატოვებს?!ვინ?!
fisherman
მაგას დრო გვიჩვენებს
g v a n c a
მე პირადად გიო საჯაია მომწონს ძალიან rolleyes.gif
Qeteven
ოთარ ჭილაძე, დოჩანაშვილი, ამირეჯიბი.... ცოტაა?
თუ ძალიან ახალგაზრდები გაინტერესებთ, გიორგი ზანგური, შალამბერიძე, ტურაშვილი... არც ესაა ცოტა და კიდევ არიან!
ნუ ღელავთ, არაფერი გვემუქრება, ნიჭიერი პოეტები და მწერლები მრავლად გვყავს!!!
ninikusa
ციტატა(Qeteven @ 2nd April 2008 - 18:11) *
ოთარ ჭილაძე, დოჩანაშვილი, ამირეჯიბი.... ცოტაა?
ცოტა არაა ბევრია საბედნიეროდ 01.gif მაგრამ ეს ხალხი ამ ტაობას არ ეკუთვნის, ამ საუკუნეში კი სამწუხაროდ ლასა ბუღაძის, გოჩა მანველიძის და კოტე ყუბანეიშვილის მეტი არავინ გვყავს 02.gifნუ თუ მაგათ შეიძლება მწერალი ან პოეტი უწოდო
Qeteven
ციტატა(ninikusa @ Apr 2 2008, 17:20) *
ცოტა არაა ბევრია საბედნიეროდ 01.gif მაგრამ ეს ხალხი ამ ტაობას არ ეკუთვნის, ამ საუკუნეში კი სამწუხაროდ ლასა ბუღაძის, გოჩა მანველიძის და კოტე ყუბანეიშვილის მეტი არავინ გვყავს 02.gifნუ თუ მაგათ შეიძლება მწერალი ან პოეტი უწოდო

კიტხვა ასე იყო დასმული: გეგულებათ ვინმეო?
მე დავწერე ვინც მეგულება. თან მანველიძე და ბუღაძე ერთი დონის მწერლები არ არიან. ყუბანეიშვილს რაც შეეხება, ეგ განსაკუთრებული არსებაა, ფენომენია 03.gif:D:D
elle
არა, მართალია გალაკტიონები და კონსტანტინე გამსახურდიები საუკუნეში ერთხელ იბადებიან, მაგრამ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში რაც ხდება რატომღაც არ მომწონს 01.gif

გოდერძი ჩოხელი, ანა კალანდაძე, მურმან ლებანიძე ძალიან მიყვარდნენ, მაგრამ სამწუხაროდ აღარ არიან.

ყოველ შემთხვევაში მე ჩემს შვილს ზურა რთველიაშვილის ლექსებს ნამდვილად არ წავუკითხავ 03.gif

რავიცი რავიცი .....
sting
elle


შენი შვილის დროს რთველიაშვილის პოეზია გაცილებით უფრო დაფასებული იქნება ვიდრე დღესაა

ია ტაკ დუმაიუ smile.gif
ninikusa
ციტატა(sting @ 2nd April 2008 - 20:54) *
შენი შვილის დროს რთველიაშვილის პოეზია გაცილებით უფრო დაფასებული იქნება ვიდრე დღესაა

ია ტაკ დუმაიუ

საწყალი ჩვენი შვილები თუ რტველიაშვილის პოეზიას პოეზიად ცათვლიან საერთოდ 07.gif
elle
ციტატა
შენი შვილის დროს რთველიაშვილის პოეზია გაცილებით უფრო დაფასებული იქნება ვიდრე დღესაა

ია ტაკ დუმაიუ smile.gif




რეავი აბაააა 01.gif
female
ციტატა(ninikusa @ Apr 2 2008, 13:20) *
ცოტა არაა ბევრია საბედნიეროდ 01.gif მაგრამ ეს ხალხი ამ ტაობას არ ეკუთვნის, ამ საუკუნეში კი სამწუხაროდ ლასა ბუღაძის, გოჩა მანველიძის და კოტე ყუბანეიშვილის მეტი არავინ გვყავს 02.gifნუ თუ მაგათ შეიძლება მწერალი ან პოეტი უწოდო



მეტად უნდა იცნობდეთ ქართულ თანამედროვე ლიტერატურულ სივრცეს...

ამ ადამიანების გარდა ჩვენთან ზალიან ბევრი ნიჭიერი პროზაიკოსი და პოეტია დამერწმუნეთ...
ninikusa
ციტატა(tamta @ 2nd April 2008 - 21:30) *
მეტად უნდა იცნობდეთ ქართულ თანამედროვე ლიტერატურულ სივრცეს...

ამ ადამიანების გარდა ჩვენთან ზალიან ბევრი ნიწიერი პროზაიკოსი და პოეტია დამერწმუნეთ...

ძალიან კარგია თუ მასეა 01.gif მაგრამ ერთი მაინც დამისახელე 02.gif
female
პროზაიკოსებიდან ?

ჩემი აზრით ნინო თარხნიშვიშვილი, ირმა გოდერძიშვილი,ნათია ნაცვლიშვილი...

პოეტებიდან?

დიანა ანფიმიადი, ეკა ქევანიშვილი, გიო არავიძე(საჯაია), დავით ყანჩაშვილი,ნატა ვარადაშვილი, რეზო გეთიაშვილი, ლელა სამნიაშვილი...

ნუ მოკლედ...ძალიან ბევრია...

ninikusa
იქნებ დადოთ თანამედროვე მწერლების ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები და თანამედროვე პოეტების ლექსები და მერე შევაფასოთ?
ციტატა(bendela @ 2nd April 2008 - 21:45) *
პირადად მე, პატივს ვცემ აკა მორჩილაძის შემოქმედებას
ხო აკა მორჩილაძე ერთადერთია ვისი წაკითხვაც შეიძლება
g v a n c a
ციტატა(ნინი:) @ 2nd April 2008 - 20:47) *
იქნებ დადოთ თანამედროვე მწერლების ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები და თანამედროვე პოეტების ლექსები და მერე შევაფასოთ?


გიო საჯაიას ლექსი, ერთერთი რომელიც ყველაზე მეტად მომწონს, მგონი ცუდი არ უნდა იყოს : )


მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
თვალებით თანხმობა, თვალებით უარი
და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია,
შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის,
მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია!
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
Qeteven
ციტატა(tatato @ Apr 2 2008, 20:44) *
პროზაიკოსებიდან ?

ჩემი აზრით ნინო თარხნიშვიშვილი, ირმა გოდერძიშვილი,ნათია ნაცვლიშვილი...

პოეტებიდან?

დიანა ანფიმიადი, ეკა ქევანიშვილი, გიო არავიძე(საჯაია), დავით ყანჩაშვილი,ნატა ვარადაშვილი, რეზო გეთიაშვილი, ლელა სამნიაშვილი...

ნუ მოკლედ...ძალიან ბევრია...

დიანა ანფიმიადი მართლა ძალიან ძალიან მაგარია, მომწონს.

ხო ამას წინათ კოტე ჯანდიერის "გლობალიზაცია" წავიკითხე და მომეწონა ძალიან.

მართლა, ხალხო, არც ისე ცუდადაა საქმე 01.gif
ninikusa
ციტატა(g v a n c a @ 2nd April 2008 - 22:17) *
გიო საჯაიას ლექსი, ერთერთი რომელიც ყველაზე მეტად მომწონს, მგონი ცუდი არ უნდა იყოს : )


მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
თვალებით თანხმობა, თვალებით უარი
და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია,
შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის,
მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია!
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.

clapping.gif clapping.gif 38.gif 38.gif 38.gif 38.gif მეც მომეწონა 01.gif
female
აი ნინიკუსას დიანას ლექსიც...

დაბადების დღე




გთხოვ, გამომხსენი სიზმრებიდან
მეც ჩემი თმიდან
გზააბნეულ კნუტებს გამოვხსნი –
როგორ გაზრდიათ არგაჩენილ ჩვილებს ფრჩხილები,
კრუტუნებენ და საფეთქლებზე მეკიდებიან.
გთხოვ, გამომხსენი სიზმრებიდან
ცალი ფეხი სიზმარში მიდგას,
სანამ ფრჩხილები გაღვივდება და ფესვს გავიდგამ,
გთხოვ, გამომხსენი სიზმრებიდან,
ვეღარ ვიღვიძებ.
სკოლაში,
სადაც მოსწავლეებს შუბლის დაფაზე
“მე”-ფორმულებში
მნიშველობის ჩასმას ვასწავლი,
ვერ აჩერებენ გაზრდილ ფრჩხილებს ხელთათმანები,
გთხოვ,
გამომხსენი სიზმრებიდან.
გახსოვს, კედელი ჩემს საწოლთან?
ახლაც ატყვია საფეხურები –
მამა ჭრიდა,
უფრო – ჩიჩქნიდა:
დიანა უკვე დიდი გოგოა
1მ.35 სმ.
1მ.45 სმ.

როცა სიცხე მაქვს,
ეს კედელი ჩემკენ მოიწევს ,
ჯერ საწოლიდან გადმომაგდებს ,
თავს მიახლის მეორე კედელს,
ორი კედელი –
მე შუაში -
ერთი კედელი -
დიანა ისე დიდი გოგოა,
აღარ იზრდება.

გთხოვ გამომხსენი , ისე, როგორც
ტექსტიდან – სიტყვა,
შორისდებულის ფრთებს შეგასხამ
და შეგიყვარებ.
shavi
საჯაია და გეთიაშვილი მეც მომწონს. რთველიაშვილის ლექსებს რომ უსმენ, უფრო ასწორებს, ვიდრე როცა კითხულობ. აკა მორჩილაძეს ზოგი უძლიერესი აქვს, ''სანტა-ესპერანსა'', ''გადაფრენა მადათოვზე'' , მარა ჩავარდნებიც აქვს მაგარი, ვერ წაიკითხავ. ჯანდიერის ''გლობალიზაცია'' სადღაც წავიკითხე ადრე, არა უშავდა რა. ამასწინათ მარიანა ნანობაშვილის ''ერთხელ საქართველოში" წავიკითხე, მთელი ღამე არ დამეძინა, ძაან მაგარია. ბესო ხვედელიძის ''პატივა'' უმაგრესია. ანა კორძაია-სამადაშვილის წიგნი გავჩითე ამასწინათ, საკაიფოა, მარა ერთფეროვანია, ჯობია სხვადასხვა დროს წაიკითხო მოთხრობები. დათო ქართველიშვილი, ეგეც ნიჭიერია, რაღაცეები მაქვს წაკითხული.
როგორ არა, ძაან მაგარი სასტავი გვყავს ახალგაზრდებში. ეგ ყველა რაც ვთქვი, მეტ-ნაკლებად საკმაოდ ძლიერები არიან, და კიდევ ვიღაცეებიც გამომრჩებოდა.
ციცქნა
ციტატა(tatato @ Apr 2 2008, 20:44) *
პროზაიკოსებიდან ?ჩემი აზრით ნინო თარხნიშვიშვილი, ირმა გოდერძიშვილი,ნათია ნაცვლიშვილი...პოეტებიდან?დიანა ანფიმიადი, ეკა ქევანიშვილი, გიო არავიძე(საჯაია), დავით ყანჩაშვილი,ნატა ვარადაშვილი, რეზო გეთიაშვილი, ლელა სამნიაშვილი...ნუ მოკლედ...ძალიან ბევრია...
ნათია პროზაში? 01.gif ვაჰხ, მე ბაბუაწვერას პროზა არც კი წამიკითხავს 01.gif
ციტატა(Qeteven @ Apr 2 2008, 21:18) *
დიანა ანფიმიადი მართლა ძალიან ძალიან მაგარია, მომწონს.ხო ამას წინათ კოტე ჯანდიერის "გლობალიზაცია" წავიკითხე და მომეწონა ძალიან.მართლა, ხალხო, არც ისე ცუდადაა საქმე 01.gif
კოტე ჯანდიერი გასული საუკუნისაა უკვე :)15 წელი იქნება რაც გარდაიცვალა, თუ არ ვცდები 01.gif
female
ციტატა(ციცქნა @ 4th April 2008 - 19:29) *
ნათია პროზაში? ვაჰხ, მე ბაბუაწვერას პროზა არც კი წამიკითხავს

ხო ქვევით უნდა ჩამეწერა შემეშალა 02.gif მექანიკური...

ისე მაპატიე ჩემო კარგო შენი სახელის მიწერა დამავიწყდა... 01.gif



მართლა მომწონს შენი ლექსები, ბევრჯერ მითქვამს შენს გგვერდზეც...
მაგრამ....

ბევრი მაგრამ არსებობს...
Qeteven
ციტატა(ციცქნა @ Apr 4 2008, 23:29) *
01.gifკოტე ჯანდიერი გასული საუკუნისაა უკვე :)15 წელი იქნება რაც გარდაიცვალა, თუ არ ვცდები 01.gif

ნუ მოკლავ, კაცო, ნაადრევად ჯანმრთელ ადამიანს. რა დაგიშავა? როგორც ვიცი, ძალიან კარგად გრძნობს თავს და წერს! 01.gif
ninikusa
ისევ მაისობს სამაიის ისასამანი,
მზე ტყეებისკენ მწვანე მზითვებს მიეზიდება.
დავტოვე ჩემი მწუხარების მყუდრო სავანე,
ისევ მაისობს სამაიის ისასამანი.
ღმერთო! სამშვინველს გაზაფხულის მიეც დიდება
და ბროწეულის ბაღებისკენ გზები სავალი.
მზე ტყეებისკენ მწვანე მზითვებს მიეზიდება,
ისევ მაისობს სამაიის იასამანი.
ციცქნა
ციტატა(Qeteven @ Apr 6 2008, 2:02) *
ნუ მოკლავ, კაცო, ნაადრევად ჯანმრთელ ადამიანს. რა დაგიშავა? როგორც ვიცი, ძალიან კარგად გრძნობს თავს და წერს! 01.gif


ვაიიი, ჯანდიერი ქარჩხაძეში ამერიაააააა, გიგანტური ბოდიში შენც და ჯანდიერსაც 05.gif

ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს 05.gif
გლობალიზაცია არ მაქვს წაკითხული, მაგრამ "საოჯახო ქრონიკა" მაქვს წაკითხული, ჯანდიერის, და გლიჯავს 05.gif

ციტატა(tatato @ Apr 5 2008, 11:30) *
ხო ქვევით უნდა ჩამეწერა შემეშალა 02.gif მექანიკური...
ისე მაპატიე ჩემო კარგო შენი სახელის მიწერა დამავიწყდა... 01.gif
მართლა მომწონს შენი ლექსები,
ბევრჯერ მითქვამს შენს გგვერდზეც...
მაგრამ....ბევრი მაგრამ არსებობს...


გმადლობ, მაგრამ ნამეტანი დიდი პატივია ეგ ჩემთVის 08.gif
MCVANE
ვაა ძაან საინტერესო თემაა და რატომაა ასეთი ცოტა პოსტები??? 23.gif ვინმეს თუ გაქვთ აუდიო ვერსიები იქნებ დაოოოთ 010.gif
ციცქნა
ციტატა(MCVANE @ May 9 2008, 17:44) *
ვაა ძაან საინტერესო თემაა და რატომაა ასეთი ცოტა პოსტები??? 23.gif ვინმეს თუ გაქვთ აუდიო ვერსიები იქნებ დაოოოთ 010.gif

http://forum.tsu.ge/index.php?showtopic=11...t=0&start=0
ninikusa
ვარდები ისევ აყვავდება, ვაზიც იტირებს,
მაისის სურნელს კვლავ მოიტანს დღეთა ლასლალი,
შუაღამეა და ოცნების ნაზი სიშორე
ისე ტკბილია, ვით ბავშვობას თოვლში ტამაში.
ახლა ვბრუნდები, მომიხმობენ ალბათ ჩრდილები,
ყველა ვარსკვლავი თითქოს სადღაც მაგონებს ქალწულს,
ვარდები ისევ აყვავდება, ბაღიც ითოვებს,
მაგრამ მაისი არასოეს მოიტანს წარსულს.
uno pro vadis
მწერალ დავით ჩუთლაშვილს იცნობთ? იცნობთ დავით ჩუთლაშვილს? იცით, როგორი მწერალია? შედით "გუგლში ან იაჰუში" ამ სახელითა და გვარით და ნახავთ.
TRINITI
მე საერთოდ არ მესმის მომავლისადმი ნეგატიურად განწყობილი ადამიანების.
ის მწერლები, რომლებსაც თქვენ ადიდებთ, სულაც არ დაბადებულან ყველა ერთ ეპოქაში და თანაც ცოტას ადიდებთ მწერლების, ,,მწერლების" და მომწერლოების რიცხვთან შედარებით, რაც საქართველოს ჰყოლია.

დავუშვათ, არ იწერება შედევრები ( ჯერ კიდევ საკითხავია რა არის შედევრი და იწერება თუ არა), მერე რა?
იღუპება ერი, ამერიკა ნაციონალიზმს გვიხშობს და ვაიმე, გლობალიზაცია? biggrin.gif biggrin.gif

ნუ დარდობთ - თუ გაწუხებთ თანამედროვე მწერლების ,,ცუდი" ან ცუდი შემოქმედება, თავად წერეთ ,,უკეთესი" ან უკეთესი smile.gif
მათაც ისეთივე წარმატებით არ აქვთ გენიოსობის ნიჭი, როგორც მე, თქვენ და რა ვიცი... blum.gif
*ScorpiOnS
ციტატა(ninikusa @ Apr 2 2008, 19:59) *
საწყალი ჩვენი შვილები თუ რტველიაშვილის პოეზიას პოეზიად ცათვლიან საერთოდ ;(


მერე ისე უნდა გავზარდოთ რო არ ჩათვალონ : )

მშობლები რისთვის ვიქნებით..

კარგისა და ცუდის,გემოვნებიანისა და უგემოვნოების გარჩევა თუ არ ვასწავლეთ...


ნუ ეგ რთველიაშვილი თუ შემორჩა საერთოდ კი სანახავია.. მაგრამ რთველიაშვილზე ბევრად უარესები წამოვიდნენ და ეგ უფრო საშინელებაა rolleyes.gif
---

ნუ რათქმაუნდა მეორე გალაქტიონი და მასეთები მეორედ აღარ დაიბადებიან..მაგრამ ძაან ცუდ დღეშიც არ ვართ...

არის მართლაც რამდენიმე ისეთი მწერალი და პოეტი ვისი სახელიც უნდა შემორჩეს წესით მომავალს..
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.