დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ქართული პრესა
თსუ ფორუმი > თსუს ფაკულტეტები > სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი > ჟურნალისტიკა
გვერდი: 1, 2
TRINITI
კითხულობთ ქართულ ჟურნალ-გაზეთებს ?
ან თუ კითხულობთ, რატომ კითხულობთ? smile.gif
მე, მაგალითად, კოსმოპოლიტენი მომწონს ჟურნალებიდან გაზეთებიდან ,,24 საათი" , თუმცა სხვების წაკითხვაც მიწევს პროფესიიდან გამომდინარე .... ძირითადად ვხალისობ ხოლმე smile.gif
NUMB
ხოო, სახალისო ნამდვილად არის. თან ჟარგონებით რომ წერენ მაღიზიანებს dry.gif
TRINITI
ბრჭყალებშიც არ სვამენ ხშირ შემთხვევაში smile.gif
mela777
ისე ყველაზე მეტად სპორტ ინფოს კითხულობენ ხოლმე მგონიrofl.gif
Barony
რომ ვთქვა ქართული ჟურნალ-გაზეთები ძალიან საინტერესოა-მეთქი, ტყუილი იქნება, მაგრამ აღსანიშნავია ის, რომ გაზეთი უფრო მეტად ინფორმაციულია, ვიდრე ტელევიზია და თუ გინდა, რომ ინფორმირებული იყო აუცილებელია წაიკითხო კიდეც. ის ძალიან ბევრი რამეა დასახვეწი, მგონი ქართველი ჟურნალისტები ბოლომდე ვერ ხვდებიან რას ნიშნავს წერო ობიექტურად...
NUMB
ციტატა(Barony @ Oct 23 2007, 12:17 PM) *
რომ ვთქვა ქართული ჟურნალ-გაზეთები ძალიან საინტერესოა-მეთქი, ტყუილი იქნება, მაგრამ აღსანიშნავია ის, რომ გაზეთი უფრო მეტად ინფორმაციულია, ვიდრე ტელევიზია და თუ გინდა, რომ ინფორმირებული იყო აუცილებელია წაიკითხო კიდეც. ის ძალიან ბევრი რამეა დასახვეწი, მგონი ქართველი ჟურნალისტები ბოლომდე ვერ ხვდებიან რას ნიშნავს წერო ობიექტურად...

ხოო აი ობიექტურობაში მოიკოჭლებენ. წერის მანერა არ უვარგათ. ისევ გრამატიკული შეცდომები. მარტო ტელეჟურნალისტებმა კი არა, მაგათაც არ იციან ნორმალურად ლაპარაკი.
punish.gif
TRINITI
არ გეჩვენებათ, რომ ხშირ შემთხევაში, ეს ხარვეზები იმითაცაა განპირობებული, რომ ქართველი მკითხველია ნაკლებპრეტენზიული? ან, უკეთეს შემთხვევაში, არ იცის , რა უნდა მოითხოვოს. ფაქტია, რომ ჭორებზე აგებულ სტატიებს მეტი მკითხველი ჰყავს, ვიდრე ექსპერტებთან ინტერვიუებს ?
mela777
შენ გინდა თქვა რომ საქართველოში განათლების და განვითარების დონე ძაან დაბალია ?
TRINITI
ციტატა(mela777 @ Oct 23 2007, 09:45 PM) *
შენ გინდა თქვა რომ საქართველოში განათლების და განვითარების დონე ძაან დაბალია ?

არა იმას ვგულისხმობ, რომ საზოგადოების განვითარებასთან ერთად იცვლება პრიორიტეტები, რაღაც კრიტერიუმები. ქართველი მკითხველის 70% გაყინულია - არ იცის თანამედროვე ჟურნალისტიკის ღირებულებები, ამიტომ არ მოითხოვენ პრესისგან იმას, რაც მნიშვნელობანია. მაგ.: არ იცის, რომ არ უნდა დაუჯეროს სტატიას, თუ არგუმენტირებული არაა მასალა, თუ არაა წყაროები, საბუთები ; რაც უნდა მოეფხანოს გული ამ სტატიით. არ იცის, რომ როცა ჟურნალისტი ჟარგონებს და უკმეხ სიტყვებს ხმარობს სტატიაში ვინმეს მიმართ, ეს პირველ რიგში მკითხველის შეურაცჰყოფაა და მერე ადრესატის. რაღაც ღურებულებები გვაქვს გადასალაგებელ-გადმოსალაგებელი. თორემ გაუნათლებელი რომ არაა საზოგადოება , ამას რა ლაპარაკი უნდა.
mela777
მაგაში მართალი ხარ მაგრამ საზოგადოება ჭორის დონეზე არსებულ ინფორმაციას უფრო იღებს ეგ უფრო ახლოა მასთან სამწუხაროდ ხალხს აზროვნების შეცვლაში უნდა დავეხმაროთ და ამაში ჟურნალისტებმაც უნდა ითამაშონ საკმაოდ დიდი როლი smile.gif პირველ რიგში ალბათ თვითშეგნება უნდა გავუზარდოთ და გამოვიყვანოთ იმ კომუნისტური აზროვნებიდან როცა ფიქრობდნენ რომ მათი არაფერი არ არის


შენ რას იტყვი ამაზე?
mzia_bebo
სამწუხაროდ, ქართველმა ჟურნალისტებმა ქართული არ იციან მათი შეცდომები ენაშიც მკვიდრდება.

ზოგიერთი ქართული ჟურნალის გარეკანზე ამა თუ იმ თემიდან ისეთი ფრაზებია გამოტანილი რეკლამის სახით, რომ წაკითხვის სურვილი მეკარგება.
TRINITI
მელასაც და სტუდენტსაც ვეთანხმები smile.gifარა მარტო საქართველოში, ყველგან ცვლიან ჟურნალისტები ენას, განსაკუთრებით სალაპარაკოს. ამიტომ სასწავლებლებში ენის რნომების სწავლებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. მაგ. ჩემს ფაკულტეტზე უკვე მეორედ გვატარებენ ამ კურსს ( მართლწერის და სწორი მეტყველების )და რაც შეეხება იმას, რომ ჟურნალისტებმა უნდა ამაღლონ საზოგადოების ინტელექტი, ეს ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულებაა smile.gif ამ მხრივაა ძაან მნიშვნელოვანი ეს სპეციალობა .... და ძნელი....




თქვენა და ..... სპორტულ გაზეთებსაც არ კითხულობთ?ხალხი სულ ტოტალიზატრშია და ...მაგ.: ჩემს ერთ ახლობელს შარვლის და ქურტუკის ყველა ჯიობეში სხვადასხვა ნომერი უდევს ხოლმე tongue.gif biggrin.gif
Leonard Shelby
მდაა ქართულ ჟურნალ-გაზეთებს ნაკლებად ვეცნობი. ნუ რამე თუ მოხდება მნიშვნელოვანი ალიას ანდა ასავალ-დასავალს ვყიდულობ tongue.gif ლელოს ვყიდულობ კიდევ კვირაში ერთხელ ან ორჯერ და 24 საათს.
უცხოურ ჟურნალ-გაზეთებს კი ინტერნეტში ვეცნობი ხოლმე და საკმაოდ ხშირადაც.
TRINITI
ციტატა(Kasabian @ Oct 29 2007, 08:08 AM) *
მდაა ქართულ ჟურნალ-გაზეთებს ნაკლებად ვეცნობი. ნუ რამე თუ მოხდება მნიშვნელოვანი ალიას ანდა ასავალ-დასავალს ვყიდულობ tongue.gif ლელოს ვყიდულობ კიდევ კვირაში ერთხელ ან ორჯერ და 24 საათს.
უცხოურ ჟურნალ-გაზეთებს კი ინტერნეტში ვეცნობი ხოლმე და საკმაოდ ხშირადაც.


smile.gif ისე, თუ რამე მოხდება და მოგინდება, რეალური ინფორმაციის გაგება, მე პირადად, გირჩევ ყველაზე ნაკლებად ,,ალია' და ,,ასავალ-დასავალი" იყიდო ხოლმე. ჩვენთან, სპეციალობაზე ( ჟურნალისტიკა ) ხშირად გვიხდება გაზეთებიდან არაპროფესიონალიზმის მაგალითების მოძიება და ყველაზე ხსირად და ყველაზე მეტი სწორედ მაგ გაზეთებში გხვდება ხოლმე . უკვე ,,შეცდომების" სტილის მიხედვით ვცნობთ მაგ გაზეთებს smile.gif
24 საათი ,ჩემი აზრით, გაცილებით კომპეტენტურია - ძირითად ექსპერტებტან ინტერვიუებზეა დამყარებული ანალიტიკური სტატიები, რაც , გარწმუნებთ, ღირსებაა tongue.gif
confusion
რას თვლით ქართულ პრესად??.. ბოლოს გაზეთი ვიყიდე ჩვენი მისაღები გამოცდების სიები რო იყო რა... ჩარიცხულების. რაღაც რაღაცეებზე ვხალისობდი girl_haha.gif ... და ისე სახლში თუა "თბილისელები გზა სარკე/......" და რაღაც ესეთი იდიოტობები მაინც არ ვკითხულობ... თუ წაიკითხავ მასეთები უნდა იკითხო გაასართობად. და გასართობი უკეთესი საშუალებებიც არსებობს ასერომ...
4ever
ქარული პრესა??? ნუ გაზეთებში ნაკლებად, მაგრამ ჟურნალების მასალა უცხოური საიტებიდან "გადმოკოპი-ფეისთებული" თარგმანებია.
marita
ციტატა(4ever @ Nov 11 2007, 16:08) *
ქარული პრესა??? ნუ გაზეთებში ნაკლებად, მაგრამ ჟურნალების მასალა უცხოური საიტებიდან "გადმოკოპი-ფეისთებული" თარგმანებია.

თანხმუიუუუუუუუუუუუუუუუ blink.gif
dako
ციტატა(confusion @ Nov 10 2007, 17:31) *
რას თვლით ქართულ პრესად??.. ბოლოს გაზეთი ვიყიდე ჩვენი მისაღები გამოცდების სიები რო იყო რა... ჩარიცხულების. რაღაც რაღაცეებზე ვხალისობდი girl_haha.gif ... და ისე სახლში თუა "თბილისელები გზა სარკე/......" და რაღაც ესეთი იდიოტობები მაინც არ ვკითხულობ... თუ წაიკითხავ მასეთები უნდა იკითხო გაასართობად. და გასართობი უკეთესი საშუალებებიც არსებობს ასერომ...

გეთანხმები.........
TRINITI
ციტატა(confusion @ Nov 10 2007, 13:31) *
რას თვლით ქართულ პრესად??.. ბოლოს გაზეთი ვიყიდე ჩვენი მისაღები გამოცდების სიები რო იყო რა... ჩარიცხულების. რაღაც რაღაცეებზე ვხალისობდი girl_haha.gif ... და ისე სახლში თუა "თბილისელები გზა სარკე/......" და რაღაც ესეთი იდიოტობები მაინც არ ვკითხულობ... თუ წაიკითხავ მასეთები უნდა იკითხო გაასართობად. და გასართობი უკეთესი საშუალებებიც არსებობს ასერომ...



ზოგადად, პრესას ძალიან ბევრი დათვირთვა აქვს და მათ შორის რეკრეაციული - გასაერთობი . ეს ერთ-ერთი ფუნქციაა და არა ერთადერთი. თუ მხოლოდ გასაერთობად კითხულობს ადამიანი გაზეთს, გეთანხმები, ამის უკეთესი სშულებებიც არსებობს, აშკარად smile.gif
levchi
რავი პრესა მგოი საქართველოში არც არი.

ინგლისში, 90 % ყოველ დღე ყიდულობს ნიუსების გაზეთს. ჩვენთან ძაან ცუდი სიტვაციაა პრესაზე sad.gif
clubera
გაზეთებში - "11X11" blum.gif , "The Georgian Times" და "რეზონანსი", ჟურნალებში - "საქართველოს ეკონომიკა", "ათიანი", "ლიდერი"...
kedi
მძულს მძულს მძულს ქართული პრესა,,

ჩემგან გამოვა იდეალრი ჟურნალისტი//

ალ ბათთ tongue.gif
marita
ციტატა(kedi @ Dec 4 2007, 22:31) *
მძულს მძულს მძულს ქართული პრესა,,

ჩემგან გამოვა იდეალრი ჟურნალისტი//

ალ ბათთ tongue.gif

რაღა ალბააათ? tongue.gif
jevrie
ციტატა(TRINITI @ Oct 22 2007, 21:39) *
კითხულობთ ქართულ ჟურნალ-გაზეთებს ?
ან თუ კითხულობთ, რატომ კითხულობთ? smile.gif
მე, მაგალითად, კოსმოპოლიტენი მომწონს ჟურნალებიდან გაზეთებიდან ,,24 საათი" , თუმცა სხვების წაკითხვაც მიწევს პროფესიიდან გამომდინარე .... ძირითადად ვხალისობ ხოლმე smile.gif

სიმართლე გითხრაათ პროფესიიდან გამომდინარე იძულებული ვარ წავიკითხო... ისე კი "კვირის პალიტრა" მიმაჩნია ყველაზე ნორმალურ ქართულ გაზეთად, დღეს არსებული გაზეთებიდან smile.gif

ჟურნალებსაც ვკითხულობ, ოღონდ ძირითადად ლიტერატურულს ... "რიწა" "კულტურათა შორის ურთიერთობები" და ა. შ
sofia
"ალიას" ვაღმერთებ!!! biggrin.gif ისეთი გამართული ქართულით წერენ და ისეთი ობიექტურები არიან, პირდაპირ სიმწრის ცრემლი მცვივა როცა ვკითხულობ biggrin.gif
4ever
ციტატა(sofia @ 24th December 2007 - 22:35) *
გამართული ქართულით წერენ და ისეთი ობიექტურები არიან



"ასავალ-დასავალი" მამაა ამ ყველაფრისა. biggrin.gif
naii
ვერ ვიტან გაზეთებს, მაგარი ჟურნალისტი გამოვალ rolleyes.gif
n@ti@
როგორ შეაფასებთ ქართული პრესის ეთიკას. როგორ ფიქრობთ რამდენად დაცულია ეთიკის ნორმები და რამდენად კარგად ახორციელებენ ჟურნალისტები საკუთარ საქმიანობას???
loti
"ასავალ-დასავალი" ან "ალია" გადაშალე და ერთ ნომერში იმდენ დარღვევას ნახავ ეთიკის ნორმებისა, რომ სადისერტაციოდ გეყოფა
mcv@ne
"ქრონიკაც" მიაყოლეთ იქვე და ეთიკური ნორმები ნახეთ მერე. საერთოდ აღარ გაგახსენდებათ, რომ ეთიკური ნორმები სადმე არსებობს biggrin.gif
NaTuKa
ზოგჯერ რეზონანსიც საყვარლად არღვევს ხოლმე ეთიკის ნორმებს tongue.gif
mcv@ne
არ გინდათ ქართული პბეჭდური მედიის მონიტორინგის ჯგუფი შევქმნათ და მედიასაბჭოს მივაწოდოთ ხოლმე ფაქტები ეთიკის კოდექსის დარღვევისას? ეს ისე ვიკითხე რა smile.gif ჩემს მეგობარს გაუჩნდა იდეა და ბოლოს იმ დასკვნამდე მივედით, რომ ენთუზიაზმზე დაყრდნობით არ იმუშავებდნენ სხვები biggrin.gif
loti
ციტატა(mcv@ne @ 19th February 2008 - 14:57) *
ენთუზიაზმზე დაყრდნობით არ იმუშავებდნენ სხვები


მართალი დასკვნა გამოგიტანიათ biggrin.gif
NaTuKa
ციტატა
არ გინდათ ქართული პბეჭდური მედიის მონიტორინგის ჯგუფი შევქმნათ და მედიასაბჭოს მივაწოდოთ ხოლმე ფაქტები ეთიკის კოდექსის დარღვევისას? ეს ისე ვიკითხე რა ჩემს მეგობარს გაუჩნდა იდეა და ბოლოს იმ დასკვნამდე მივედით, რომ ენთუზიაზმზე დაყრდნობით არ იმუშავებდნენ სხვები
მე მომწონს ეგ აზრი smile.gif თუმცა მთელი ჯგუფი ჯერ მარტო "ასავალ-დასავალის" დარღვევებს არ ეყოფა biggrin.gif
mcv@ne
ხო ეგეც მართალია. ჯერ ვისვენებთ და რომ დავბრუნდებით, მოვიფიქრებთ ფორმატს. მგონი, რომ გამოვა tongue.gif
NaTuKa
ქართული პრესა თითქმის სულ გაყვითლდა mellow.gif მალე ფოთოლცვენაც დაიწყება ალბათ
mcv@ne
ფოთოლცვენას რა ჯობია, ხეზე ადგილები გათავისუფლდება. მთავარია ახალი კვირტები სწრაფად და ხარისხიანად ამოვიდეს biggrin.gif
loti
ციტატა(mcv@ne @ 19th February 2008 - 14:57) *
მედიასაბჭოს

პირადად მე არ მჯერა მათი ობიექტურობის
NaTuKa
ციტატა
ფოთოლცვენას რა ჯობია, ხეზე ადგილები გათავისუფლდება. მთავარია ახალი კვირტები სწრაფად და ხარისხიანად ამოვიდეს
კი, თუ დროულად ჩამოცვივდებიან და ეგრე ყვითლები არ დარჩებიან კარგი იქნება tongue.gif თუ არადა მარტო "24 საათს" შემორჩა სიმწვანე
mcv@ne
არა, არა. ყვითელი ფოთოლი უეჭველი გაგახმობისკენააა მიმართული tongue.gif
mcv@ne
ციტატა(loti @ Feb 22 2008, 12:26) *
პირადად მე არ მჯერა მათი ობიექტურობის

ხო, მარა. მედიასაბჭოა მაინც რა biggrin.gif ძლივს შეიქმნა და
NUMB
ბოლო 4 პოსტი სულ ამ ფოთლებზეა biggrin.gif biggrin.gif

გაზეთებს ვკითხულობ კი არადა წაკითხვა არ ქვია იმას, ვათვალიერებ, იქნებ რამე საინტერესო ვიპოვო :X
mcv@ne
თვალიერებაც გარკვეულწილად წინ გადადგმული ნაბიჯია biggrin.gif
Pj.Harvey.
მიყვარს ოზონეეეეეე(მართალია მიბანძდა მარა მაინც).... ცხელი შოკოლადიც კაია...tongue.gif
MinistryOFMusic
არც გაზეთებს ვკითხხულობ,არც ჟურნალებს კომპთან ვზივარ მთელი დღე,მალე გამოვშტერდები ალბათ,
FemME
ციტატა(MinistryOFMusic @ 3rd March 2008 - 4:07) *
არც გაზეთებს ვკითხხულობ,არც ჟურნალებს კომპთან ვზივარ მთელი დღე,მალე გამოვშტერდები ალბათ,


გაზეთები რომ წაიკითხო უფრო გამოშტერდები
მენდე tongue.gif tongue.gif
FemME
წინა სემესტრში წერეთელმა დაგვავალა რეფერატი ეთიკის ნორმებზე

მასე ადვილად ჯერ არაფერი დამიწერია



მადლობა ქართულ პრესას. thank_you.gif




tongue.gif
ninikusa
ციტატა(FemME @ 5th April 2008 - 1:06) *
წინა სემესტრში წერეთელმა დაგვავალა რეფერატი ეთიკის ნორმებზე

მასე ადვილად ჯერ არაფერი დამიწერია



მადლობა ქართულ პრესას.

მადლობა აქუს 29 ქულა მივიღე 30-დან 11.gif
ninikusa
24 საათს არაუშავს მარტო ქართული გაზეთებიდან, სხვა ყველა ერთად უნდა გადაყარო ბარათაშვილის ხიდიდან 03.gif
FemME
ციტატა(ნინი:) @ 5th April 2008 - 12:04) *
მადლობა აქუს 29 ქულა მივიღე 30-დან



მე 30 3.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.