დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ფოტოკონკურსი "აღმოაჩინე მრავალფეროვნება"
თსუ ფორუმი > არქივი > არქივი > 01.10.2008-08.09.2009
BekaPharm
ფოტოკონკურსი "აღმოაჩინე მრავალფეროვნება"


გაცნობებთ, რომ 2007 წლის 9 დეკემბერს საგამოფენო ცენტრ "ქარვასლაში არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი "მზიანი სახლი" და ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში ახორციელებს კულტურათაშორის ახალგაზრდულ ღონისძიებას "აღმოაჩინე მრავალფეროვნება".

იმისათვის, რათა პროექტმა სრულად მიაღწიოს დასახულ მიზანს, გვესაჭიროება თქვენი აქტიური ჩართულობა ღონისძიების ერთ-ერთ ცენტრალურ კომპონენტში - ფოტოგამოფენაში, რისთვისაც ცხადდება ფოტოების შესარჩევი კონკურსი.

ფოტოგამოფენის ძირითადი თემატიკაა საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელთა:

ყოფა - ყოველდღიური ცხოვრება, შრომა, სუფრა... როგორ ცხოვრობენ და მუშაობენ სხვებთან ერთად?

დღესასწაულები და მნიშვნელოვანი თარიღები - როგორ აღნიშნავენ და ზეიმობენ? როგორია მათი რიტუალები და ტრადიციები?

პრობლემები - რა აწუხებთ ყველაზე მეტად?

კულტურული თვითმყოფადობა - როგორია მათი კულტურა? რითი განსხვავდებიან და გამოირჩევიან?

გთხოვთ გამოაგზავნოთ ფოტოები ღონისძიების თემატიკის შესაბამისად არაუგვიანეს 2 დეკემბრისა.

გამოფენაზე წარდგენილი იქნება მხოლოდ შერჩეული ფოტოები და გამარჟვებულ ავტორებს ეცნობებათ პირადად.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მოგვწერეთ სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და გამოაგზავნეთ ფოტო ელექტრონულ მისამართზე: diversity_photo@yahoo.com
ან დაგვიკავშირდით: 898 23-69-63 / 893 48-48-53

პატივისცემითა და მომავალი თანამშრომლობის სურვილით,
პროექტის ორგანიზატორთა ჯგუფი.
nin100
რა ეს კონკურსი ყველა უნიში ტარდება??? unsure.gif
BekaPharm
ციტატა(nin100 @ Nov 25 2007, 2:20) *
რა ეს კონკურსი ყველა უნიში ტარდება??? unsure.gif


კონკურსში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება.
BekaPharm
დაწვრილებითი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ იხილეთ:

"აღმოაჩინე მრავალფეროვნება"
2kija
smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.