დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ევრაზიის ფონდის კონკურსი
თსუ ფორუმი > არქივი > არქივი > 01.10.2008-08.09.2009
IRAKLi_BERDZENADZE



სამოქალაქო საზოგადოების როლი თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებისა და განვითარების საქმეში



საკითხის არსი:

საზოგადოება ეფექტურად მაშინ ფუნქციონირებს, როდესაც სახელმწიფო და მისი მოქალაქეები აწარმოებენ ღია დიალოგსა და დებატებს მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად. სამოქალაქო საზოგადოება იმ პრობლემების გადაჭრაზე ზრუნავს, რომელთა მოგვარებაც არ შეუძლია მთავრობას ან კერძო სექტორს. სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში შედგება როგორც საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრაში აქტიურად მონაწილე ცალკეული მოქალაქეებისაგან, ასევე სტრუქტურირებული ორგანიზაციებისაგან, როგორებიცაა: პროფესიული კავშირები, ასიციაციები, ფონდები, სათემო გაერთიანებები, და ა.შ.

დღეისათვის, საქართველოში საზოგადოებრივი სექტორის აქტიურობა ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცეში საკმაოდ დაბალია. ზოგადად, სამოქალაქო სექტორის აქტივობა თავს იჩენს პოლიტიკური თუ სოციალური კრიზისის პირობებში, როდესაც იგი მეტწილად პროტესტის გამოხატვის ფორმით შემოიფარგლება. დაბალია საზოგადოების თვითშეგნება საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ქვეყნის განვითარების პროცესებში მეტი ჩართულობის კუთხით. ასევე დაბალია სამთავრობო სექტორის მიერ საზოგადოებასთან კონსულტაციის და თანამშრომლობის აუცილებლობის თვითშეგნების ხარისხი. სამთავრობი სექტორს არ აქვს სრულად გათავისებული საზოგადოებასთან კანონით გათვალისწინებული ანგარიშვალდებულება, პოლიტიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების აუცილებლობა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება რეფორმებსა და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც პირდაპირი გავლენა აქვს საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებზე. ეს გარემოება იწვევს სხვადასხვა სფეროში უკმაყოფილო ჯგუფების შექმნას, რასაც საბოლოო ჯამში მივყავართ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის ესკალაციამდე.

აღსანიშნავია არასამთავრობო სექტორის მიერ საზოგადოების ინტერესების რეალური ასახვისა და მათ მიმართ ნდობის საკითხი. რიგ შემთხვევებში სამთავრობო სექტორის მხრიდან აღინიშნება არასამთავრობო ორგანიზაციების მიკერძოებულობის ფაქტორიც. ამავე დროს, საზოგადოებაშიც გავრცელებულია გარკვეული აზრი არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომ ისინი დონორების "დაკვეთის" შესრულებას ემსახურებიან. ეს გარემოება იწვევს არასამთავრობო სექტორის მიმართ ნდობის გარკვეულწილად შერყევას როგორც "ზემოდან" - ხელისუფლების, ისე "ქვემოდან" – საზოგადოების მხრიდან. მედიის ნაკლები დაინტერესება მიმდინარე რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირების კუთხით და მისი ცალკეული წარმომადგენლების პოლიტიკური ანგაჟირებულობა ასევე საგულისხმო ფაქტორია. ეს და სხვა ფაქტორები იწვევენ გაუცხოებას სამოქალაქო და სამთავრობო სექტორს შორის, რაც ზოგადად ქვეყანის სოციალურ და პოლიტიკურ განვითარების ხარისხზე აისახება.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ ორგანიზებული დისკუსია:

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ დისკუსიას ზემოთჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე პრობლემის აქტუალურობის გაანალიზებასა და მის აღიარებას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის, რამაც ბიძგი უნდა მისცეს ჩამოყალიბებული ურთიერთობის სახეების ხარისხობრივ და თვისობრივ ცვლილებას.

ფონდი იწვევს სამოქალაქო სექტორში მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და დემოკრატიის თეორიულ საკითხებში განსწავლულ ექპერტებს, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ ხედვას საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების როლზე თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებისა და განვითარების საქმეში.

ექსპერტების მიერ წარმოდგენილი კონცეფციები განხილული იქნება ფონდის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელზეც მოწვეული იქნებიან სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის და მასმედიის აქტიური წარმომადგენლები, ასევე საქართველოში მოქმედი დონორი ორგანიზაციები. აღნიშნულ შეხვედრაზე მოხდება არსებული პრობლემის აქტუალობის განხილვა, წინ წამოწევა და მის გადაჭრაში თავად მოწვეული საზოგადოების ჩართვა, რაც არსებული ურთიერთობებისა და კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

მოსალოდნელი პროდუქტი:

წარმოდგენილ ნაშრომში/ხედვაში მოცემული უნდა იყოს კონცეპტუალური მიდგომა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების და ქვეყნის განვითარების საქმეში სამოქალაქო საზოგადოების როლის შესახებ. ნაშრომმა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიული ფორმირების შედეგად ჩამოყალიბებული ღირებულებების სისტემებისა და ქცევის ნორმების ანალიზის შედეგად უნდა აჩვენოს დღეისთვის საზოგადოების სხავადსხვა ფენებს შორის დამკვიდრებული ურთიერთობების გამომწვევი მიზეზები. ამგვარად ანალიზმა უნდა ასახოს საქართველოში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს შორის და თავად საზოგადოების ფენებს შორის არსებული ურთიერთობის სახე დღევანდელი მდგომარეობით და ის მიმართულებები, რომელიც დამკვიდრებული პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისკენ იქნება მიმართული. სავარაუდოდ ნაშრომის სათაური შესაძლოა შემდეგნაირად იქნეს ფორმულირებული: "სამოქალაქო საზოგადოების როლი თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში და განვითარებაში", ან/და "სამოქალაქო საზოგადოების როლი პოლიტიკურ პროცესში" და ა.შ.

შერჩეული ნაშრომი/ები დაიბეჭდება ფონდის მიერ ფართო გავრცელების მიზნით. შერჩეული ნაშრომის ავტორები მოწვეული იქნებიან და მონაწილეობას მიიღებენ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ სამოქალაქო საზოგადოების პროექტების ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა შეხვედრებსა და ღონისძიებებში.

შერჩევის კრიტერიუმი:

ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** მაღალი აკადემიური ხარისხი
** ხედვის სიახლე საზოგადოებისთვის
** დასმული საკითხის ღრმა თეორიული და პრაქტიკული ანალიზი
** ადვილი აღქმადობა ფართო საზოგადოების მიერ
** ასახავდეს დღევანდელ რეალობას დანახულს ისტორიულ ჭრილში მიმართულს მომავალი განვითარებისკენ.

ანაზღაურება: შერჩეული ნაშრომების ავტორები გაწეული შრომისთვის მიიღებენ ანაზღაურებას 500 აშშ დოლარის ოდენობით.

შერჩევის პროცესი: ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2008 წლის 20 ივნისი. გამარჯვებულის შერჩევა მოხდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ. ფონდი იტოვებს უფლებას არ გამოაცხადოს გამარჯვებული, თუ წარმოდგენილი ნაშრომები არ დააკმაყოფილებენ აღნიშნულ განაცხადში მოყვანილ მოთხოვნებს.

ფორმატი: მოთხოვნილ პროდუქტს უნდა ჰქონდეს აკადემიური ნაშრომის სახე. მოცულობით - 3-დან 15 გვერდამდე A4 ფორმატის გვერდზე ნაბეჭდი სახით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ამ კონკურსის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს მისამართზე:

კავსაძის ქ. 3, 0179 თბილისი
ტელ./ფაქსი: (995 32) 25-39-42, 25-39-43, 22-32-64.
qiromanti
IRAKLi_BERDZENADZE
ზრდილობის ამბავში მაინც დავპოსტავ 03.gif
teoko
აუ მოკლე შინაარსი მითხარით რა რა წერია.. ამდენს რა წაიკითხავს..7.gif
dardimandi
ზუსტად საჩემო კონკურსია რა.... 06.gif
Sasha
ციტატა(teoko @ May 5 2008, 16:06) *
აუ მოკლე შინაარსი მითხარით რა რა წერია.. ამდენს რა წაიკითხავს..7.gif


+1

მეზარება ამდენის კითხვა
Mad Guy
ციტატა(teoko @ May 5 2008, 16:06) *
აუ მოკლე შინაარსი მითხარით რა რა წერია.. ამდენს რა წაიკითხავს..7.gif



+1
Summoner
+1
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.