დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ატლანტიდა და მსოფლიო წარღვნა...
თსუ ფორუმი > არქივი > არქივი > 01.10.2008-08.09.2009
kislata
ბერძენმა ფილოსოფოსმა პლატონმა ”ტიმეოსსა” და ”კრიტიასში” აღწერა დიდი ცივილიზაცია მდებარე ”ჰერკულესის სვეტების მიღმა”, დიდი კუნძული რომელთა მკვიდრნიც თითქოს თავს დასხმიან ევროპას და მხოლოდ ბერძნები არ დამორჩილებიან მათ, გაუმართავთ ბრძოლა მათ წინააღმდეგ და ბრწყინვალედაც გაუმარჯვიათ. ამ გამარჯვებას დიდი სახელი გაუთქვამს იმდროინდელ მსოფლიოში მაგრამ მალე მომხდარა საშინელი კატასტროფა და ყველანი-გამარჯვებულებიც და დამარცხებულებიც დაღუპულან.
ატლანტისის არსებობის და ჩაძირვის ამბავს უამრავი სამეცნიერო გამოკვლევა და წიგნი მიეძღვნა. ზოგი ავტორი ატლანტისის ამბავს უბრალო გამონაგონად მიიჩნევს, ზოგი ამას უკავშირებს ეგეოსის ზღვაში მომხდარ შედარებით მცირე ზომის კატასტროფას (მიწისძვრა, ვულკანის ამოფრქვევა რომელსაც სავსებით შეეძლო ერთი რომელიმე კერძო ქალაქის დაქცევა). ზოგის აზრით კი ასე 12 000 წლის წინ დედამიწაზე მართლა მოხდა კოსმოსური მასშტაბის კატასტროფა რისი ნაკვალევიც (სხვადასხვა სახისა) დღესაც მოიძებნება დედამიწაზე. რასაკვირველია, ეს უკანასკნელი აზრი ყველაზე ძნელად დასაჯერებელია და ამავდროულად ყველაზე საინტერესოც.
რაც შეეხება ატლანტისზე არსებულ ქართულ რესურსებს, მე მხოლოდ ერთი წიგნი ვიცი ამ თემაზე გამოსული, უფრო სწორად ნათარგმნი-ესაა ლუდვიკ ზაიდლერის ”ატლანტისი” (თბილისი, 1972), დანარჩენი რას შეგიძლიათ ნახოთ-ინგლისურ და რუსულ ენებზეა.
სახელის თაობაზე-ამ კონტინენტის (თუ კუნძულის) სახელი ორი ფორმით გვხვდება-ატლანტისი და ატლანტიდა. აქედან პირველი უფრო გავრცელებულია და თან დაბოლოება ”ის” უფრო ბუნებრივია ქართული ენისათვის, ამიტომ მე მას გამოვიყენებ. ზაიდლერის ზემოთხსენებულ წიგნშიც ფორმა ”ატლანტისი” არის გამოყენებული.

მოკლედ-გჯერათ ატლანტისის არსებობისა? რას იტყვით ამ საკითხის შესახებ?
Sasha
რო არსებობდეს ხო იპოვიდნენ ამდენი ხანი??
თუ იპოვეს და გვიმალავენ?
მე არ მჯერა მაგის არსებობის 01.gif
irinka_lucky
ლეგენდის თანახმად ატლანტიდა წყალქვეშ ჩავიდა და მე მგონი ძალიან ღრმად რომ ჩავიდნენ ოკეანეში,შეიძლება ნახონ რამე-ეს ჩემი ვერსიაა 03.gif
DAGIჭEREN
არანაირი ატლანდიდა არ ყოფილა უბრალოდ არსებობს მოსაზრება რომ თAვიდან დედამიწაზე ცხოვრობდა სუპერ რასა ლემურიელები რომლებიც თავიანთი შესაძლებლობების ძალიან დიდ პროცენტს იყენებდნენ შემდეგ ეს რასა დაქვეითდა და გადაიქცა ატლანტების რასად შემდეგ ისინიც დაქვეითდნენ და გაჩნდა ადამიანი
Leonard Shelby
არ არსებობდნენ ჩემი აზრით.
როგროც დაგიჭერენმა აჭნიშნა არსებობს მითი იმის შესახებ, რომ არსებობდნენ არსებები დედამიწაზე რომლებიც ჩვენზე განვითარებულები იყვნენ გონებრივად, დაახლოებით უცხოპლანეტელების პონტშჲ უბრალოდ ფიზიკურად ჩვენი იდენტურები იყვნენ.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.