დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ა რ ა ფ ე რ ი
თსუ ფორუმი > არქივი > არქივი > 01.10.2008-08.09.2009
გვერდი: 1, 2, 3
konstantin
როგორია თქვენი აზრით ""არაფერი?"" აღწერეთ თუ შეძლებთ. სულ სიბნელეა? თუ სულ სითეთრე, თუ სულ გამჭვირვალობა თუ რა არის?
თუ სიბნელეა ესეიგი ""არაფერი" არ ყოფილა, იმიტომ, რომ სიბნელე უკვე არის რაღაც, ასევე შეიძლება ითქვას სითეთრეზეც და გამჭვირვალობაზეც, ესენიც უკვე რაღაცებია. ჩემი აზრით "არაფერი" არ არსებობს რეალურად, ეს მხოლოდ ცნებაა.
-რაზე ფიქრობ?
-არაფერზე.
ანუ მაინც ფიქრობ რაღაცაზე, შენს გონებაში მაინც რაღაც არის.
უსასრულობაა. არც ეს არის ""არაფერი"" იმიტომ, რომ უსასრულობაა.


გ ი ს მ ე ნ თ !
qiromanti
konstantin


არაფერი ის არაფერია , რომელიც სხვისთვის არაფერია და შენთვის ყველაფერია!
hellrider
ციტატა(konstantin @ 6th June 2008 - 15:06) *
როგორია თქვენი აზრით ""არაფერი?"" აღწერეთ თუ შეძლებთ. სულ სიბნელეა? თუ სულ სითეთრე, თუ სულ გამჭვირვალობა თუ რა არის?

არა ტო არაფერს ფერი არ აქ 03.gif ანუ არაფერი რა არც თეთრი არც შავი არც არაფერი....არაფერია როცა ყველაფერი გკიდია არაფერი არ გადარდებს
ninikusa
ციტატა(konstantin @ 6th June 2008 - 16:06) *
-არაფერზე.
ანუ მაინც ფიქრობ რაღაცაზე

არა, მე ზოგჯერ მართლა არ ვფიქრობ ხოლმე არაფერზე 11.gif
აი დღეს დილით რო ვიჟექი მე6ის კიბეზე და და ნახევრად მეძინა არაფერზე ვფიქრობდი
konstantin
ციტატა(qiromanti @ Jun 6 2008, 15:07) *
konstantin
არაფერი ის არაფერია , რომელიც სხვისთვის არაფერია და შენთვის ყველაფერია!

აი ზუსტად სხვისთვის "არაფერი" რა არის ეგ მაინტერესებს!
qiromanti
ციტატა(konstantin @ 6th June 2008 - 15:08) *
აი ზუსტად სხვისთვის "არაფერი" რა არის ეგ მაინტერესებს!



ის არის რაც მარტო შენ გაინტერესებს და შენი პირადულია
hellrider
ციტატა(qiromanti @ 6th June 2008 - 15:09) *
ის არის რაც მარტო შენ გაინტერესებს და შენი პირადულია
აუ მაშინ არაფერი არ არსებულა საერთოდ ყველა ადამიანს აქვს თავისი პირადულიდა ის რაც შენთვის არაფერია სხვისთვის ყველაფერია სხვისთვის არაფერი შენთვის ყველაფერია
qiromanti
ციტატა(hellrider @ 6th June 2008 - 15:09) *
აუ მაშინ არაფერი არ არსებულა საერთოდ ყველა ადამიანს აქვს თავისი პირადული



როგორ არა, შენ ხომ გაქვს პირადული და ის მე არ მეხება , ანუ ეგ ჩემთვის არაფერია 01.gif

(პრინციპში შეიძძელბა არ იყოს ასე 06.gif )
konstantin
ციტატა(hellrider @ Jun 6 2008, 15:10) *
აუ მაშინ არაფერი არ არსებულა საერთოდ ყველა ადამიანს აქვს თავისი პირადულიდა ის რაც შენთვის არაფერია სხვისთვის ყველაფერია სხვისთვის არაფერი შენთვის ყველაფერია

ეგ შეიძლება მასე იყოს გარკვეულ შემთხვევებში, გარკვეულში კი არა. მაგრამ მე საერთოდ სახვა ""არაფერი"" მაინტერესებს. უფრო სწორად ""არაფრობა"".
hellrider
ციტატა(qiromanti @ 6th June 2008 - 15:11) *
როგორ არა, შენ ხომ გაქვს პირადული და ის მე არ მეხება , ანუ ეგ ჩემთვის არაფერია

ხო მაგრამ მასე შენ გაქ და მე არ მეხება და მასეა ყველა ვიღაცას რაც აქვს ის მეორეს არ აინტერესებს მაგრამ ვერ იტყვი რო არაფერია და არ არსებობს ეგ შენთვის არაფერია მაგრამ იმისთვის ყველაფერი.... ეხლა აი რაც შენთვის ყველაფერს ნიშნავს და ძაან ძვირფასია ვიღაც ზიმბაბველს ხო მაგრად არ აინტერესბს და იმას რაც აქ შენ არ გიანტერესებს
NUMB
შავი არცერთია, თეთრი _ ყველაფერი.


"არაფერი" ანუ ვაკუუმი
sin165
ციტატა(konstantin @ Jun 6 2008, 15:06) *
როგორია თქვენი აზრით ""არაფერი?"" აღწერეთ თუ შეძლებთ. სულ სიბნელეა? თუ სულ სითეთრე, თუ სულ გამჭვირვალობა თუ რა არის?
თუ სიბნელეა ესეიგი ""არაფერი" არ ყოფილა, იმიტომ, რომ სიბნელე უკვე არის რაღაც, ასევე შეიძლება ითქვას სითეთრეზეც და გამჭვირვალობაზეც, ესენიც უკვე რაღაცებია. ჩემი აზრით "არაფერი" არ არსებობს რეალურად, ეს მხოლოდ ცნებაა.
-რაზე ფიქრობ?
-არაფერზე.
ანუ მაინც ფიქრობ რაღაცაზე, შენს გონებაში მაინც რაღაც არის.
უსასრულობაა. არც ეს არის ""არაფერი"" იმიტომ, რომ უსასრულობაა.
გ ი ს მ ე ნ თ !

სითეთრე ნამდვილად არ არის, იმიტო რო სითეთრე რო იყოს, სინათლე უნდა იყოს, სინათლე კი არის რაღაც. აი სიბნელე კი ნამდვილად არ არის რაღაც. (ჩემი აზრით, რა თქმა უნდა)

ფიქრს რაც შეეხება, არ შეიძლება ადამიანმა იფიქროს არაფერზე. ტვინი სულ რაღაცაზე ფიქრობს. არაფერზე მარტო მკვდარი ადამიანის ტვინი ფიქრობს.

ისე სიტყვა "არაფერის" მნიშვნელობა ცოტა ძნელი წარმოსადგენია ადამიანის ტვინისთვის.

(ისე უსასტულობაზე თემამ შთაგაგონა ამ თემის გახსნა? 03.gif)
mari_mari
არაფერი არაფერია 02.gif
hellrider
ციტატა(mari_mari @ 6th June 2008 - 15:21) *
არაფერი არაფერია

ეხხ ბუუუ ბუუუუ 03.gif

ჩემთვის არაფერი შეიძლება სხვისთვის ყველაფერი იყოს და მისი ყველაფერი ჩემთვის არაფერი
mari_mari
ციტატა(hellrider @ 6th June 2008 - 16:22) *
ეხხ ბუუუ ბუუუუ

ჩემთვის არაფერი შეიძლება სხვისთვის ყველაფერი იყოს და მისი ყველაფერი ჩემთვის არაფერი

02.gif ხო რა რავიცი მე არაფერი რა არის, ჩემთვის არაფერი ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვანი ზოგჯერ არა
konstantin
ციტატა(sin165 @ Jun 6 2008, 15:16) *
სითეთრე ნამდვილად არ არის, იმიტო რო სითეთრე რო იყოს, სინათლე უნდა იყოს, სინათლე კი არის რაღაც. აი სიბნელე კი ნამდვილად არ არის რაღაც. (ჩემი აზრით, რა თქმა უნდა)

ფიქრს რაც შეეხება, არ შეიძლება ადამიანმა იფიქროს არაფერზე. ტვინი სულ რაღაცაზე ფიქრობს. არაფერზე მარტო მკვდარი ადამიანის ტვინი ფიქრობს.

ისე სიტყვა "არაფერის" მნიშვნელობა ცოტა ძნელი წარმოსადგენია ადამიანის ტვინისთვის.

(ისე უსასტულობაზე თემამ შთაგაგონა ამ თემის გახსნა? 03.gif)

რატომ არ არის სიბნელე რაღაც? სიბნელეა, შენ შეგიძლია ის აღიქვა, როგორც სიბნელე. ანუ არის რაღაც. მკვდარი ადამიანის ტვინი არ ფიქრობს, არ ფუნქციონირებს. მართლა რაა, ჩვენი ტვინი ვერ დაძლევს მგონი ამას. უბრალოდ ვერ წარმოიდგენ ""არაფერს"". ან სულ სიბნელე დაგიდგება თვალწინ, ან სულ სინათლე, ან სულ გამჭვირვალობა, მაგრამ ისიც საკითხავია გამჭვირვალობა რა არის. გამჭვირვალობას ხომ ვერც წარმოვიდგენდით, რაიმე ხილული მატერია რომ არ არსებობდეს, გამჭვირვალობის მიღმა ხომ ვხედავთ რაღაცას.
სითეტრე სულაც არ ნიშნავს, რომ სინათლე უნდა იყოს. უბრალოდ სითეთრე და მორჩა, ისევე როგორც უბრალოდ სიშავე. სიშავეც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სინათლე არ არის, უბრალოდ სიშავე და მორჩა.
რამ შთამაგონა?
რა ვიცი, შეიძლება უსასრულობამაც.
არ ისე დიდი ხანია ვფიქრობ ""არაფერზე"" და ვერ გამორკვევია რა არის.
""რა არის?"" ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ რაღაც უნდა იყოს, მაგრამ სინამდვილეში არაფერიც არ არის, და მაინც კითხვა ეს ""არაფერი"" რაღაა?
გაურკვეველია.
ამიტომაც დავასკვენი, რომ ""არაფერი"" არ არსებობს!
თინი
შე არაფეროვო ერთხელ მითხრა ვიღაცამ და იმის მერე სულ ეგრე მეძახიან და რა გამოდის? მე ვარ არაფერი? tender.gif
tsuuu
ციტატა(konstantin @ 6th June 2008 - 15:06) *
როგორია თქვენი აზრით ""არაფერი?""

არანაირი...
უაზრო
უმიზეზო უიმედო ცხოვრება.....
არაფერი არი ის რისი აღიარებაც არმსურს...
არაფერზე ვფიქრობ მაშინ როცა ვფიქრობ ძაან ბევრს ა ძაან ბევრზე....
არაფერი ყველაფერია....
ანუ არაფერზე ვფიქრობ პროსტა მიზეზია არ აღიაროსიმართლე 11.gif
Jood
და მერე უფრო სი თაობა იტყვის მომავალი თაობა ფუჭად კარგავს დროსო!

ეგე თუ ფუჭად კარგავენ! ისინი ხომ "არაფერზე" ფიქრობენ!

მაშასადამე, თუ არაფერი არ არსებობს, როგორც პირველი პოსტის ავტორმა ბრძანა, და თუ არაფერი არ არსებობს და თუ არაფერი მაინც არის რაღაც, ე.ი. არაფერი არ ყოფილა დროის ფუჭად კარგვა, რადგან არაფერზე ფიქრი, ეს უკვე იმდენის მტქმელია რომ....

Fუ ენა დამება ტო!

საიდან მოგდით ასეთი იდეები? :|
qiromanti
ციტატა(tb_parazitka @ 6th June 2008 - 16:23) *
მაშასადამე, თუ არაფერი არ არსებობს, როგორც პირველი პოსტის ავტორმა ბრძანა, და თუ არაფერი არ არსებობს და თუ არაფერი მაინც არის რაღაც, ე.ი. არაფერი არ ყოფილა დროის ფუჭად კარგვა, რადგან არაფერზე ფიქრი, ეს უკვე იმდენის მტქმელია რომ....

უნარები გამახსენა ამან 02.gif აშკარად დავიბენით ამ არაფერში 02.gif
uhuhuhu
არაფერი სიცარიელის შეგრძნებას ტოვებს ჩემში 7.gif
Miss Green
ციტატა(konstantin @ 6th June 2008 - 15:06) *
ჩემი აზრით "არაფერი" არ არსებობს რეალურად, ეს მხოლოდ ცნებაა.

გეთანხმები.
nuc
ასეთ თემებზე ჩაღრმავებას და ფიქრს არ გირჩევთ ხალხო არააა 01.gif

კი კარგი სადისკუსიოა, მაგრამ დასვკნას მაინც ვერ გამოიტან. მე ძაან პრაგმატიკოსი ვარ და ალბათ იმიტომ ვარ ესეთი მსჯელობების მიმართ ესე განწყობილი.
ელენე
ეუფ

















































































მაგარია 37.gif
Miss Green
ციტატა(nuc @ 6th June 2008 - 21:45) *
ასეთ თემებზე ჩაღრმავებას და ფიქრს არ გირჩევთ ხალხო არააა

კი კარგი სადისკუსიოა, მაგრამ დასვკნას მაინც ვერ გამოიტან. მე ძაან პრაგმატიკოსი ვარ და ალბათ იმიტომ ვარ ესეთი მსჯელობების მიმართ ესე განწყობილი.

უფრო ფილოსოფიურად განწყობილ ხალხს აცალე. 01.gif
mark
დამშვიდდით!
teoko
არაფერი როგორი? huh.gif მშვენიერი... არაფერს არ გააჩნია არაფერი... 7.gif
nuc
ციტატა(Miss Green @ 6th June 2008 - 23:20) *
უფრო ფილოსოფიურად განწყობილ ხალხს აცალე.


მდაა blink.gif

რაიყო დისკრიმინაციას ხო არ ქონდა ჩემი მხრიდან ადგილი? 03.gif 03.gif ლოოოოლ
Miss Green
ციტატა(nuc @ 7th June 2008 - 3:00) *
მდაა

რაიყო დისკრიმინაციას ხო არ ქონდა ჩემი მხრიდან ადგილი? ლოოოოლ

ჰმ... ცუდი არაფერი მიგულისხმია და რატომ ასეთი რეაქცია? dntknw.gif
teoko
არაფერი.... როგორ მიყვარს ეს სიტყვა... 7.gif 7.gif 7.gif სულ როა მეკითხებიან რას აკეთებო, რასაც არ უნდა ვაკეთებდე ვპასუხობ.. არაფერს... მარტივია ...და გენიალური...blum.gif smile.gif
ninikusa
როგორია და არაფერი არის აუუუ ძაან რარაცნაირი მომხიბვლელია
teoko
მიყვარს არაფერიიი .:წუბ:
konstantin
ციტატა(tb_parazitka @ Jun 6 2008, 16:23) *
და მერე უფრო სი თაობა იტყვის მომავალი თაობა ფუჭად კარგავს დროსო!

ეგე თუ ფუჭად კარგავენ! ისინი ხომ "არაფერზე" ფიქრობენ!

მაშასადამე, თუ არაფერი არ არსებობს, როგორც პირველი პოსტის ავტორმა ბრძანა, და თუ არაფერი არ არსებობს და თუ არაფერი მაინც არის რაღაც, ე.ი. არაფერი არ ყოფილა დროის ფუჭად კარგვა, რადგან არაფერზე ფიქრი, ეს უკვე იმდენის მტქმელია რომ....

Fუ ენა დამება ტო!

საიდან მოგდით ასეთი იდეები? :|

იფიქრე სამყაროს რაობაზე და არა დახეულ ზმანებზე! შენც მოგივა მსგავსი აზრი.
dismember
რავი აბა რა ვთქვა!... არაფერი არაფერია, მაგას ახსნა არ აქვს...
ninikusa
არაფერი ხარ შენ ცემთვის გეოგრაფიავ! >:P
Super_Tramp
არაფერი თეთრია და მაქსიმალურად 'ისეთი', რომ შეგეძლოს მისგან ყველაფრის შექმნა. ალბათ...
aivi
ციტატა(konstantin @ 6th June 2008 - 15:06) *
როგორია თქვენი აზრით ""არაფერი?"" აღწერეთ თუ შეძლებთ. სულ სიბნელეა? თუ სულ სითეთრე, თუ სულ გამჭვირვალობა თუ რა არის?
თუ სიბნელეა ესეიგი ""არაფერი" არ ყოფილა, იმიტომ, რომ სიბნელე უკვე არის რაღაც, ასევე შეიძლება ითქვას სითეთრეზეც და გამჭვირვალობაზეც, ესენიც უკვე რაღაცებია. ჩემი აზრით "არაფერი" არ არსებობს რეალურად, ეს მხოლოდ ცნებაა.
-რაზე ფიქრობ?
-არაფერზე.
ანუ მაინც ფიქრობ რაღაცაზე, შენს გონებაში მაინც რაღაც არის.
უსასრულობაა. არც ეს არის ""არაფერი"" იმიტომ, რომ უსასრულობაა.


გ ი ს მ ე ნ თ !


იიი, რა კარგი თემაა girl_crazy.gif
მართალია ეგ ისე, ,,არაფერი'' არ არსებობს, მაგრამ არაფერს ალბათ იმას უფრო ვუძახით ხოლმე, რის არსს და რაობასაც სხვები ნაკლებად აღიარებენ, რასაც ადამიანები რირებულად არ მიიჩნევენ და რომ ზიხარ და ჭIანჭველებს უყურებ, მერე ფიქრობ როგორ მიფუსფუსებენ მიწის ქვეშ, როგორ ცხოვრობენ და ა.შ. და ამ დროს ვინმე გკითხავს რას აკეთებო, იმის ახსნას, ჭიანჭველების ქმედებაზე ვფიქრობო ამჯობინებ თქვა, რომ არაფერს აკეთებ.

ე.ს. ,,არაფერი'' გამოვიდა პირობიტი ცნება, რომელიც ადამიანებმა მეტისმეტად სუბიექტური,სხვებისთვის გაუგებარი მოცემულობის აღსანიშნად შემოიტანეს. girl_crazy.gif
hey you
არაფერი ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია მათი ფასეულობებიდან გამომდინარე..ზოგიერთისთვის არაფერუ შეიძლება სხვისთვის რამეს ნიშნავდეს.. და ჩემთვის არაფერი არის ის რასაც სრულიად უყურადღებოდ ვტოვებ ის შეიძლება იყოს ადამიანი საგანი და ნებისმიერი რაც უმნიშვნელოა ანუ არაფერი ბოლომდე არაფერი არაა girl_sigh.gif
xareba
არაფერი....ყველაფერია...
konstantin
ციტატა(Super_Tramp @ Jun 15 2008, 19:48) *
არაფერი თეთრია და მაქსიმალურად 'ისეთი', რომ შეგეძლოს მისგან ყველაფრის შექმნა. ალბათ...

თუ მაქსიმალურად თეთრია, ესეიგი ყოფილა მაქსიმალურად თეთრი, მაგას "არაფერს" ვეღარ დაარქმევ", იმტომ რომ თავადაც თქვი მაქსიმალურად თეთრიაო. აქედან გამომდინარე რადგან თეთრია ე.ი თეთრია და თეთრი უკვე რაღაც არის. ასე არ არის?
Super_Tramp
konstantin
მაქსიმალურად თეთრი არა ის. წაიკითხე კარგად, მანდ სიტყვა მაქსიმალური თეთრს არ აღწერს, 'ისეთს' აღწერს. თუ არ გინდა, მოაშორე ეგ მაქსიმალური biggrin.gif

ყოველ შემთხვევაში, მე მგონია, რომ

არაფერი თეთრია და ისეთი, რომ შეგეძლოს მისგან(სურვილის და მონდომების შემთხვევში) ყველაფრის შექმნა.

რაც შეეხება სითეთრე უკვე არაფერი აღარააო, რაღაცნაირი ხო უნდა იყოს არაფრობა, ან თეთრი, ან შავი(ჩვენს წარმოდგენაშI), რამკენაირად ხო უნდა დაახასიათო?! მაშ< თუ რაიმე სიტყვებით ახასიათებ, ე.ი. არაფერი აღარაა უკვე და რაღას გახსენი ეს თემა?! თუ გახსენი, ნებაც მომეცი ისეთად წარმოვიგინო, როგორადაც მინდა.
konstantin
ციტატა(Super_Tramp @ Jun 16 2008, 12:20) *
konstantin მაქსიმალურად თეთრი არა ის. წაიკითხე კარგად, მანდ სიტყვა მაქსიმალური თეთრს არ აღწერს, 'ისეთს' აღწერს. თუ არ გინდა, მოაშორე ეგ მაქსიმალური biggrin.gifყოველ შემთხვევაში, მე მგონია, რომ არაფერი თეთრია და ისეთი, რომ შეგეძლოს მისგან(სურვილის და მონდომების შემთხვევში) ყველაფრის შექმნა.
ხო კარგი, თუნდაც მაქსიმალურად "ისეთი" იყოს, შენ მაინც ვერ ამბობ სინამდვილეში რა არის. მაქსიმალურად "ისეთი" რა განსაზღვრებაა?! თვითონაც ხედავ, რომ არ შეგიძლია განსაზღვრა. და თუ სითეთრეს გულისხმობ, კარგად დაფიქრდი თეთრი თეთრია, ფერია და მაგას "არაფერს" ვერ დაარქმევ. წარმოიდგინე სითეთრე! სულ თეთრია ყველაფერი ამას აღიქვამ და ხედავ კიდეც, და რადგან აღიქვამ და ხედავ ხილული და აღქმადია. ხილული და აღქმადი რაღაა? ბევრი რამ. მაგალითად: საგანი, მოვლენა, ვითარება, გარემოება... ამ ყველაფერს კი "არაფერს" ვერ დაარქმევ.
ციტატა(Super_Tramp @ Jun 16 2008, 12:20) *
konstantin მაქსიმალურად თეთრი არა ის. წაიკითხე კარგად, მანდ სიტყვა მაქსიმალური თეთრს არ აღწერს, 'ისეთს' აღწერს. თუ არ გინდა, მოაშორე ეგ მაქსიმალური biggrin.gifყოველ შემთხვევაში, მე მგონია, რომ არაფერი თეთრია და ისეთი, რომ შეგეძლოს მისგან(სურვილის და მონდომების შემთხვევში) ყველაფრის შექმნა.რაც შეეხება სითეთრე უკვე არაფერი აღარააო, რაღაცნაირი ხო უნდა იყოს არაფრობა, ან თეთრი, ან შავი(ჩვენს წარმოდგენაშI), რამკენაირად ხო უნდა დაახასიათო?! მაშ< თუ რაიმე სიტყვებით ახასიათებ, ე.ი. არაფერი აღარაა უკვე და რაღას გახსენი ეს თემა?! თუ გახსენი, ნებაც მომეცი ისეთად წარმოვიგინო, როგორადაც მინდა.
შენ როგორადაც გინდა ისე წარმოიდგინე, მე უბრალოდ გეუბნები, რომ შენი წარმოდგენა მცდარია ჩემი აზრით რაღა თქმა უნდა."არაფერი" რაღაცნაირი ხომ უნდა იყოსო? მანდ არის მთელი პრობლემატიკა. როგორ უნდა იყოს რაღაცნაირი? "რაღაც" ხომ არ არის რაღაცნაირი რომ იყოს? "არაფერია", "არაფერი" და რაღაცნაირი როგორღა უნდა იყოს როცა "არაფერია". გამიგია დაახასიათო რიმე საგანი, მოვლენა, გარემოება... და ა. შ. მაგრამ "არაფერი" როგორ უნდა დაახასიათო, როცა არც ერთ ჩამოთვლილ კატეგორიას არ ეკუთვნის. ადამიანის გონება ვერ წარმოიდგენს "არაფერს". ეს მხოლოდ ცნებაა, და არა რეალობა. "არაფერი" არ არსებობს. ვერც შენ ვერ წარმოგიდგენია არაფერი. თეთრიაო ისე ამბობ გეგონება რაღაცას ახასიათებ. არადა "არაფერი" "რაღაც" არ არის. დამატყდა თითები! "არაფერი" კი არა გამოცდებისთვის იმდენი მაქ სასწავლი. მე კიდე რეებზე ვბაზრობ ტო. არა ისე სიმართლეს კი ვბაზრობ. მე და ტყუილიიიი......
Super_Tramp
konstantin ე ბიჯო, თუ ვერ ახასიათებ, თემა რაზე გახსენი აბა?4 გვერდი დახასიათებებმა არ შეავსო?ტეეტა....ბოდიში რო დავპოსტე, საერთოდ....
sin165
ციტატა(Super_Tramp @ 15th June 2008 - 19:48) *
არაფერი თეთრია

თეთრი არაფერი კი არა ყველაფერია (ნუ ეს ფერებს უფრო შეეხება)

ციტატა(Super_Tramp @ 15th June 2008 - 19:48) *
მაქსიმალურად 'ისეთი', რომ შეგეძლოს მისგან ყველაფრის შექმნა

თუ მისგან რაღაც შექმენი, ესე იგი არაფერი არ ყოფილა. არაფრისგან ვერაფერს ვერ შექმნი.

ციტატა(Super_Tramp @ 16th June 2008 - 12:20) *
რაღაცნაირი ხო უნდა იყოს არაფრობა

არაფერი არანაირი არ არი.
ჩემი გაგებით არაფერი არი აბლოლუტური წყვდიადი, სადაც არაა არც მატერია, არც სინათლე, მოკლედ არაფერი არაა რა.

ციტატა(Super_Tramp @ 16th June 2008 - 14:33) *
ბოდიში რო დავპოსტე, საერთოდ

დაპოსტე კაცო, ფორუმი იმისთვისაა, რო დაპოსტო.
Super_Tramp
sin165
ხო, რა ვიცი, ჩემთვის აბსოლუტური არაფერი არ არსებობს. არაფერი მხოლოდ რაიმეს ამჟამინდელი მდგომარეობაა. ეს არ ნიშნავს, რომ ეს არაფერი მთელი უსასრულობა არაფერობად დარჩება.

მე უფრო,...... ლამაზად ვხედავ არაფერს..... რატომაც არა, დღეს რაიმე შეიძლება არაფერია, მარა მე(ზოგადად ადამიანი) იმიტომ ვარ მოაზროვნე არსება, რომ შემიძლია იქიდან ყველაფერი გამოვძერწო.... ან ყველაფერი თუ არა, რამე მაინც....

თორე წმინდად და ხელშეუხებლად არაფერი ბუნებაში არ არსებობს....

მე 1-ის ნახევარზე რაფერს არ ვგრძნობდე საერთოდ, მარტო სიცარიელეს(თუმცა სიცარიელეც არაა არაფერი), მარა 1-ის 31 წუთზე უკვე რაღაც ვიგრძნო...

ციტატა
ფორუმი იმისთვისაა, რო დაპოსტო.

ვაა, რა კაი ახალი ამბავი გავიგეეეე! 1.gif
solaris
არაფერი.. unsure.gif
ამაზე არასოდეს დავFიქრებულვარ..
ყველაFერი არის რაღაც.. აქვს სახელი, არსებობს, როგორ შეიძლება თან იყოს თან არც იყოს..
ილუზია ვითOმ?? არა ილუზია ილუზიაა და არაფერი როგორ იქნება.. unsure.gif
რა ცუდი რამეა არაFერი..
ცოტა შემაშინასავით...
მარტლა არასოდეს მიFიქრია..
pensioneri
"არაფერი" ყველაზე ბევრის მომცველია...
ninikusa
სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რაღაც შეიძლება ნიშნავდეს არაფერს
აი მაგალითად ჩემთვის არაფერს ნიშნავს რას იფიქრებს ჩემზე ჩემი მეზობლის ბიძაშვილი
ან არაფერს ნიშნავს ვიღაცისთვის მეტად ღირებული მარკების კოლექცია
არაფერს ნიშნავს ვირაცის აზრი
DAKOTA
არაფერი თუ რაღაცაა,უკვე არაფერი აღარ ყოფილა
teoko
ვე ვიტან არაფერს... არაფერი არ არსებობს... როგორ შეიძლება რამე იყოს არაფერი...
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.