დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: უპატრონო ბავშვები
თსუ ფორუმი > არქივი > არქივი > 01.10.2008-08.09.2009
nino_deme
დღეს საქართველოში უამრავი ბავშვთა სახლია, სადაც ათასობით უპატრონო ბავშვი ცხოვრობს. ამ ბავშვების 84% ყავს მშობელი თუ ორივე არა ერთი მაინც, და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გამოკითხულების ძალიან ცოტა პროცენტი ასახელებს ამის მიზეზად ეკონომიურ გაჭირვებას. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრით მაშინ რატო არის ამდენი ბავშვი ბავშვთა სახლებში?
jabsooon
ოოო ძალძედ დამაინტრიგებელი და ღრმად ჩასაფიქრებელი ტოპიკია.დავფიქრდები და გეტყვი Laie_41.gif
nino_deme
დაფიქრდი ოღონდ დძალიან ბევრიც არ იფიქრო
confusion
არიან მშობლები რომლეთაც არ ცალიათ უბრალოდ მათთვის. არის კატეგორია მშობლებისა რომელთაც ავადმყოფი შვილების გაზრდა არ შეუძლიათ და არიდებენ მათ როგორც თავიანთ თავს ასევე თავიან ოჯახის წევრებს. და კიდევ ერთი მიზეზი არის მარტოხელა დედების შვილები. ანუ არასასურველებიიი. ბავშვთა სახლში ვიყავით მერვე კლასში სკოლიდან.საჩუქრები და საკვები გადავეცით საახალწოდ.. ერთი საათით ვიყავით ალბათ მაგრამ აი ეხლაც საშინლად კარგად მახსოვს იქაურობა... ყველაფერი.......
soso
და მაინტერესებს ეს მონაცემები შენ საიდან გაქვს რომ გაჭირვება არ არის მთავარი პრობლემა?
აბა მაშინ რა არის?
nino_deme
საიდან მაქვს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა როა, პრევენციის, რეინტეგრაციისა და შვილობილობის, იმის მონაცემებში მაქ წაკითხული, შეგიძლია გადაამოწმო.
ucha
ალბათ ეს ყველაფერი იმ დედების გამოა, რომლებიც არაადეკვატურ მდგომარეობაში იმყოფებიან.
confusion
ციტატა(soso @ 11th December 2007 - 13:05) *
და მაინტერესებს ეს მონაცემები შენ საიდან გაქვს რომ გაჭირვება არ არის მთავარი პრობლემა?
აბა მაშინ რა არის?

და არ იცით რომ მარტო გაჭირვება არაა მაგის მიზეზი??>.. მე ვთქვი უკვე რაც არის. არაადეკვატურ მდგომარეობაში მყოფები ნამდვილად
Shabdub
ციტატა(confusion @ Dec 9 2007, 18:22) *
ბავშვთა სახლში ვიყავით მერვე კლასში სკოლიდან.საჩუქრები და საკვები გადავეცით საახალწოდ.. ერთი საათით ვიყავით ალბათ მაგრამ აი ეხლაც საშინლად კარგად მახსოვს იქაურობა... ყველაფერი.......

ჩვენც ვიყავით ავლაბრის ბავშვთა სახლში,მაგრამ საშინელისიტუაცია სულაც არ იყო იქ.. პირიქით.ბევრ ბავშვს არააქ ისეთი გარემო შექმნილი ოჯახში როგორც ამ სახლის აღსაზრდელებს.. მართლა ძალიან თბილი,მოსიყვარულე და განვითარებული ბავშვები იყვნენ.. მაგრამ ერთმა რამემ კი ძალიან მატკინა გული.. რამოდენიმემ მითხრა: მარი,ოღონდ ახლა დედას მომაფერებინა თუნდაც სუ ცოტახნით და მეტი არაფერი მინდაოო.. sad.gif
nino_deme
მართალი ხარ მარი. ბავშვთა სახლებს ეხლა საკმაოდ დიდი დაფინანსება აქვთ, მაგრამ მიუხედავად ამისა იქ ბავშვის აღზრდა ვერ შეედრება ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდას
Shabdub
ციტატა(nino_deme @ Dec 12 2007, 20:37) *
მართალი ხარ მარი. ბავშვთა სახლებს ეხლა საკმაოდ დიდი დაფინანსება აქვთ, მაგრამ მიუხედავად ამისა იქ ბავშვის აღზრდა ვერ შეედრება ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდას

კიი..გეთანხმები ,მაგრამმ ხო არსებობენ ოჯახები სადაც ხშირია კონფლიქტები მშობლებს შორის და ყოველივე ესს უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზეე.. ასეთ "ოჯახურ გარემოს" კიდე ისევ ბავშვთა სახლშიყოფნა ჯობსს.. მგონიი. unsure.gif unsure.gif
confusion
ციტატა(svan-SKY @ 12th December 2007 - 23:21) *
კიი..გეთანხმები ,მაგრამმ ხო არსებობენ ოჯახები სადაც ხშირია კონფლიქტები მშობლებს შორის და ყოველივე ესს უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზეე.. ასეთ "ოჯახურ გარემოს" კიდე ისევ ბავშვთა სახლშიყოფნა ჯობსს.. მგონიი.

არვიცი მაგრამ არც იქაურობა მოქმედებს ფსიქიკაზე კარგად. .. მე ოჯახს ვარჩევდი
aivi
საშინელებაა, თუ საკუთარი ოჯახიარ აქვს ადამიანს. რა კარგი ატმოსფეროც არ უნდა შევუქმნათ ასეთ ბავშვებს, მაინც დაჩაგრულებად იგრძნობენ თავს, თუნდაც კინოში ან ჭიგნის კითხვისას, როცა მყუდრო ოჯახური ატმოსფერო იქნება აღწერილი, მათ აუცილებლად დაწყდებათ გული, რომ ასეთი თვითონ არ ღირსებიათ.
ასეთი ბავშვებისთვის დღეს ძალიან ძნელია საზოგადოებაში დამკვიდრება. სახელმწიფომ და საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა ძალიან ბევრი უნდა გააკეთოს, რომ ისინი საზოგადოების სრულყოფილ წევრებად იქცნენ.
nino_deme
მართალი ხარ, და პირველ რიგში იმისათვის თუ გვინდა, რომ ეს ბავშვები სწორად ინტეგრირდნენ საზოგადოებაში აუცილებელია მოისპოს საზოგადოებაში ფესვგადგმული სტერეოტიპები მათ შესახებ. მაგალითად ის, რომ ბავშვთა სახლის ყველა ბავშვი ქურდი და მატყუარაააა. ესეთი დამოკიდებულების არსებობა მთლიანად სპობს იმის იმედს, რომ ეს ბავშვები როდესმე იცხოვრებენ თავისუფლად და სრულფასოვნად
aivi
ჰო, გეთანხმები. თუმცა არც ისე უსაპფძვლოა, წარმოდგენა, რომ მათ შეიძლება რამე ცუდი შეიძლება გააკეთონ. თუ ბავშვი მხოლოდ ნეგატიურს ხვდება ცხოვრების გზაზე, ხედავს რომ ცხოვრებამ დაჩაგრა და ხარისხიანი ცხოვრების შანსი არ აქვს, ის პოტენციური დამნაშავე გახდება. რაც უფრო ჭკვიანი და განათლებული იქნება ასეთი ბავშვი, რომელსაც საზოგადოება არ მიიღებს, მით უფრო გაუცხოვდება დანარჩენებისგან, მით მეტ ტკივილს იგრძნობს და მით მეტ ზიანს მოუტანს დანარჩენებსაც. როცა ადამიანი დიდ უნარს ფლობს, მაგრამ მისი რეალიზაციის არეალი არ აქვს და არავინ აფასებს ამისთვის, ის თავის თავს უფლებას მისცემს, რომ ეს უნარი უკვე იმ ადამიანების წინააღმდეგ წარმართოს,რომლებმაც გარიყეს და არ აღიარეს. და, ჩემი აზრით, არავის ექნება მორალური უფლება მათი დადანაშაულების.
hey you
ნამდვილად არ ვიცი იმის მიზეზი რატომაა ამდენი უპატრონო ბავშვი, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ეს ბავშვები რომლებიც უდედმამოდ გაიზარდნენ და თვალები მაინც სიკეთით და სითბოთი აქვთ სავსე, ნამდვილად თითით საჩვენებელნი არიან და არა საზოგადოებისთვის მიუღებელი.. ასეთ გარემოში გაზრდილი ბავშვების ნახევარი მაინც ,არ მაქვს ლაპარაკი ქურდსა და მაწანწალაზე, ბევრად შრომისმოყვარე და მიზანდასახულია ვიდრე ჩვენი დღევანდელი თაობა
nino_deme
მეც სწორედ მაგას ვიძახი, რომ შეიძლება პრაკტიკულად ეს ბავშვები ბევრად უკეთესნი იყვნენ გარკველი უნარებით და სჯობდნენ კიდევაც სხვა ბავშვებს, მაგრამ მათ საზოგადოება არც კი აძლევს ამ უნარების გამოვლენის და თვითრეალიზაციის საშუალებას
aivi
ჰოდა საქმეც მაგაშია. ადამიანზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს, შეიძლება მასეთი ბავშვისგან საბოლოოდ თავისთავში ჩაკეტილი, ცხოვრებისგან გარიყული (მერე შეიძლება თვითგარიყულიც გახდეს) ადამიანი, ან ფანატიკურად მორწმუნე ( ასე ის სულის შიმშვიდეს იპოვის და საკუთარ თავს სრულფასოვნად იგრძნობს), ან სულაც ბოროტმოქმედი მივიღოთ. ცხადია დიდი მნიშვნელობა აქვს რა ასაკში მოხვდა ბავშვი ბავშვთა სახლში და რაშეხება ჰქონდა მანამდე ქუჩასთან.
დღეს ბავშვთა სახლში ძალიან ბევრი ნიჭიერი და განვითარებული ბავშვია. მათ სამომავლოდ დიდი ხელშეწყობა უნდათ.
gvanciko
ციტატა(aivi @ 17th December 2007 - 18:20) *
დღეს ბავშვთა სახლში ძალიან ბევრი ნიჭიერი და განვითარებული ბავშვია. მათ სამომავლოდ დიდი ხელშეწყობა უნდათ.

რომელ ხელშეწყობაზეა საუბარი, როცა ზოგიერთ ბავშვთა სახლებშიც ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ აქვთ. ადრე ვარ ნამყოფი რუსთავის ბავშვთა სახლში და საცოდავები ჯერ ხო რაგაც მიტოვებულ საბავშვო ბაგის დანგრეულ შენობაში ცხოვრობდნენ, ჭერიც არ ქონდა ნორმალური, თან ისეთი საზიზგარი დირექტორი ყავდათ, ტანსაცმელები რაც ბავშვებთან მიჰქონდა ხალხს, მეორადების მაგაზიაში მიჰქონდა და იქ ყიდიდა. საბედნიეროდ ის ქალი მალევე მოაშორეს იქაურობას, გაირკვა ყველაფერი და მგონი ეხლა დაჭერილი უნდა იყოს unsure.gif
nino_deme
საბედნიეროდ, ეხლა შედარაებით ბევრად უკეთეს პირობებში არიან ბავშვები. ასეთუ ისე დიდი ყურადღება ექცევა მათ კეთილდღეობას, თუმცა ამისათვის მარტო ეს, რა თქმა უნდა არ კმარა
brigadenfuhrer
ციტატა(nino_deme @ Dec 9 2007, 14:23) *
დღეს საქართველოში უამრავი ბავშვთა სახლია, სადაც ათასობით უპატრონო ბავშვი ცხოვრობს. ამ ბავშვების 84% ყავს მშობელი თუ ორივე არა ერთი მაინც, და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გამოკითხულების ძალიან ცოტა პროცენტი ასახელებს ამის მიზეზად ეკონომიურ გაჭირვებას. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრით მაშინ რატო არის ამდენი ბავშვი ბავშვთა სახლებში?

მერე ჩაატარე კვლევა არი გინდა?biggrin.gif
nino_deme
brigadenfuhrer
თუ დავაპირებ პირველს შენ გეტყვი. ვგრძნობ რო გულით გინდა დამეხმარო
brigadenfuhrer
ციტატა(nino_deme @ Dec 26 2007, 18:01) *
brigadenfuhrer
თუ დავაპირებ პირველს შენ გეტყვი. ვგრძნობ რო გულით გინდა დამეხმარო

ჩემი გამჭირვებია ახლა შენ დაგეხმარო მეც დედა ტერეზა მნახეთ რაbiggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
aivi
ციტატა(brigadenfuhrer @ 26th December 2007 - 18:16) *
ჩემი გამჭირვებია ახლა შენ დაგეხმარო მეც დედა ტერეზა მნახეთ რა

შეგიძლია მამა ტერეზა იყო. ქველმოქმედება ქველმოქმედაბაა. აბა,არა ხარ კეთილშობილი?
brigadenfuhrer
სუფთა სოციოლოგიაზე რომლები სწავლობთ?
მე მგონი სოციოლოგებიდან ჩემ გარდა არავინ შემოდის ...biggrin.gif
aivi
ციტატა(brigadenfuhrer @ 27th December 2007 - 13:28) *
სუფთა სოციოლოგიაზე რომლები სწავლობთ?
მე მგონი სოციოლოგებიდან ჩემ გარდა არავინ შემოდის ...

მე ჯერ პირველკურსელი ვარ, მაგრამ ძალიან დამაინტერესა სოციოლოგიამ, და რავი, მინდა ძირითადად ეგ ავიღო! რას მირჩევ, შენ უფრო გაცნობიერებული იქნები ამ საგანში, როგორი სწავლაა, რა პერსპ[ექტივაა და ა.შ.
ჭინასწარ გმადლობ rolleyes.gif
brigadenfuhrer
აირჩიე სოციოლოგია - მაგარია!:D
როგორც რეზერვის შესახებ რეკლამაშია ისე გპასუხობbiggrin.gif
aivi
ციტატა(brigadenfuhrer @ 27th December 2007 - 14:49) *
აირჩიე სოციოლოგია - მაგარია!:D
როგორც რეზერვის შესახებ რეკლამაშია ისე გპასუხობ

მასე ვაპირებ. ოღონდ, იმედია სოციოლოგიის ,,სიმაგრე'' რეზერვისას არ გავს smile.gif

კიდევ რა ხდება მაგ ფაკულტეტზე, ბევრი სტუდენტია? როგორი სწავლაა, ლექტორები როგორები არიან, რა პერსპექტივაა, დასაქმებას ახერხებთ? ( აბეზარი ვარ რა... წინასწარ დიდი მადლობა პასუხის გამცემს smile.gif )
gvanciko
დავეხმაროთ უპატრონო ბავშვებს!!! რავარი ლოზუნგია? tongue.gif
nino_deme
ციტატა(gvanciko @ 4th January 2008 - 19:50) *
დავეხმაროთ უპატრონო ბავშვებს!!! რავარი ლოზუნგია?

არის რა. ისე უკეთესებიც მინახავს 1.gif
4ever
მაინტერესებს რამდენი უპატრონო ბავშვთა სახლია თბილისში, მაგრამ statistics.ge-ზე ეს მონაცემები არ არის და სად გავიგო? unsure.gif
nino_deme
მარტო თბილისის მონაცემები გაინტერესებს?
Rojers
საბედნიეროდ, ეხლა შედარაებით ბევრად უკეთეს პირობებში არიან ბავშვები. ასეთუ ისე დიდი ყურადღება ექცევა მათ კეთილდღეობას, თუმცა ამისათვის მარტო ეს, რა თქმა უნდა არ კმარა[/quote]
ეს თბილისზე და შეიძლება მის მახლობელ ქალაქებზე ითქვას შედარებით, თორემ რეგიონებში საშინელი მდგომარეობაა ყველა მხრივ! angry.gif
nanuni
nino_deme
ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ე.წ. უკანონო შვილები. როდესაც უჩნდებათ ბავშვი და არ არიან ამისთვის მზად.
4ever
nino_deme


ხოოო. უკვე ვნახე, მაგრამ შენ თუ გაქვს და მომაწვდი მაგარი იქნება. default.gif
nino_deme
თბილისში რასაც ქვია ბავშვთა სახლი, ანუ დიდი მოცულობის არის სულ 5_6. და ისე არის კიდევ კერძო ბავშვთა სახლები, ბევრად მცირე მოცულობის. ესეთი სახის დაწესებულებების რიცხვი იმ მონაცემზე საკმაოდ დიდია
4ever
კაი გმადლობ. smile.gif
brigadenfuhrer
ციტატა(aivi @ Jan 4 2008, 19:50) *
მასე ვაპირებ. ოღონდ, იმედია სოციოლოგიის ,,სიმაგრე'' რეზერვისას არ გავს smile.gif

კიდევ რა ხდება მაგ ფაკულტეტზე, ბევრი სტუდენტია? როგორი სწავლაა, ლექტორები როგორები არიან, რა პერსპექტივაა, დასაქმებას ახერხებთ? ( აბეზარი ვარ რა... წინასწარ დიდი მადლობა პასუხის გამცემს smile.gif )

მაგარი ლექტორებია ყველა ვინც ჩვენ კათედრაზე მუშაობს...biggrin.gif
მარტო იაგო და ლალი სურმანიძე რად ღირს, კიდევ ამირან ბერძენიშვილი მოკლედ არ ინანებbiggrin.gif
mamri
sos. ბავშვთა სოფელში ვიყავი და მაგრად მომინდა იქ დარჩენა . biggrin.gif ბავშვებს განათლების მიღების საშეალება აქვთ, აქვთ ხელფასები, კომფორტულად მოწყობილი ოთახები, ყველა ოთახში კომპიუტერი და ა.შ მოკლედ მაგარი კარგი ატმოსფეროა. ამ ბავშვებიდან ბევრს ვიცნობ რომლებიც არა გაჭირვების გამო არამედ უბრალოდ გასართობად არიან იქ.
ციტატა
Rojers
[quote name='mamri' date='Feb 26 2008, 8:18' post='113539']
sos. ბავშვთა სოფელში ვიყავი და მაგრად მომინდა იქ დარჩენა . biggrin.gif ბავშვებს განათლების მიღების საშეალება აქვთ, აქვთ ხელფასები, კომფორტულად მოწყობილი ოთახები, ყველა ოთახში კომპიუტერი და ა.შ მოკლედ მაგარი კარგი ატმოსფეროა. ამ ბავშვებიდან ბევრს ვიცნობ რომლებიც არა გაჭირვების გამო არამედ უბრალოდ გასართობად არიან იქ.
[quote]

გასართობათ იქ არავიბნ არ არის! smile.gif იქ არიან ფინანსურად გაჯირვებული ოჯახიდან ბავშვები და გარკვეული ეტაპი არიან ბავშვთა სოფელში, შემდეგ გადაყავთ ახალგაზრდულ ცენტრებში და იქაც არიან გარკვეული პერიოდით...
Sasha
ალბათ იმიტომ რომ ბავშვებს აჩენენ მაგრამ მოვლის თავი არ აქვთ და მერე აბარებენ ბავშვთა სახლებში

ზოგი კიდე უკანანო შვილი არ უნდა და მაგ პონტში აბარებს იქ

ისე მე მყავს მეგობრები ვინც მუდმივად ატარებენ საქველმოქმედო აქციებს და ეხმარებიან უპატრონო ბავშვებს კაი იქნებოდა ფორუზმეც ყოფილიყო რამე საქველმოქმედო ორგანიზაციის პონტში,ძაან ბევრი რაღაცით მათ დავეხმაროთ

ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.