დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: საქართველო
თსუ ფორუმი > ზოგადი > საქართველო
გვერდი: 1, 2
un-known-girl
ძალიან მაინტერესებს თსუ-ს (და ალბათ, არა მარტო) სტუდენტების აზრი და შეხედულებები: ვის რა მოსდის თავში პირველი აზრად საქართველოს ხსენებისას? smile.gif ვისთვის რასთან ასოცირდება ჩვენი ქვეყანა? smile.gif
P.S. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ჩემთვის პირველ რიგში საქართველო ქართველებთან ასოცირდება, სადაც არ უნდა იყვნენ და ცხოვრობდნენ ისინი, მთავარია ქართველობდნენ smile.gif
qiromanti
მე მახსენდება ლექსი, ჩემი ღმა ბავშვობიდან:


რასა ხედავ?
ცასა ლურჯსა
რას ინატრებ?
მხატვრის ფუნჯსა
რას დახატავ?
ცას და მდელოს
გაუმარჯოს
საქართველოს!!!!!!!!!!!!
xareba
მე ისტორია მახსენდება
hellrider
აი ის ლექსი წუხელ ცისკარი ცხრავე გააღო ყველა გმირმა და თავდადებულმა აუ ინტერნეტსში სად ვნახო ვერ მეტყვით??
akuna matata
hellrider

მახარობელი

წუხელის ბიჭი დაბადებულა,
გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით,
ისეთი ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე დავითი!
წუხელის ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ იმისთვის – ცოტნე,
შენ – ორგულობავ, აბა გაბედე
და გული ჩვენი ისევე კორტნე.
წუხელის შოთაც დაბადებულა,
დაბადებულა თურმე დემეტრე,
განგებავ, ჩვენი საქართველოსთვის
რა სიხარული გამოიმეტე!
წუხელ ცის კარი ცხრავე გააღო
ყველა გმირმა და თავდადებულმა,
დაბადებულა თურმე ვახტანგი,
წუხელ დემეტრე დაბადებულა.
საქართველოს ცა, ისეც მაღალი,
უფრორე მეტად ამაღლებულა,
დაბადებულა მთვარე-გიორგი,
თურმე ილია დაბადებულა!
წუხელის მტერი –
ერთპირად ჩვენი
მოსპობის მდომი – დადარდებულა;
დაბადებულა თურმე სულხანი,
გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა.
დაბადებულა ბიჭი პაატა.
გათენებულა წუხელის თეთრად:
დაბადებულა სამასი გმირი,
ვით დაიხოცნენ,
ისევე ერთად!
წუხელის გოგოც დაბადებულა,
ცის ნამი, ცისფრად ნაკამკამარი,
ისეთი გოგო დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე თამარი.
დაბადებულა წუხელის ნინო
და ქეთევანი დაბადებულა.
ის ბნელი ღამე თურმე უეცრად
ღვთიურის ნათლით განათლებულა.
ყველა ზღაპარი – ნაოცნებარი
ახდენილა და გამართლებულა:
დაბადებულა თურმე ნესტანი
და თინათინი დაბადებულა.
და გიხაროდენ!
ქართველთა შორის
ღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა
და ერთიანი, ნანატრი დროის,
ქართლი ხელახლა დაბადებულა!
qiromanti
ციტატა(akuna matata @ 2nd September 2008 - 21:16) *
hellrider

მახარობელი

წუხელის ბიჭი დაბადებულა,
გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით,
ისეთი ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე დავითი!
წუხელის ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ იმისთვის – ცოტნე,
შენ – ორგულობავ, აბა გაბედე
და გული ჩვენი ისევე კორტნე.
წუხელის შოთაც დაბადებულა,
დაბადებულა თურმე დემეტრე,
განგებავ, ჩვენი საქართველოსთვის
რა სიხარული გამოიმეტე!
წუხელ ცის კარი ცხრავე გააღო
ყველა გმირმა და თავდადებულმა,
დაბადებულა თურმე ვახტანგი,
წუხელ დემეტრე დაბადებულა.
საქართველოს ცა, ისეც მაღალი,
უფრორე მეტად ამაღლებულა,
დაბადებულა მთვარე-გიორგი,
თურმე ილია დაბადებულა!
წუხელის მტერი –
ერთპირად ჩვენი
მოსპობის მდომი – დადარდებულა;
დაბადებულა თურმე სულხანი,
გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა.
დაბადებულა ბიჭი პაატა.
გათენებულა წუხელის თეთრად:
დაბადებულა სამასი გმირი,
ვით დაიხოცნენ,
ისევე ერთად!
წუხელის გოგოც დაბადებულა,
ცის ნამი, ცისფრად ნაკამკამარი,
ისეთი გოგო დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე თამარი.
დაბადებულა წუხელის ნინო
და ქეთევანი დაბადებულა.
ის ბნელი ღამე თურმე უეცრად
ღვთიურის ნათლით განათლებულა.
ყველა ზღაპარი – ნაოცნებარი
ახდენილა და გამართლებულა:
დაბადებულა თურმე ნესტანი
და თინათინი დაბადებულა.
და გიხაროდენ!
ქართველთა შორის
ღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა
და ერთიანი, ნანატრი დროის,
ქართლი ხელახლა დაბადებულა!



ძაან მაგარი ლექსია default.gif
hellrider
უხხ გენცუალე რა აჩ მააგრია smile.gif ადრე ვნახე მყვიდეო-ზე საქართველოს სურატები და ეს ლექსი smile.gif ხოდა კიდე მინდა მაგდაგვარი რაღაც და სად ვნახო??
un-known-girl
ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,

ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.

ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,

ფართოდ გაშლილი და მოხატული

თამარ დედოფლის დარბაზივითა.


“კაცის გული ისეთია,

ვით მორევი შავი ზღვისა:

რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს,

მაინც ენატრება სხვისა!”


დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,

გაისარჯოს და ბრძოლაში დაიხარჯოს!

გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას,

საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!


დაუკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში,

ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია,

ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში

საქართველოს ცხელი გული ასვენია!


დაუკარით! და იმღერეთ ისე მაგრად,

რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს!

დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად,

რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს!


დაუკარით! და იმღერეთ შადიანი,

ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი.

დაუკარით ძველებური დარდიანი,

დაუკარით არწივების ასაფრენი!


ცხრა ლახვარი რომ დამარტყათ ცხრაჯერ გულში,

მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ,

დავიღლები საქართველოს სიყვარულში,

სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ!


დაუკარით! მოასწარით, თორემ ჰერი...

და სიბერეც ძუ მგელივით მოგვიხტება,

დაუკარით ძველებური მოსალხენი:

- შავგვრემანებს შავი ჩოხა მოგვიხდება!


დაუკარით ძველებური ლოთიანი,

საათნოვა რომ მღეროდა შაითანთან,

დაუკარით! განა ყველა ლოთი არი?!

განა ყველა სიყვარულით დაიშანთა?!


დაუკარით ძველებური ლოთიანი,

თორემ დარდი ღრუბელივით გასივდება,

გაფრინდება სიყმაწვილე შფოთიანი,

წრფელი გული, ცხელი გული გაცივდება!


”ვაჟკაცსა გული რკინისა,

აბჯარი თუნდა ხისანი,

თვალნი ქორებულ მხედავნი,

ზედ მუხლნი შავარდნისანი”.


ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,

ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.

ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,

ფართოდ გაშლილი და მოხატული

თამარ დედოფლის დარბაზივითა!


აი ესაა საქართველო smile.gif
akuna matata
საქართველოს გგონებაზე ბევრი რამ მაგონდება პირველ რიგში თავად საქართველო ქართველობა მისი ისტორია დიდება და დაცემა გარდაუვალი აღდგომით მისი უდიდესი კულტურა მახსენდება ის რომ ვარ იმ ქართველის შთამომავალი რომელმაც მსოფლიოს ვეფხისტყაოსანი დაუწერა მახსენდებ ის რომ ვარ იმ ქართველების შთამომავალი რომლებმაც მსოფლიოს ქართული ცეკვა და მრავალხმიანობა მისცეს და კიდევ უამრავი რამ
p r o v o k a t o r i
გაუმარჯოს
საქართველოს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ცხრაჯერ გულში რომ დამლახვრონ
ცხრა მარტით და ცხრა აპრილით,
ვერ მიხილონ მომხდურ მტერთად
მორჩილი და თავდახრილი!!!
Apple
მე ჩვენი ისტორია მახსენდება.........რამდენი დამპყრობლის ხელში გამოვიარეთ და მოვედით აქამდე...........
უდიდესი ისტორიის ერი ვართ.............
და რა ბუნება გვაქვს...........
მართლა მრცხვენია რო საქართველოს ულამაზეს კუთხეებში ნამყოფი არ ვარრრ............
user.gif
ELECTRA
ციტატა(akuna matata @ Sep 2 2008, 21:51) *
საქართველოს გგონებაზე ბევრი რამ მაგონდება პირველ რიგში თავად საქართველო ქართველობა მისი ისტორია დიდება და დაცემა გარდაუვალი აღდგომით მისი უდიდესი კულტურა მახსენდება ის რომ ვარ იმ ქართველის შთამომავალი რომელმაც მსოფლიოს ვეფხისტყაოსანი დაუწერა მახსენდებ ის რომ ვარ იმ ქართველების შთამომავალი რომლებმაც მსოფლიოს ქართული ცეკვა და მრავალხმიანობა მისცეს და კიდევ უამრავი რამ
ციტატა(p r o v o k a t o r i @ Sep 2 2008, 22:08) *
გაუმარჯოს საქართველოს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!ცხრაჯერ გულში რომ დამლახვრონცხრა მარტით და ცხრა აპრილით,ვერ მიხილონ მომხდურ მტერთადმორჩილი და თავდახრილი!!!
+100000000000000000000000
hellrider
მრავალი საუკუნის მანძილზე ნაბრძოლი და მტერთან მედგრად მყოფი ქვეყანა რომლის დამონებაც ვერავინ შეზლო და ყოველივე ამის შემდეგ ისევ ქართველი მოღალატეები
Sasha
პირველ რიგში ჩვენი ისტორია მახსენდება
un-known-girl
მომავალი არავის ახსენდება? default.gif smile.gif
saint
მახსენდება ომიში დამარცხება სისხლისღვრა , ძმის კვლა და მისი სისხლის სმა, მეთი რა უნდა გაგხსენდეს ქართველზე ან საქართველოზე
Shabdub
"საქართველოა საქართველო ჩემო ძამია..
ჩვენ აქ ვერასდროს და ვერაფრით ვერ გაგვაოცებ":')air_kiss.gif
tako_kakabadze
"გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები"...........უცხო სამოთხეები...


"მენატრება ზღვა, რომელიც შორია"
უცნაური წინასწარმეტყველებაა...
AVATARA
მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანაააა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
fisherman
სხვა საქართველო სად არის
http://www.youtube.com/watch?v=FNoPARxEcXs...feature=related
DAGIჭEREN
მალე დაიცავს საქართველოს ცას გამანადგურებლები default.gif :>:>
love of Geogeia
მე მიყვარს საქართველო !!!
k a t e r i n a
ორ ზღვას შუა .........

ეწოდება საქართველო..




უსაყვარლესი ლექსია, ყველამ იცით..
seven
ჩემი სახლი.. smile.gif
nino _13
მე დიდგორის ომი მახსენდება.......
Qeteven
მე ნანგრევევი მახსენდება... ომი, დახოცილი ბიჭები, ობოლი ბავშვები, ცრემლიანი თვალები.... და მაინც იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. (რომლისაც მე აღარ მჯერა)
mosidze
მე აგვისტოს ამბები მახსენდება..უსამართლბა,დახოცილი ხალხი,ბევრი ცრემლი.კიდე ქართველი ჯარისკაცების სახეები მახსენდება.
მე მიყვარს საქართველო!!!
mcv@ne
საქართველოზე მე საქართველოს რუკა მახსენდება rolleyes.gif 7.gif
FemME
საქა და რთველო

პლაჟის ფრენბურთზე ბრაზილიელები რომ იყვნენ წელს ოლიმპიადაზე :">
Panther
სამშობლოს ხსენებაზე ვგრძნობ ჩემს კავშირს ჩემს მშობელ მიწასთან,მისდამი სიყვარულს და წარსული,რასაკვირველია.. wub.gif
free student
ჩემში საქართველო სიძველესთან ასოცირდება, ღირსების გრძნობა მიაქტიურდება და გამბედაობა მემატება!
irakli1987
მე ისტორია წარმომიდგება წინ ხოლმეე... default.gif
გმირები...(რამდენი შეიძლება ჩამოვთვალოთ)
ჩემი სოფელიც წარმომიდგება ხოლმეე.... (ხშირად ვერ ვახერხებ იქ ყოფნას)
ყველაფერი რაც ძველთან (წარსულთან) ასოცირდება..
ის სახელები რომლებიც ჩვენთვის დღესაც მისაბაძია...
ისე რამდენი შეიძლბა დაიწეროს კიდე .......
Panther
საოცარი სიყვარულის გრძნობა.როგორ ხასიათზეც არ უნდა ვიყო,რაც უნდა ხდებოდეს ჩემს ცხოვრებაში,ჩემი სამშობლოსადმი სიყვარულის გრძნობას არასდროს ვკარგავ..შეიძლება ყველაფერში დავეჭვდე,მაგრამ ეს სიყვარული ძალიან ღრმად არის ჩემში ფესვგადგმული..
დაჩი
მგოსანი იოსებ ლონგიშვილი "შატილის ასულო"-ს შემოქმედი




ლექს “შატილის ასულოს” დამწერად უზენაესმა სასამართლომ იოსებ ლონგიშვილი აღიარა
სიმღერა "შატილის ასულოს” საკუთრებასთან დაკავშირებული 5-წლიანი სასამართლო და 15 წლიანი საზოგადო დავა დასრულდა.
უზენაესი სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნანა ვასაძემ განუცხადა, უზენაესმა სასამართლომ ცნობილი სიმღერის ლექსის დამწერად ალვანელი იოსებ ლონგიშვილი აღიარა.
“ამ გადაწყვეტილებით, სახელმწიფო გუნდ “ერისიონის” ხელმძღვანელ ჯემალ ჭკუასელსა და იოსებ ლონგიშვილის კერას შორის უსამართლო დავა დასრულდა. “ერისიონს” მგოსან იოსებ ლონგიშვილის მითითების გარეშე სიმღერის შესრულების უფლება არ აქვს”.
იოსებ ლონგიშვილმა თბილისის საოლქო სასამართლოს სარჩელით 2004 წლის 8 იანვარს მიმართა. სასარჩელო განცხადებაში ლონგიშვილი მიუთითებდა, რომ ლექსი „შატილის ასულო” მისი დაწერილია და ანსამბლ “ერისიონის” მიერ აღიარებას ითხოვდა.
“ერისიონი"-ს ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი კი აცხადებდა, რომ ლექსი ხალხურია და მას ხალხური ლექსის სახით იყენებდა.
ლექსი "შატილის ასულო” 1973 წლის 31 ივლისს იოსებ ლონგიშვილმა გაზეთ “ბახტრიონში" გამოაქვეყნა სახელწოდებით - "ხადიშათ". 1995 წელს კი ლექსი იოსებ ლონგიშვილის კრებულში სახელწოდებით "შატილის ასულო" - შევიდა.

იოსებ ლონგიშვილი სასამართლოში
იოსებ ლონგიშვილი „შატილის ასულოს" შემქმნელად მითითებულია მომღერალ ნინო კრავეიშვილის სიმღერების ჩანაწერშიც, რომელიც 1991 წელს არის ჩაწერილი.
საქმის მასალების შესწავლისა და ყველა გარემოების გაანალიზების შედეგად უზენაესი სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლექსის შემქმნელია მგოსანი იოსებ ლონგიშვილია.

სანამ სამართალი დღის სინათლეს ნახავდა, მანამდე პირველი გადაწყვეტილება "საქართველოს სახელით" თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა მოსამართლეებმა 2007 წლის 28 მაისს გამოიტანა (მოსამართლე დიანა გოგოტიშვილი), მეორე კი ზემდგომმა თბილისის გასაჩივრების სასამართლომ თითქმის ერთი წლის შემდეგ _ 2008 წლის 16 აპრილს. ბრმა მგოსანი იოსებ ლონგიშვილი 2006 წელს გარდაიცვალა და ვერ მოისმინა უსამართლო გადაწყვეტილება, რითაც მას წაართვეს ლექსი, რომელსაც თითქმის 50 წლის განმავლობაში თავისად მიიჩნევდა.


ცრუმოწმენი მგოსან იოსებ ლონგიშვილის წინააღმდეგ

ჯემალ ჭკუასელი ცილისმწამებელი
ვახუშტი კოტეტიშვილი ცილისმწამებელი
tako_kakabadze
დაჩი

ავტორიც გარდაცვლილია და <როგორც შენ ამბობ, ცილისმწამებელიც(ვახუშტი). ლექსი დარჩა. აღარ ღირს ცუდის გახსენება. smile.gif
დაჩი
თაკო,
ვფიქრობ, მომავალი თაობებისათვის აუცილებელია, სიმართლის ცოდნა, რათა ასეთი უზნეობა აღარ განმეოდეს.
თუ ჩვენ დავფარავთ უზნეობას ამჟამად, მაშინ უზნეოთათვის ეს მწვანე შუქის მიმცემი იქნება მომავალში.

ყველამ უნდა გააცნობიეროს , რომ კარგიც და ცუდიც აუცილებლად ცნობილი გახდება, ადრე თუ გვიან.
კარგი - დაფასდება;
ცუდი - გაიკიცხება;

tako_kakabadze
დაჩი

გარდაცვლილებზე "ცილისმწამებლის" წოდება არა მგონია ამ დიადი მიზნისთვისაც ღირდეს :
ციტატა
ყველამ უნდა გააცნობიეროს , რომ კარგიც და ცუდიც აუცილებლად ცნობილი გახდება, ადრე თუ გვიან.
კარგი - დაფასდება;
ცუდი - გაიკიცხება;
sad.gif


Barfuss
მახსენდება, რომ მეცოდება : (
დაჩი
ციტატა(tako_kakabadze @ Feb 13 2009, 8:48) *
დაჩი

გარდაცვლილებზე "ცილისმწამებლის" წოდება არა მგონია ამ დიადი მიზნისთვისაც ღირდეს : sad.gif

თაკო,
გარდაცვალება წარსულის ცოდვებისაგან არ გვანთავისუფლებს!
ადამიანის პირდაპირი მოვალეობაა საგნებს თავისი სახელი დაარქვას და თუ ვინმე ცილისმწამებელია, მას ცილისმწამებელი უნდა ვუწოდოთ და არა გმირი.
თავად ვახუშტი კოტეტიშვილს უფრო მძიმე დანაშაულიც აქვს ჩადენილი, ვიდრე ცილისწამებაა.
tako_kakabadze
დაჩი

გარდაცვლილებს არ ათავისუფლებს. დარჩენილებს შეგვიძლია სახელების დარქმევა, ოღონდ ეპითეტების კი არა, უბრალოდ ფაქტები თავად იმეტყველებენ. smile.gif


wintermoon
ახლა რო ჩავფიქრდი საქართველოზე,თვალწინ მრავალგზის ჩაკბეჩილი ვაშლი წარმომიდგა
salomeaa
ციტატა(un-known-girl @ Sep 2 2008, 21:51) *
ვის რა მოსდის თავში პირველი აზრად საქართველოს ხსენებისას? ვისთვის რასთან ასოცირდება ჩვენი ქვეყანა?

მეტეხის ხიდთან მოკლული 10 000 ქართველი მოწამე. საქართველოს ხსენებზე პირველ რიგში ეკლესია-მოანსტრები მახსენდება, და ის კულტურა, რაც წინაპრებისგან დაგვრჩა smile.gif
jengo
ციტატა(qiromanti @ Sep 2 2008, 20:55) *
მე მახსენდება ლექსი, ჩემი ღმა ბავშვობიდან:
რასა ხედავ?
ცასა ლურჯსა
რას ინატრებ?
მხატვრის ფუნჯსა
რას დახატავ?
ცას და მდელოს
გაუმარჯოს
საქართველოს!!!!!!!!!!!!




ყოჩაგ შენ ქირო მაგარი ლექსია
tako_kakabadze
ჯოს, ჯოს, ჯოს!!!
დაჩი
ქართველთ წილხვედრი საქართველო

საქართველოს აღსადგენად საჭიროა მთლიანი საქართველო ქართველებმა პირველ რიგში, საკუთარ გონებაში აღვადგინოთ.

პატარა ქართველი

მე პატარა ქართველი ვარ,
კავკასიის მთების შვილი,
და განცხრომით სხვაგან ყოფნას
მირჩევნია აქ სიკვდილი.

ქართლ-კახეთი, იმერეთი,
გურია და სამეგრელო -
ყველა ჩემი სამშობლოა,
საყვარელი საქართველო.

ქვეყნის თვალი, ეს ქვეყანა
ღვთის მშობლისა არის წილი;
ბევრ მწარე დღეს მოსწრებია
და უნახავს ბევრიც ტკბილი:

ხან თუ მტერი აოხრებდა,
იყო მღვრელი ცრემლის ცხარის,
ბრწყინვალე დროც დასდგომია,
დრო დავითის და თამარის!..

მე პატარა ქართველი ვარ,
სახელოვან ერის შვილი
და მსურს მერგოს სასახელო
მეც სიცოცხლე და სიკვდილი!..

დუტუ მეგრელი 1901 წ


აფხაზეთ-ჯიქეთი და ჰერეთი,
ლაზეთი და ტაო-კლარჯეთი,
დვალეთი და ლორე,
ეს სუყველა ქართულია,

ქართველთ ოფლით,
ქართველთ სისხლით,
ქართველთ ძვლებით,
გაპოხილი საქართველო.

სხვაც ბევრი გვაქვს დაკარგული,
სხვაც ბევრი გვაქვს წაგლეჯილი,
სხვაც ბევრი გვაქვს აღსადგენი,
ქართველთ კერა-სახლი საქართველო.

tako_kakabadze
მკვდრების მანიფესტი

"მიდით, დახოცეთ ერთმანეთი"






ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქუჩა, ჩვენი საკანი,
აკლდამა, სადაც ამოქოლვას შობა ეწოდა,
უკვე ღიაა, უკვე იტევს უკვე საკმარის
სიმართლეს, რომლის გასასინჯად კუჭი გვეწვოდა

და უკვე ვიცით, როგორ უნდა, ანდა სად უნდა
წავიღოთ ჩვენი სულები და სად დავუმალოთ
თვალებს სამყარო - გამოხრული ასე სათუთად,
ხსოვნას დღეები - განვლილი თუ გარდაუვალი,

რადგან დაგვსაჯეს სამუდამო თავისუფლებით,
უადვოკატოდ, უცერბეროდ, უსერაფიმოდ,
რადგან ყველანი ერთმანეთით დავითხუპნებით -
უკვე დაიწყო, უკვე აქ ვარ, უკვე ვნადირობ

თქვენზე, წამები მთავარ როლებს ითამაშებენ,
სად მოგვიტანენ ცოდვა-მადლის მომთენთავ ჩეფირს,
გადაგვარჩევენ ჩვენს ნარჩენებს და დანარჩენებს
და სანამ მორგში პოლიციის დამპალი შეფი,

ალკოჰოლიკი ყასაბი და ბრექინგ-ნიუსთა
რეპორტიორი საქართველოს ჰიმნს იმღერებენ,
სალხინებელში მამა-პაპურ სუფრას მივუსხდეთ
ძმებით, ცოლებით, გამვლელებით, გამომვლელებით...

ჯერ ტყვიებია, ჯერ ქვებია, ჯერ ეკლებია,
მოდით, დავხოცოთ ერთმანეთი, ბჭენი განიხვნენ,
ჯოჯოხეთიდან დღეს ისინი გვერეკებიან,
სულ რომ გვდევნიდნენ, სულ რომ იყვნენ და ყველგან იყვნენ.

ძველი კურსია ოცდაათი ოქრო და ლივრი,
ყველა ერთნი ვართ, მინუს ერთი რაოდენობით,
პანაშვიდებზე, რა თქმა უნდა, ვარდებით ვივლით,
ვარდებით მოვა პროზექტურის სამი ტენორი,

რომ დაამშვენოს ჭირის სუფრა და ჭირის არტი,
"ჩემი ხატია", ჰოდა იყოს, ან ვინ იდავებს,
თუ ჩვენს გაძეძგილ საფლავებზე აკრეფილ ვარდებს
თავისუფლების მოედანზე გადაზიდავენ.

მოდით, დავხოცოთ ერთმანეთი, თავისუფლება,
სისხლის დუღილი, სისხლის მადლმა, თვალებს - დასიცხულს,
სისხლის აღების, სისხლის წესით, სისხლის სუფრებად,
შენ სისხლო ჩემო, სისხლო სხვისო, ზოგადად, სისხლო...

ვინც გადარჩება, ჩაიბარებს სულ ყველას ცოდვას,
ჩვენი სულების საუკუნოდ განსასვენებლად,
ჩვენ უკვე მზად ვართ ვემსახუროთ სამშობლოს, ჰოდა,
ვაშა, ამ ახალ საქართველოს, ვაშა შენებას.




ამ ლექსის წაუკითხავად დამპოსტავის ყოველი პოსტი წაიშლება.


დიახაც rofl.gif

B A R O N
ეგრევე რუსები მახსენდებიან......
tako_kakabadze
B A R O N

ჩემი ლექსი არ შეიმჩნიე? )))))))))))))))))))


sting
tako_kakabadze

აჰა შენ ესაც მოგეწონება და ეჭვი მაქვს მაგ ლექსივით აიჩემებ rofl.gif

ინტელექტუალეთი

ჩემი ძველი პალტო ახალ პალტოებთან
ეკიდა საბრალოდ, როგორც ჩამომხრჩვალი,
რაღაც უამური განცდა არ მტოვებდა,
იგი ამჟამადაც ზიზღით ჩამომჩხავის.

იწყება სპექტაკლი ფოიეს სცენაზე,
ფრანგული სუნამო პოულობს ნესტოებს,
ფიტული მიჰყვება ხელკავით სინაზეს
კეკლუც ქალბატონის და მარტო ვერ ტოვებს.

კაბების შრიალში იღვიძებს სიო და
სიამის შარიშურს თვალები არ თმობენ:
– ხომ გახსოვთ, აქ შარშან ძალიან ციოდა...
– ეს – შარშან, ახლა კი მშვენივრად ათბობენ!

გაქუცულ პიჯაკის საყელოს გაქექილს
როცა აღმოაჩენს, სარკესაც რცხვენია,
იფიქრე, იფიქრე, ფიქრია საკენკი...
უცნობის ჩურჩული: – ეს ქალი ცხენია!

ბაგეზე ჰკიდია მკვდარ პეპელასავით
რიოში ღიმილი ცარიელ ჰაბიტუსს
და სამკაულების ციმციმა ნაზავი
თვალებს გაგინათებს, რატომღაც ჩაბინდულს.

ესენი ერთმანეთს ზომავენ თვალებით,
„ყორანს“ არ ზომავდა ედგარ პო დუიმით,
თან მიირწევიან, თან მიდანდალებენ
მონაწილეები ერთგვარ პოდიუმის.

ვისი აფხაზეთი, ანდა სამაჩაბლო?!
სამშობლოვ, ბავშვივით გამომეტირები;
გყიდიან, ღალატით მრავალგზის დანაჩაგრო,
საკუთარ ნაჭუჭში გამოკეტილები.

აქ, თითქმის ყოველი, ცრუ აქტიორია,
არ გიკვირს, გაქცევა შინ ადრე რომ გინდა,
მიაღწევ გარდერობს წინსვლით აქტიურით,
ტყვე რომ გამოიხსნა ამ გარდერობიდან.

ჟამიანობისგან ანატირი ჟამი
აშთობს, მწუხარება ვინც არ დაითმინა,
დარდით აღსავსეა გული – დირიჟაბლი,
ქალაქს გადაუვლის მისი არითმია.

„ლაკმე“ გაიხსენე, „ლაკმე“, ძველო პალტოვ
და ბუტაფორიის ყრუ ამოოხვრამდე
იქნებ დეკემბერმა ბაღი ჩამობარდნოს,
ვიდრე ბითურები ერთურთს გამოხრავდნენ.

ჭორები ვრცელდება თურმე ჰაერითაც,
აღარ ჩერდებიან მოდიალოგენი.
თუნდაც მოუსვლელში წადი, გაერიდე
თვალებს, რომ ანათებს ზიზღის ჰალოგენი.

შენც კვდები თანდათან, გული გეღვენთება,
მიდიხარ შხამით და ჭორით გალახული,
თბება ისტორის ბნელი აღმართები –
ძვლებით დათესილი, ახლად გადახნული.

მოდიან, მოდიან! აქ განა ბრბო მოდის?!
ზერელე ფრაზებით ისეთ მთხლეს თუ ავლენთ,
რითაც იკვებება ქალაქის ბომონდი,
თქვენც შეემატებით ინტელექტუალეთს.

tako_kakabadze
sting


10.gif


მოდიან, მოდიან! აქ განა ბრბო მოდის?!
ზერელე ფრაზებით ისეთ მთხლეს თუ ავლენთ,
რითაც იკვებება ქალაქის ბომონდი,
თქვენც შეემატებით ინტელექტუალეთს.




არტისტების ქვეყანა smile.gif



ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.