faskunji
Sep 5 2008, 21:53
იურიდიული ფაკულტეტიდან გაათავისუფლეს სისხლის და სამოქალაქო სამართლის ყველაზე კომპეტენტური და საყვარელი ლექტორები!!!!
სისხლის სამართლის მომართულება მოაოხრეს, სამოქალაქო დაასაჭურისეს...
სისხლის სამართალს აღარ წაიკითხავენ ნონა თოდუა, გოჩა მამულაშვილი, რეზო გოგშელიძე, გია მეფარიშვილი, მერაბ ტურავა, ირინა აქუბარდია, ნინო გვენეტაძე... ყველაზე საყვარელი და კომპეტენტური ლექტორები.... სისხლის სამართალში აღარავინ დატოვეს გურამ ნაჭყებიას, მზია ლეკვეიშვილის, მაია ივანიძის და ლალი ფაფიაშვილის გარდა. სტუდენტთა ამხელა კონტიგენტს საინტერესოა როგორ უნდა ასწავლონ, ან რა უნდა ასწავლონ ზოგიერთმა მათგანმა ...
სამოქალაქო სამართალში აღარ იქნებიან ზურა ძლიერიშვილი, გია ქირია და მრავალი სხვა ...
ლექტორები დატოვეს ხელისუფლებასთან დაახლოვებულობის ნიშნით, ყველა მოსამართლე და თანამდებობის პირი დატოვეს, სხვები ...
ეს არის თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება?!!
მეცნიერება უნდა იყოს თავისუფალი, არ შეიძლება მეცნიერების შებოჭვა პოლიტიკური და სხვა მოსაზრებებით...
მეცნიერებას და უნივერსიტეტს ნუ გავანადგურებთ, მერე მართლმადიდებლობის ჯერი დადგება და შემდეგ საერთოდ საქართველოს ყოფნა არყოფნის...
სირცხვილი ამ გადაწყვეტილების გამომტან პირებს, სირცხვილი იმ საკონკურსო კომისიას, რომელმაც ეს ვერდიქტი დადო, რას ეუბნებიან საკუთარ შვილებს, მომავალს, უნივერსიტეტის სტუდენტობას?!!!
რაღა ვისწავლოთ და ვიღასგან ვისწავლოთ?!!!
ვის ვუტოვებთ უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს? რა ვუთხრათ ჩვენს შემდგომ თაობებს? იქნება არ სჭირდებათ მართლაცდა საქართველოში ბოროტ ძალებს ცოდნის ისტორიული ტაძარი?
ამ ძნელბედობისა და საქართველოს ისტორიაში გარდამტეხ პერიოდში, მაშინ როცა გვესაჭიროებოდა ერთიანი სამოქალაქო საზოგადოება, მაშინ როცა ქვეყანაში 80 ათასი დევნილი გვყავს, მაშინ როცა ერთ მუშტად უნდა შევკრულიყავით, ჩვენ აღარ გვაქვს იურიდიული ფაკულტეტი, რომელიც ჩვენთვითონვე გავანადგურეთ, გარეშემ მტრებისგან დამოუკიდებლად ჩვენივე ხელებით....
Shabdub
Sep 5 2008, 22:01
ვინმე რად მინდა მერე მე?. :') >
ჯერ კერესელიძეო, ახლა ესენიო.
მააგრამ მე მიპირებენ ნეტა ლექტორობას?. საერთოდ ღირს გაგრძელება იურიდიულის?.
ბოლოს დატოვებენ მარტო დეკანს და ბიბლიოთეკის იმ ორ თანამშრომელს..
ყოველიშემთხვევისთვის ოო..
faskunji
Sep 5 2008, 22:12
ციტატა(Mr.BenDeLa @ Sep 5 2008, 23:16)

ვის კლავენ, რას კლავენ ??
ძაან ცუდია თუ გაანთავისუფლეს მეგობარო, მარა დენილებთან და რუსეთ - საქართველოს ომთან რატო აიგივებ არ მესმის
მართლა ყველა ვინც გაანთავისუფლეს ძაან მაგარი ლექტორები არიან და პატივს ვცემ, განსაკუთრებით ბატონ მერაბ ტურავას...
ალბათ მოიყვანენ ვინმეს...
უნივერსიტეტის სახელი და ძალა მის ინტელექტუალურ ბირთვში მდგომარეობდა, განსაკუთრებულად იურიდიულ ფაკულტეტზე... მე სწორედ ამიტომ ავირჩიე თსუ და არა სხვა რომელიმე სასწავლებელი... ინტელექტუალურ ბირთვს კი სწორედ ის ლექტორები ქმნიდნენ რომლებიც აღარ არიან...
რუსეთ - საქართველოს ომთან ამ ფაქტს არ ვაიგივებ, უბრალოდ კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა, მტერი ვერ გვიზავდა მეთქი ის რაც ჩვენ თვითონ უყავით საკუთარ თავს...
რაც შეეხება ვინმეს მოყვანას მათ ადგილას მინდა აღვნიშნო, რომ მეცნიერის გაზრდას წლები უნდა, ეს არ არის კომბოსტო, რომ გაზაფხულზე დათესო და შემოდგომაზე მოიმკა... საქართველოში ფიზიკურად არ არსებობენ მსგავსი დონის სპეციალისტები... და ვიღაცას რომ მოიწვევენ და ვიღაცა რომ მოვა და მასწავლის... საქმე იმაშია რა უნდა მასწავლოს, როგორ უნდა მასწავლოს და თვითონ თუ ეცოდინება იმას იმდენი მე რომ მასწავლოს...
ვიღაცეებს თუ მოიყვანენ რაღა განსხვავება იქნება თსუ-სა და გურჯაანის ან ჩხოროწყუს რომელიმე ფასიან უნივერსიტეტს შორის, იქაც ხომ ვიღაცეები ასწავლიან...
faskunji
Sep 5 2008, 22:22
ციტატა(Mr.BenDeLa @ Sep 5 2008, 23:35)

faskunji
ყველაფერში მართალი ხარ... მარა სად არის მერე სტუდენტური ბირთვი.?? ფორუმზე წერით არც არაფერი გამოვა...
სტუდენტები მარტო ლელა წურწუმიას კონცერტზე რო გადიან, შარშანწინ ლექტორები რო გაყარეს იმათ მიტინგზე რატო არ გამოავიდნნენ ??
ეტყობა ჯერ ხალხმა არაფერი იცის, დღეს დაიდო კონკურსის შედეგები... მალე მემგონი მართლა ერთი-ორი მეცნიერიც რომ დარჩა იმათაც გაყრიან და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი შპს- "რაც გინახავს ვეღარ ნახავ" კოლეჯად გადაკეთდება... ჩვენ კიდევ იურისტების მაგივრად "კანტორის" თანამშრომლებად მოგვამზადებენ...
qiromanti
Sep 5 2008, 22:23
საინტერესოა სხვა ფაკულტეტებზეც დახსნეს ხალხი?
თსუ.გეზე არის ინფორმაცია დატოვებული ლექტორების შესახებ?
faskunji
Sep 5 2008, 22:26
იურიდიული ფაკულტეტიდან გაათავისუფლეს სისხლის და სამოქალაქო სამართლის ყველაზე კომპეტენტური და საყვარელი ლექტორები!!!!
სისხლის სამართლის მომართულება მოაოხრეს, სამოქალაქო დაასაჭურისეს...
სისხლის სამართალს აღარ წაიკითხავენ ნონა თოდუა, გოჩა მამულაშვილი, რეზო გოგშელიძე, გია მეფარიშვილი, მერაბ ტურავა, ირინა აქუბარდია, ნინო გვენეტაძე... ყველაზე საყვარელი და კომპეტენტური ლექტორები.... სისხლის სამართალში აღარავინ დატოვეს გურამ ნაჭყებიას, მზია ლეკვეიშვილის, მაია ივანიძის და ლალი ფაფიაშვილის გარდა. სტუდენტთა ამხელა კონტიგენტს საინტერესოა როგორ უნდა ასწავლონ, ან რა უნდა ასწავლონ ზოგიერთმა მათგანმა ...
სამოქალაქო სამართალში აღარ იქნებიან ზურა ძლიერიშვილი, გია ქირია და მრავალი სხვა ...
ლექტორები დატოვეს ხელისუფლებასთან დაახლოვებულობის ნიშნით, ყველა მოსამართლე და თანამდებობის პირი დატოვეს, სხვები ...
ეს არის თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება?!!
მეცნიერება უნდა იყოს თავისუფალი, არ შეიძლება მეცნიერების შებოჭვა პოლიტიკური და სხვა მოსაზრებებით...
მეცნიერებას და უნივერსიტეტს ნუ გავანადგურებთ, მერე მართლმადიდებლობის ჯერი დადგება და შემდეგ საერთოდ საქართველოს ყოფნა არყოფნის...
სირცხვილი ამ გადაწყვეტილების გამომტან პირებს, სირცხვილი იმ საკონკურსო კომისიას, რომელმაც ეს ვერდიქტი დადო, რას ეუბნებიან საკუთარ შვილებს, მომავალს, უნივერსიტეტის სტუდენტობას?!!!
რაღა ვისწავლოთ და ვიღასგან ვისწავლოთ?!!!
ვის ვუტოვებთ უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს? რა ვუთხრათ ჩვენს შემდგომ თაობებს? იქნება არ სჭირდებათ მართლაცდა საქართველოში ბოროტ ძალებს ცოდნის ისტორიული ტაძარი?
ამ ძნელბედობისა და საქართველოს ისტორიაში გარდამტეხ პერიოდში, მაშინ როცა გვესაჭიროებოდა ერთიანი სამოქალაქო საზოგადოება, მაშინ როცა ქვეყანაში 80 ათასი დევნილი გვყავს, მაშინ როცა ერთ მუშტად უნდა შევკრულიყავით, ჩვენ აღარ გვაქვს იურიდიული ფაკულტეტი, რომელიც ჩვენთვითონვე გავანადგურეთ, გარეშემ მტრებისგან დამოუკიდებლად ჩვენივე ხელებით....
qiromanti
Sep 5 2008, 22:28
ვერ გავიგე ეხლა ერთნაირი თემა რამდენიმე განყოფილებაში რატომ უნდა იყოს! წესები უნდა გადაგეკითხა ახალდარეგისტრირებულო
faskunji
Sep 5 2008, 22:34
ციტატა(qiromanti @ Sep 5 2008, 23:41)

საინტერესოა სხვა ფაკულტეტებზეც დახსნეს ხალხი?
თსუ.გეზე არის ინფორმაცია დატოვებული ლექტორების შესახებ?
კი ბატონო ინფორმაცია დევს... სტრატეგიული საგნები, სისხლი და სამოქალაქო დასაჭურისებულია, დანარჩენი ჭრა-კერვის სამართალი, ნიჩბოსნობის სამართალი და აფროსნობის სამართალი შეინარჩუნეს... მე მართალ ძალიან ვწუხვარ და ვფიქრობ რაღა აზრი ექნება თსუ იურიდიულზე სწავლას. ამბობენ ფასიანი სასწავლებლებიდან ბევრი შემოთავაზება მიიღესო გაშვებულმა ლექტორებმა. ალბათ მაგარად გაუხარდათ ფასიან სასწავლებლებს... თსუ კი ...
tako_kakabadze
Sep 5 2008, 22:48
ციტატა(Mr.BenDeLa @ Sep 5 2008, 22:35)

faskunji
ყველაფერში მართალი ხარ... მარა სად არის მერე სტუდენტური ბირთვი.?? ფორუმზე წერით არც არაფერი გამოვა...
სტუდენტები მარტო ლელა წურწუმიას კონცერტზე რო გადიან, შარშანწინ ლექტორები რო გაყარეს იმათ მიტინგზე რატო არ გამოავიდნნენ ??
+100%
კერესელიძით დაიწყო და სავარაუდო იყო , რომ ასე გაგრძელდებოდა. მანამდე ხელებამოტრიალებულები გამოყარეს უნივერსიტეტიდან. მერე სად არიან მომავალი სამართალდამცავები და კანონშემოქმედები? გაატარეს. დავთქვათ შეხვედრა , შევიკრიბოთ და ახლა მაინც მოვიფიქროთ რამე.
faskunji
Sep 5 2008, 22:59
ციტატა(tako_kakabadze @ Sep 6 2008, 0:06)

+100%
კერესელიძით დაიწყო და სავარაუდო იყო , რომ ასე გაგრძელდებოდა. მანამდე ხელებამოტრიალებულები გამოყარეს უნივერსიტეტიდან. მერე სად არიან მომავალი სამართალდამცავები და კანონშემოქმედები? გაატარეს. დავთქვათ შეხვედრა , შევიკრიბოთ და ახლა მაინც მოვიფიქროთ რამე.
პროტესტი აუცილებლად უნდა გამოითქვას, დაფიქსირდეს პოზიცია, დაფიქსირდეს, რომ ეს არ არის დადებითი არც ჩვენთვის და არც სამომავლოდ. ამ ეტაპზე დაველოდოდ თსუ აკადემიური საბჭო დაამტკიცებს თუ არა კონკურსის შედეგებს... თუ მთლად მონებად არა ქცეულან კომისიის ეს დასკვნა არ უნდა დაამტკიცონ... ამასთან აკადემიური საბჭოს წევრებმა უნდა იგრძნონ ის პასუხისმგებლობა რომელიც აქვთ აღებული სტუდენტობის და მთლიანად ერის წინაშე...
tako_kakabadze
Sep 5 2008, 23:34
აკადემიური საბჭოს შემადგენლობა იხილე და იმედი წაგიხდება.
მოდი,ჩვენ ჩვენს პასუხისმგებლობებზე და უფლებებზე ვილაპარაკოთ.
gochi_gochi
Sep 5 2008, 23:39
როგორ მინდა ახლა იცით შევიგინო? ტურავამ ვერ გაიარა კონკურსი?

ამაზე მეტი სასაცილო რა უნდა იყოს

საით მიექანები იურფაკო... მაგრამ ამას არ უნდა გლოვა და ტირილი, აქტიურობა უნდა, რამე უნდა მოვიმოქმედოთ...
gochi_gochi მე მგონი ასეთი იდიოტური პოსტები ადგილი ამ თემაში არ არის...
gochi_gochi
Sep 5 2008, 23:44
Tsotne ეს უბრალოდ ხომრობაა და შენ თუ ვერ გაიგე ეგ შენის აქმეა
ციტატა(gochi_gochi @ 6th September 2008 - 0:57)

მე თუ მკიტავ საერთოდ გასაუქმებელია ეს პაკულტეტი

___________________________________
ვა მაგ ლექტორების მეტი ლექტორი აღარ მოიძებნება თუ რა არის??
gochi_gochi ხუმრობა მესმის, მაგრამ თავისი დრო და ადგილი აქვს
tako_kakabadze
Sep 5 2008, 23:45
ციტატა(gochi_gochi @ Sep 5 2008, 23:57)

და მთელი ბიუჯეტი და უნივერსიტეტი ერთსტუდმოძს? გაძვირდა ცხოვრება.
ზაფხულში რაც ჩავყლაპეთ, იმის შედეგია.
Shabdub
Sep 5 2008, 23:45
gochi_gochi ააწი მართლა უნდა გავაუქმოთ.

:')
ეკონომისტს უყურეთ ერთი..

:')
ცოტნეე რა აგრესიული ხარ რა იყო. :')

აქქ ყვირილით ვერაფრეს ვუშველით მაინც..
hey you
Sep 5 2008, 23:47
ეს უკვე მართლა მარაზმია, ვისთანაც შეხება არ მქონია არ ვიცი მაგრამ მერაბ ტურავა რის საფუძველზე გაათავისუფლეს ვერ წარმომიდგენია უბრალოდ
gochi_gochi
Sep 5 2008, 23:48
Tsotne ხოდა ეს ხოურობა შენდამი მომართული არ იყო და გამგებმა გაიგო
tako_kakabadze შენ უკვე მოჩვენებები დაგეწყო ასეთი აგრესია დამღუპველია ბოლოს რა მიზიზს მოიგონებ არაპერი რომ აღარ დაგრცება სასუბრო და გასალანძღი მემგონი უკვე უაზროდ საუბრობ
Ms.svan-SKY ხოდა მააგს არ ვამბობ გასაუქმებელიათქო
ციტატა(hey you @ 6th September 2008 - 1:05)

ეს უკვე მართლა მარაზმია, ვისთანაც შეხება არ მქონია არ ვიცი მაგრამ მერაბ ტურავა რის საფუძველზე გაათავისუფლეს ვერ წარმომიდგენია უბრალოდ
რის საფულძველზეც ერთ დროს უზენაისად გამოაგდეს იმის საფუძველზე ალბათ ყველა ანგელოზი ნუ გგონიათ

ვაიმე მგონი ბედნიერი წელი მაქ
gochi_gochi
Sep 5 2008, 23:52
hey you
Sep 5 2008, 23:52
Kasper მაგის მიზეზები ნამდვილად არ ვიცი მაგრამ ის რო კონკურსი ევრ გადალახა და ივანიძეს და სხვებს ვერ აჯობა მართლა სასაცილოა
gochi_gochi ვერ ეღირსები იურიდიულის გაუქმებას
Shabdub
Sep 5 2008, 23:53
gochi_gochi ნუუ პრინციპში მე რა უკვე აღარც მახსოვს ეკონომისტი ვარ
იურისტი თუ მომავალი პოლიტოლოგი..

:')
ისე ბავშვებოო უბრალოდ ჩამინათვალს რომ შეხედავ ვინც გაუშვეს
გაგეცინება.. :') გული აღარ მიმდის ჩვენს ფაკულტეტზე..
და იმსი იმედიც ნაკლებად მაქვს რომ ვინმე დაგვიბრუნებს ამ ლექტორებს. :')
როგორც კერესელიძეზე მოგვისმინეს დაა გაგვითვალისწინეს, ახლაც ისეთივე პასუხს მივიღებთ
და ვიყოთ "მაგისტრანტი ""ლექტორების" იმედად..
თუ ტურავა ან გვენეტაძე არა ისინი მომცემენ მე ცოდნას?.
gochi_gochi
Sep 5 2008, 23:54
ჩვენ აგარ გვაქ იუტიდიული ფაკულტეტი ეს კაი იყო

)ნეტა სიმართლე იყოს

)))
გვენეტაძე მაგრა მეწყინა

და თოდუას ლექციებსაც დავსწრებივარ და მაგრა კითხულობდა! გასუსულები უსმენდნენ ბავშვები.
Shabdub
Sep 5 2008, 23:59
გვენეტაძე სულ ერთხელ მყავს მოსმენილი და ეგ თუ გასაშვები იყო.

გადახედონ დარჩენილ ლექტორებს და შეადარონ ..
უბრალოდ მოვიდა ახლი.. უნდა მოყვეს თავისი.
არავის ადარდებს შენი სტუდენტობა და ფაკულტეტის სახელი. პრესტიჟი.
რავიცი მე ასეთი ასოციაცია მიჩნდება..
აუ რატო რა

. ძლივს შეეჩვევი გაერკვევი და მერე ყველაფერი ახლიდან

. სისხლის პროცესსს ვინღა წაიკითხავს
ტურავა დააბრუნონ ვააააა

ხომ ვამბობდი უშვებენ მეთქი რომ არ დამიჯერეტ
hey you თუ Uშვებდნბენ რარას მტენიდა იმ სისხლის სამართალს??
ისე,წყარო რო დადოთ შეგიძლიათ რაღაც თსუ.გეზე ვერაფერი ვნახე...
არა და კიდე ძლიერიშვილი რა გასაშვები იყო რა
ციტატა(hey you @ 6th September 2008 - 1:26)

ისე ჩვენში დარჩეს და ტურავას გამცოდაზე ვერ მოახერხე რამე?
მიწერდა მაგრამ გაიგო რო ჩემ ძმაკაცსაც შეეტენა და მარტო ხო არ დატოვებო და 48 დამიწერა :@
ბარო კასპერ რავა ხარ გეტყობა რო კარგად ამრა მაინც გკიტხე ხო აზრზე ხარ ზრდილობის ამბავსჰი

)რაც შეეხება ტურავას მეც სჰემტენა

ხოდა ახალი ვინც მოვა ცჰვენ კარაგად გავიცნობთ ამ სემესტრში

)))
nono ვა ათეისტ რავა ხარ??
კარგად ვიქნები აბა ისეთ ამბებს ვგებულობ რო ცუდ ხასიათზე ძალიანაც რო მინდოდეს ვერ ვიქნები
Kasper 
ანუ მოზგი დაქალი რომ მყავდეს მეც დამიწერდა უპრობლემოდ კარგ ქულას?

მანდ რამე სხვა მიზეზი იქნებოდა
nono არ დაგეკარგოთ ნაჭყებია სადმე

ახალი სად იქნება თორეე
ხო ეგრეც უნდა იყოს აბა რა

)ლამაზე პირველკურსელი გოგოები ხო არ მოსულან?ეგ არ გაგიგია:ააა)))))))))
იურიდიულ ფაკულტეტს კლავენო და ეს რას კითხულობს
ციტატა(nono @ 6th September 2008 - 1:39)

ლამაზე პირველკურსელი გოგოები ხო არ მოსულან?ეგ არ გაგიგია:ააა)))))))))
მე პატარებს არ ვეკარრები ხო იცი

ხოდა თემას რაც შეეხება ბენდელა ბიძია რო არ გაბრაზდეს
მგონი არაფერია საგანგაშო სხვა ლექტორები იქნებიან მჯობნზე მჯობნი არ დაილევა
nianio ნანო შენც გჯერა რო ჯლავენ იურიდიულს???
Kasper 
კლავენ არ ვიცი და გვენეტაძეზე და განსაკუთრებით ძლიერიშვილზე გული დამწყდა იმიტო რო მართლა კარგია ძაან
პატარებს არაა

)ხო ამსჰინ მიდი ცჰვენ კურსე ედზებე და შორს წახვალ
heureuse
Sep 6 2008, 1:39
ციტატა(Kasper @ Sep 6 2008, 0:33)

მიწერდა მაგრამ გაიგო რო ჩემ ძმაკაცსაც შეეტენა და მარტო ხო არ დატოვებო და 48 დამიწერა :@
ეგრე იყო ვითომ? არადა მე იქ ვიყავი და კარგად ვიცი რატომაც შეგეტენა შენ ეგ საგანი
ციტატა(heureuse @ 6th September 2008 - 2:57)

ეგრე იყო ვითომ? არადა მე იქ ვიყავი და კარგად ვიცი რატომაც შეგეტენა შენ ეგ საგანი
კი ეგრე იყო

თან რა იცი მე რომელი ვარ???
ვაიმე გამაგიჟებს ეს ხალხი რა
Miss Green
Sep 6 2008, 2:20
ციტატა(qiromanti @ 5th September 2008 - 22:46)

ვერ გავიგე ეხლა ერთნაირი თემა რამდენიმე განყოფილებაში რატომ უნდა იყოს! წესები უნდა გადაგეკითხა ახალდარეგისტრირებულო
მაგათ წესები არ აინტერესებთ, მთავარია, ხმაური ატეხონ.
უნივერსიტეტი საკუთარი სახელის გასაუმჯობესებლად პირიქით ცდილობს რომ კარგი კოლექტივი ჰყავდეს...
ე.ი. საჭირო იყო და იმიტომ გაათავისუფლეს..
მთავარია რომ საგანს ისწავლით და რა მნიშვნელობა აქვს ვინ აგიხსნის...
რა საჭიროა ასეთი პათეტიკური გამოთქმები...კლავენ არა აუპატიურებენ...
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.