დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: რა არის პატიოსნების საზომი
თსუ ფორუმი > არქივი > არქივი > 01.10.2008-08.09.2009
გვერდი: 1, 2, 3
Sasha
ადამიანთა უმთავრესი მიზანი ეს არის ბედნიერება,მაგრამ ძალიან რთულია გაიგო თუ რა არის შენთვის ბედნიერება.



აი იგივე პატიოსნებასთან მიმართებაში,ყველა ვაფასებთ პატიოსან ადამიანებს მაგრამ პატიოსნება ყველას სხვადასხვა გვარად გვესმის.

იგივე თუნდაც ქალებთან მიმართებაშე,უმეტესობისთვის გაუთხოვარი და არაქალიშვილი არ არი პატიოსანი,ჩემის აზრით კი პატიოსნება ქალიშვილობით კი არა ცხოვრებისეული შეხედულებებითა და ცხოვრების სტილით იზომება.




ზოგადა თქვენითვის რა არის პატიოსნების საზომი??? ვინ არის თქვენითვის პატიოსანი ადამიანი??? ოღონდ გულახდილად ისაუბრეთ ძალიან გთხოვთ


და თემა მარტო ქალების პატიოსნების მიმართულებით არ განავითაროთ



ზოგადად პატიოსანი ადამიანიიიი,ეს არი თემა
omi
აჰა საინტერესო თემაც...
Lovefool
პატიოსანი ქალია რომელიც 8 საათის მერე სახლიდან არ გადის.. არ უჟუჟუნებს თვალებს ბიჭებს.. სადად იცვამს... როცა კაცები ლაპარაკობენ ხმას არ იღებს და ცUმად ზის... იცის რო მისი ადგილი სმაზარეულოშია... თავდახრილი დადის და მუდამ ტუფლების ქვეშ იყურება...

პატიოსანი კაცია რომელიც შრომობს.. სახლში საჭმელი მოაქვს.. ქალებში კი დადის მაგრამ ცოლი ამას ვერ ხდება.. ძმაკაცებს ეხმარება.. დედას არ აგინებს... მას შეილება ენდო.. smile.gif
sin165
- რომელ საათზე უნდა წვებოდეს პატიოსანი გოგო?
- რვაზე. იმიტო, რო სახლში 10-ზე მაინც უნდა იყოს.

biggrin.gif

ეს ისე.

საზომი რა არი და რა ერთეულებში იზომება, მაგას ვერ გეტყვით ნამდვილად.
ერთი ის ვიცი, რო ქალის პატიოსნება მარტო აპკით (მე მაპატიეთ ამ სიტყვას რო ვხმარობ, მაგრამ მეტი გზა არ მაქვს biggrin.gif) არ იზომება. ყოველ შემთხვევაში არ უნდა იზომებოდეს.

ზოგადად პატიოსნებას ეხებაო თემა და ზოგადად პატიოსნები (აი ვთქვათ სამსახურიდან ფულის არ მოტეხვა, არაკორუმპირებულობა და ა.შ.) ქალები უფრო არიან, ვიდრე კაცები.
qiromanti
ბოლომდე პატიოსანი ვერავინ იქნება..სადრაც რაღაც პატარას მაინც მიჰქარავს 7.gif

პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ დავკონკრეტდები რითი იზომება ჩემთვის პატიოსნება
xareba
რა თქმა უნდა მარტო "პლომბით" (არა რა მიყვარს ეს ტერმინი biggrin.gif) ვერ გაზომავ პატიოსნებას..
ვერც კაცებთან მიმართებაში გაზომავ მხოლოდ იმით,რომ ბევრს არ სვავს, არ იკეთებს და არ იპარავს...
ეჰ.. ძნელია თქვა რა არის პატიოსნების საზომი... მგონი პატიოსნების ერთიანი საზომ-საწონი ერთეული ჯერ არ არსებობს... ყველას თავისებურად ესმის...
რაც შეეხება იმას, რომ ქალები უფრო პატიოსნები არიან, ვიდრე კაცები (ან თუნდაც პირიქით) აფსურდია... ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა სქესს ეკუთვნის ესა თუ ის ადამიანი...
infern_O
მემგონი აქ ზოგადად პატიოსნებაზეა საუბარი და არა კონკრეტულად "პლომბებზე"
რაც შეეხება პატიოსნების საზომს, წარმოდგენაც კი არ მაქვს... უბრალოდ ისე უნდა იცხოვრო, რომ საკუტარი საქციელით სხვას პრობლემები არ შეუქმნა... ნუ უნდა ეცადო მაინც..smile.gif და აზრიც კი არ აქვს მცდელობას ყველას პატიოსნების საზომით იდეალური იყო. ეგ შეუძლებელია... ყველა ისე აფასებს მოვლენებს, როგორც შეუძლია და სურს რომ აღიქვას...smile.gif
Shirley
ციტატა(Lovefool @ 14th September 2008 - 13:20) *
პატიოსანი ქალია რომელიც 8 საათის მერე სახლიდან არ გადის.. არ უჟუჟუნებს თვალებს ბიჭებს.. სადად იცვამს... როცა კაცები ლაპარაკობენ ხმას არ იღებს და ცUმად ზის... იცის რო მისი ადგილი სმაზარეულოშია... თავდახრილი დადის და მუდამ ტუფლების ქვეშ იყურება.

ყველანაირად გაცვეთილი და უზნეო ვყოფილვარ biggrin.gif

აქ რაც ჩამოთვლილია სისულელეა და არ ვეთანხმები...ალბათ ისეთი ადამიანია პატიოსანი, რომელიც თავისი არსებობით სხვას ხელს არ უშლის ,თავშეკავებულია და ზომიერი...რთულია განსაზღვრა ცოტა
Miss Green
პატიოსნება ისაა, როცა საკუთარ თავთან მართალი ხარ.
hey you
Miss Green
საკუთარ თავთან მართალი შეუძლება არაპატიოსანსაც ეგონოს თავი smile.gif მივხვდი რასაც ამბობ მაგრამ ცუდად ნათქვამი გამოგივიდა პირიქით სხვებთან მიმართებაში უნდა იყო მართალი

აუ სიტყვებით ვერ ვამბობ ახლა როგორია პატიოსანი ადამიანი მაგრამ იმას მაინც ვიტყვი რომ ძალიან ცოტაა, ალბათ ყველაზე ზოგადი შეფასებით პატიოსანი ადამიანი არის უბოროტო, არაეგოისტი და კაცთმოყვარე ადამიანი pardon.gif
Miss Green
ციტატა(hey you @ 14th September 2008 - 22:40) *
საკუთარ თავთან მართალი შეუძლება არაპატიოსანსაც ეგონოს თავი

არა, არ ეგონება. ეცოდინება, რომ ცუდად იქცევა. ხომ გაგიგია, "მორალური კანონი ჩემში" default.gif
Proof
მოიცა ბედნიერებაო მერე ეგრევე პატიოსნებაო biggrin.gif
შუაშია თუ?

ნუ რავი

ხოდა რას დავაკვირდი

ვაბშეტა
რატომაა რომ ფორუმზე თემების, სალაპარაკო ტემების 70% დაკავშირებულია სექსთან. სქესობრივ ურთიერთობებთან. ანდა სადმე ტემა თუა აქეთკენ მიდის საუაბრი biggrin.gif აი თუნდაც ეს ტემა: ბედნიერება ჯერ პატიოსნებით დაიწყო და მერე პატიოსნება ეგრევე გადავარდა გოგოს ქალიშვილობაზე, სახლში მისვლაზე.

არაა რა
აშკარად საინტერესო სფეროა ორივე სქესისთვის ეტყობა

აბა სადაა ის პატიოსანი დრო
როცა ინტერნეტი არ იყო საქართველOში და IBM-ze ისხდნენ სამინისტროები biggrin.gif
Pj.Harvey.
ჩემი აზრით ეგეთი საზომი არ არსებობს blush2.gif
Miss Green
ციტატა(Proof @ 14th September 2008 - 23:02) *
აბა სადაა ის პატიოსანი დროროცა ინტერნეტი არ იყო საქართველOში და IBM-ze ისხდნენ სამინისტროები

biggrin.gif
ეგაა პატიოსნების საზომი biggrin.gif
მივაგენით biggrin.gif
Proof
ციტატა(Proof @ 14th September 2008 - 22:02) *
პატიოსნება ისაა, როცა საკუთარ თავთან მართალი ხარ.

ეგ არაა სწორი smile.gif

მასე ყველაზე პატიოსანი გამოდის ჰიტლერი
ერთი წამიტ არ ეჭვობდა ეგ კაცი რომ ცუდად იქცეოდ როცა ებრაელებს ხოცავდა, როცა რუსებს კლავდა და როცა გერმანელებს ახრჩOბდა მეტროებში, თავის შიანგან კანონებთან ამრთალი იყო

პატიოსნება სუბიექტური ცნებაა მაგრამ არის საზოგადოება და შესაბამისად საზოგადოება თავისი წარსულით ისტორიით, კულტურით აყალიბებს პატიოსნების ნორმებს რომელიც იცვლება და იცვლება

ძეედაა ეს მე დავწერე ტო? biggrin.gif
სინჩეს
თინი
ციტატა(Lovefool @ 14th September 2008 - 13:20) *
პატიოსანი ქალია რომელიც 8 საათის მერე სახლიდან არ გადის.. არ უჟუჟუნებს თვალებს ბიჭებს.. სადად იცვამს... როცა კაცები ლაპარაკობენ ხმას არ იღებს და ცUმად ზის... იცის რო მისი ადგილი სმაზარეულოშია... თავდახრილი დადის და მუდამ ტუფლების ქვეშ იყურება...

პატიოსანი კაცია რომელიც შრომობს.. სახლში საჭმელი მოაქვს.. ქალებში კი დადის მაგრამ ცოლი ამას ვერ ხდება.. ძმაკაცებს ეხმარება.. დედას არ აგინებს... მას შეილება ენდო..




ეს პოსტი სრული სერიოზულობით არის დაწერილი მისი ავტორის მიერ? blink.gif
Pj.Harvey.
ციტატა(*T I N I* @ Sep 14 2008, 23:05) *
ეს პოსტი სრული სერიოზულობით არის დაწერილი მისი ავტორის მიერ? blink.gif

ლ'ოოოოოოოოოოოოოლ'
მაააააააშ =))
თინი
ციტატა(sofik_ooo @ 14th September 2008 - 23:06) *
ლ'ოოოოოოოოოოოოოლ'
მაააააააშ =))




ანუ მაგრად გვენ*ვრის?


აუჰ, გეხვეწები, შემოვიდეს ეგ უზერი რა biggrin.gif

ვაჰმ...კაი ხანია ესეთი გრანდიოზული რამე არავის არ უთქვამს blink.gif
Miss Green
ციტატა(Proof @ 14th September 2008 - 23:05) *
პატიოსნება სუბიექტური ცნებაა მაგრამ არის საზოგადოება და შესაბამისად საზოგადოება თავისი წარსულით ისტორიით, კულტურით აყალიბებს პატიოსნების ნორმებს რომელიც იცვლება და იცვლება

მართალია, მაგრამ არის პრინციპები, რომლებიც უცვლელია. ყველა ადამიანს აქვს წარმოდგენილი იდეალი და ეს იდეალი მნიშვნელოვანწილად ერთნაირია. რა ვიცი, ასე ვფიქრობ მე...
ციცქნა
ციტატა(Miss Green @ Sep 14 2008, 23:45) *
არა, არ ეგონება. ეცოდინება, რომ ცუდად იქცევა. ხომ გაგიგია, "მორალური კანონი ჩემში" default.gif


ეგ ილუზიაა მის გრინ.

სამწუხაროდ smile.gif

და ზნეობრივი კანონიც არ არის ყველაში smile.gif

Pj.Harvey.
*T I N I*
ისე ვგონებ ეგეთი უსერი ამ ფორუმზე ძაან ცოტაა crazy.gif
ასე რომ რომც შემოვიდეს ვერაფერი rofl.gif
ციცქნა
ციტატა(Proof @ Sep 15 2008, 0:05) *
მასე ყველაზე პატიოსანი გამოდის ჰიტლერი
ერთი წამიტ არ ეჭვობდა ეგ კაცი რომ ცუდად იქცეოდროცა რუსებს კლავდა


blush2.gif უნდა მოჩვენებოდა?

პ.ს. ვიხუმრე, არ მცემოთ, დღეს კვირაა.
თინი
sofik_ooo


ლოოლ

იიმენა ეგრეა biggrin.gif


ვაიმეჰ და ნეტა რა გვეშველება biggrin.gif
ციცქნა
ციტატა(*T I N I* @ Sep 15 2008, 0:05) *
ეს პოსტი სრული სერიოზულობით არის დაწერილი მისი ავტორის მიერ? blink.gif


არ დაუწერია სერიოზულად.
Miss Green
ციტატა(ციცქნა @ 14th September 2008 - 23:15) *
ეგ ილუზიაა მის გრინ.

სამწუხაროდ

და ზნეობრივი კანონიც არ არის ყველაში

ჰმ... შეიძლება ვცდები, მაგრამ აბა, სინდისზე რას იტყოდი?

ციტატა(sofik_ooo @ 14th September 2008 - 23:15) *
ისე ვგონებ ეგეთი უსერი ამ ფორუმზე ძაან ცოტაა

მაგიტომ მიყვარს ეს ფორუმი.
სრული სერიოზულობით ვაცხადებ smile.gif
Pj.Harvey.
*T I N I*
ხო blush2.gif
თინი
ვერ გავიგე , რა შელბი კაცო...

ვისი ნიკია ეგა, ვინაა არ ვიცნობ biggrin.gif


აასე რომ ვერაფერი ვერ გავიგე biggrin.gif
ციცქნა
ციტატა(Miss Green @ Sep 15 2008, 0:19) *
ჰმ... შეიძლება ვცდები, მაგრამ აბა, სინდისზე რას იტყოდი?


სინდისი ყველას არ აქვს.
Miss Green
ციტატა(ციცქნა @ 14th September 2008 - 23:26) *
სინდისი ყველას არ აქვს.

სინდისი ყველას აქვს. ამაში დარწმუნებული ვარ smile.gif
ციცქნა
ციტატა(Miss Green @ Sep 15 2008, 0:34) *
სინდისი ყველას აქვს. ამაში დარწმუნებული ვარ smile.gif


ეგეც ილუზიაა.

სინდისი მთლიანად დასწავლის შედეგია.

ველურები ერთმანეთს რომ ხოცავდნენ მაშინ რატომ არ ჰქონდათ სინდისი? ან ზნეობრივი კანონი მაშინ რატომ არ მოქმედებდა? და თუ მოქმედებდა, მაშინ ასე არაპროდუქტიულად რატო?

სინდისი ცივილიზაციამ მოიტანა.
Proof
ციტატა(ციცქნა @ 14th September 2008 - 22:38) *
ველურები ერთმანეთს რომ ხოცავდნენ მაშინ რატომ არ ჰქონდათ სინდისი?

შენ როგორ ფიქრობ ველკურებში რა არ იყო ასეთი საუბრები: სუფთა უსინდისოდ მოკლა, არასპრავიდლივი ბეჰემოტი ესროლა და იქვე გაათავა.?

მორალის ნორმები ყველაზე ამორალურ საზოგადოებაშიც იყო და არის.
ყველაზე ანარქიულებიც კი ემორჩილებიან ტავიანთ წესს.
ELECTRA
ციტატა(Proof @ 14th September 2008 - 23:41) *
ყველაზე ანარქიულებიც კი ემორჩილებიან ტავიანთ წესს.

+1
ციცქნა
ციტატა(Proof @ Sep 15 2008, 0:41) *
შენ როგორ ფიქრობ ველკურებში რა არ იყო ასეთი საუბრები: სუფთა უსინდისოდ მოკლა, არასპრავიდლივი ბეჰემოტი ესროლა და იქვე გაათავა.?

მორალის ნორმები ყველაზე ამორალურ საზოგადოებაშიც იყო და არის.
ყველაზე ანარქიულებიც კი ემორჩილებიან ტავიანთ წესს.


მერე ეგ სინდისია? default.gif
Miss Green
ციტატა(ციცქნა @ 14th September 2008 - 23:38) *
ველურები ერთმანეთს რომ ხოცავდნენ მაშინ რატომ არ ჰქონდათ სინდისი? ან ზნეობრივი კანონი მაშინ რატომ არ მოქმედებდა? და თუ მოქმედებდა, მაშინ ასე არაპროდუქტიულად რატო?

ველურს შეიძლება ადამიანის მოკვლა ზოგადად ნორმალურ მოვლენად მიაჩნდა, მაგრამ შეიძლება სინდისს შეეწუხებინა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უსამართლოდ მოვკალიო smile.gif
ციცქნა
ციტატა(Miss Green @ Sep 15 2008, 0:47) *
ველურს შეიძლება ადამიანის მოკვლა ზოგადად ნორმალურ მოვლენად მიაჩნდა, მაგრამ შეიძლება სინდისს შეეწუხებინა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უსამართლოდ მოვკალიო smile.gif


მოკლედ, ჩვენ ზაან ტუFტაზე ვლაპარაკობთ, იმიტო რო ვერ გაიგებ სხვას აქვს თუ არა სინდისი.

ჩვენ ვხედავთ სინდისის იმ ფორმას, რომელიც ვლინდება blum.gif

ხოდა თუ ვლინდება ზნაჩიტ აქვს, თუ არადა შეიძლება აქვს, მარა ვერაფერს ვერ დავამტკიცებთ და გინდ ჰქონია, გინდ არა blum.gif
Proof
არის მეორე მომენტიც მამეენტ
: ჩვენ ვაფასებთ სხვის სინდისს საკუთარი სინდისიდან
მაგარი ტემაა რა
ასეთ რამეზე ასწორებს საუაბრი
აი ვტქვათ პირველტოფილებს ქნდთ თუ არა სინდისო ხომ
მემგონი მაშIნ იყო ინსტიქტიც და გონებაც(შესაბამისად სინდისიც)
განვიტარების პარლელურად ადამიანში ინსტიქტი ცოტა უკან წამოვიდა და გონება წინ.
მაიმუნი დარჩა ისევ ისეთ დაუნად biggrin.gif
Miss Green
ციტატა(Proof @ 14th September 2008 - 23:54) *
მემგონი მაშIნ იყო ინსტიქტიც და გონებაც(შესაბამისად სინდისიც)
განვიტარების პარლელურად ადამიანში ინსტიქტი ცოტა უკან წამოვიდა და გონება წინ.

ისევ კანტს თუ მოვიშველიებთ, სინდისი მთლად გონებასთანაც არ არის კავშირში. სინდისი ტრანსცენდენტურია, ანუ ცნობიერების და ადამიანის ნების მიღმა მდებარე. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ადამიანს სინდისი აწუხებს იმის და მიუხედავად, უნდა თუ არა მას ეს თვითონ. სინდისი ადამიანის ნებას არ ემორჩილება smile.gif
Proof
საინტერესო რამე მითხარი მე შენ ეხლა
smile.gif
მაგას მეც დავკვირვებივარ
ანუ დამოუკიდებლად არის
Miss Green
ციტატა(Proof @ 15th September 2008 - 0:24) *
მაგას მეც დავკვირვებივარ
ანუ დამოუკიდებლად არის

ამიტომაც ამბობენ, სინდისი არის ღმერთის ხმა ადამიანშიო... smile.gif
N__O__M__A__D
არანაირი საზომი არ არსებობს. ადამიანს ეს უბრალოდ თანდაყოლილი უნდა ქონდეს.. ქალსაც და კაცსაც.
ELECTRA
ციტატა(N__O__M__A__D @ 15th September 2008 - 2:18) *
არანაირი საზომი არ არსებობს. ადამიანს ეს უბრალოდ თანდაყოლილი უნდა ქონდეს.. ქალსაც და კაცსაც.

+1
ეგეთი აბსტრაქტული ცნებები ყველას თავისებურად ესმის
confusion
ვისთვის როგორ..
ზოგისთვის ალბათ არც მე ვარ პატიოსანი crazy.gif

გააჩნია რა არის შენთვის ცუდდი და მიუღებელი
ამას თუ იტყვი მე გეტყვი ვინ არის პატიოსანი და ბიინძური ის (შენთვის _)
biggrin.gif
DAKOTA
არ არსებობს
hey you
ისე მამენტ კაცი უფრო ნაკლებად პოდლობს ვიდრე ქალი
sin165
ხოოდა, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, დავასკვენი (rofl.gif) რომ პატიოსნება უკუპროპორციულად არის დამოკიდებული ტყუილების თქმასთან.


biggrin.gif
seven
ხოდა მე ალბათ პატიოსნად მიმიჩნევენ.. რავიცი..
DAKOTA

ეს სახაზავი ზომავს პატიოსნებას
Sasha
თქვენთვის როგორი ადამიანია პატიოსანი???



ესე უფრო მარტივიაააა????


საზომში მაინც და მაინც გრამები და კილოგრამები ხო არ იგულისხმება არაააა
k a t e r i n a
მომეწონა კაი სადებატო თემაა.. ok.gif

მე ვფიქრობ. თვითოეული ადამიანი ამ საზომს სხვადასხავანაირად და თავისებურადაც აღიქვამს...

N__O__M__A__D
მაგრამ ძნელად ასახსნელია sad.gif მე ასე ვიტყოდი, ვისაც პატიოსანი გული და განქრახვები აქვს, ისეთი ადამიანია პატიოსანი. პატიოსანი გოგო კიდევ ჩემი აზრით ნამდვილი მანდილოსანია ვოტ blum.gif (მანდილოსანზე საკუთარი წარმოდგენები მაქვს blum.gif )
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.