დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ოსთა საკითხი
თსუ ფორუმი > ზოგადი > საქართველო
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5
leo-dzia
რას ფიქრობთ ოსებზე?

ისინი თარეშობდნენ საქართველოში,მაგრამ ხშირად ქართველი მეფეების დასაყრდენნიც იყვნენ...

კავკასიის ხალხთაგან ყველზე ახლოს ქართველები ოსებთან იყვნენ...

რამ გამოიწვია კონფლიქტი ქართველებსა და ოსებს შორის და თუა შესაძლებელი ამ ხალხის მშვიდობიანად მორიგება?

მგონი შეიძლება,რადგან ამ ხალხებს შორის დრემდეა მჭიდრო კავსირი-მთავარია უცხო ხელი არ ჩაერიოს...
K.N
მე მათ ყოველთვის მტრად ვთვლიდი და არც ახლა შემცვლია მათ მიმართ დამოკიდებულება.
Proof
როგორი გვაქ კი არა როგორი უნდა გქვონდეს
ვერ ვასწავლე რა ამას თემისთვის ნორმალური კითXვის დასმა biggrin.gif

მაქ ნორმალური
არანაირი კავშირი ოსთან არ მაქ. არავის ვიცნობ ოსსს.
მეცოდება რა იქაურები.
Sasha
უფრო უარყოფითი,ვიდრე დადებითი [ 2 ] [33.33%]

iko
ციტატა
კავკასიის ხალხთაგან ყველზე ახლოს ქართველები ოსებთან იყვნენ...

არასწორი მიდგომააა . სამხერთ ოსესეთში ყოველთვის ცხოვრობდნენ ეთნიკური ოსეები მაგრამ ისინი ჩვეულებრივი ქართველები არაინ და ტყულად არ ერქვა კიდე სამაჩაბლოოო არანირი ოსეთი არ უნდა არსებობოდეს საქართველსო ტერიტორიაზე
ხიწვი
ციტატა
ისინი თარეშობდნენ საქართველოში,მაგრამ ხშირად ქართველი მეფეების დასაყრდენნიც იყვნენ...

ციტატა
კავკასიის ხალხთაგან ყველზე ახლოს ქართველები ოსებთან იყვნენ...

ადამიანის მსგავსად ყველა ეთნიკურ ჯგუფს აქვს კონკრეტულად მისთვის დამახასიათებელი ორიგინალური ხასიათი. ავიღოთ სომხები. სადაც არ უნდა წავიდნენ, ყველგან იოლად ახერხებენ ინტეგრირებას, ყველას და ყველაფერს შეუძლიათ მოერგონ (ამით განსხვავდებიან ტიპიური კავკასიელებისგან: ქართველებისგან და ჩეჩნებისგან). ეს ბუნება ვაჭარი ადამიანისთვისაა დამახასიათებელი. მსგავსი ბუნების ხალხია ებრაელები და ოსები. ოსები არ ყოფილან ვაჭრები, მაგრამ კარგა ხანს მომთაბარობდნენ, მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნემდე და სწორედ საცხოვრებლის ხშირად ცვლამ ჩამოუყალიბა ამ ეთნიკურ ჯგუფს ადაპტირების კარგი უნარი.

ფროიდი ამბობდა: ჩვენი საუკეთესო სათნოებანი ამოზრდილია ჩვენს უბოროტეს მიდრეკილებათა ნიადაგზეო.
ავიღოთ სუფთა კავკასიური ხასიათის ხალხები: ჩეჩნები და ქართველები. ჩვენი გამბადაობა და ვაჟკაცობა ამოზრდილია აგრესიაზე;
სომხების, ებრაელების, ოსების ადაპტირებადი ბუნება - ეშმაკობაზე.

ციტატა
კავკასიის ხალხთაგან ყველზე ახლოს ქართველები ოსებთან იყვნენ...

ვერ დაგეთანხმები. თუ ოდესმე ახლოს იდგნენ ჩვენთან, მხოლოდ პირადი გამორჩენის/გადარჩენის მიზნით (ეკონომიკურად საქართველოზე იყვნენ დამოკიდებული) და არა ხასიათის მსგავსების გამო. კავკასიაში ჩვენ ყველაზე მეტად ჩეჩნები გვგვანან.

რაც შეეხება მათდამი დამოკიდებულებას, ეთნიკური კუთვნილების მიხედვით ადამიანზე მსჯელობის წინააღმდეგი ვარ.
აგვისტოს მოვლენებისას ლიახვის ხეობაში რუსებმა ერთ ქართველს დახვრეტა დაუპირეს, ოსი მეზობელი გამოასარჩლა: რას შვრებით, ადამიანები არ ხართო? ოსიც დახვრიტეს და ქართველიც.

ახალციხელმა სომეხმა ასმეთაურმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის ჯარს. ხომ გარისკა იმ ბიჭმა სიცოცხლით?

ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როცა გიორგაძის პარტია "სამართლიანობის" აქტივისტები (ქართველები) რუსეთის ჯარს გამყოლებად ახლდნენ. მაშინ, როცა ბევრმა ქართველმა ჯარისკაცმა, რომ გაიგო მტერი მოდისო, იარაღი დაყარა და ბრძოლის ველიდან გაიქცა.
Panther
მე არ ვფიქრობ რომ ყველა ოსი საქართველოს მტერია,მშვიდობიანი მოსახლეობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,რაც მოხდა უბრალოდ რუსეთის პოლიტიკის შედეგია და ეს არ გვაძლევს უფლებას გვძულდეს ყველა ოსი...
xareba
ოსები ჩვენი მტრები არ არიან! ერთი მუჭა ავაზაკების მიხედვინ ნუ ვიმსჯელებთ! ოსებთან საუკუნოებრივი ურთიერთობა გვაკავშირებს... საქართველოში შერეული ოჯახების უმეტესობა სწორედ ოსებთან არის შერეული... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩრდილო კავკასიაში ერთადერთი მართლმადიდებელი ხალხია...
საქართველოში მცხოვრები ოსები კი კარგა ხნის გაქართველებულნი იქნებოდნენ,რომ არა ავადსახსენებელი 90-იანი წლები, როდესაც, ბევრ ოსს შეახსენეს, რომ ოსები იყვნენ და არა ქართველები! ვიმეორებ, შეახსენეს!
K.N
ციტატა(xareba @ Sep 19 2008, 14:10) *

არამგონია ერთ მუჭა ავაზაკებს შეძლებოდათ ამდენი ქართული სოფლის განადგურება. და ამ განადგურებულ ქართულ სოფლებში ოსი ქალები დათარეშობენ და რაც გადარჩა იმასაც იპარავენ. ჩვენს ტოლებზე არაფერს ვამბობ, ისინი ქართველებს ისე უყურებენ როგორც მტრებს! ამიტომ მეც მტრობით ვპასუხობდი და ვუპასუხებ და სხვებსაც იგივეს ვურჩევ, იმიტომ რომ მათგან მტრობის მეტი არაფერი მინახავს. კი, ვიცნობ ისეთ ოსებსაც ვინც ომის დროს ქართველებისკენ წამოვიდა და ეხლა ისინიც ისეთივე ლტოლვილებია როგორც დანარჩენები, მაგრამ ეგეთები სამწუხაროდ ძალიან ცოტაა.
xareba
მძარცველები მარტო ოსები არ არიან, ჩეჩნები,ინგუშები დაღესტნელებიც ბლომად დათარეშობენ,რუსებზე რომ არ ვთქვათ არაფერი...
თანატოლ ოსებს,რაც შეეხება, მაგ დამპალი იდეოლოგიით არიან მოწამლულები, იმ იდეოლოგიით,რომლის გავრცელებას ჩვენვე შევუწყეთ ხელი 90-იანი წლების დასაწყისში default.gif
თუ ასეთი განწყობით გავაგრძელებთ ოსების მოხსენიებას, კიდევ უფრო შევუწყობთ ხელს რუსების წისქვილის ბრუნვას default.gif
ELECTRA
ციტატა(xareba @ Sep 20 2008, 1:17) *

+1

კი, სხვებიც დათარეშობენ, მაგრამ ის სხვა მშვიდობიანობის დროს არ დადიოდა ქართულ სოფლებში სავაჭროდ ის სხვა მტრად მოვიდა თავიდანვე. ისიც ვიცი, რომ ეს შუღლი ყველაზე მეტად რუსებს აწყობთ, მაგრამ მე მაინც ვერაფერი გამიქრობს სიძულვილს და ბოღმას.
iko
ციტატა(K.N @ Sep 20 2008, 1:22) *
კი, სხვებიც დათარეშობენ, მაგრამ ის სხვა მშვიდობიანობის დროს არ დადიოდა ქართულ სოფლებში სავაჭროდ ის სხვა მტრად მოვიდა თავიდანვე. ისიც ვიცი, რომ ეს შუღლი ყველაზე მეტად რუსებს აწყობთ, მაგრამ მე მაინც ვერაფერი გამიქრობს სიძულვილს და ბოღმას.

ხო და შენ თუ იცი რატომ გაგრძელდა აფხაზეთის ომი ამდენ ხანს ?

იმ დროს საქართველოში ჯარი როგორც ასეთი არ არსებობდა , ხო დაა რუსების 1 არმიას შეძლო მთელ აფხაზეთში ომი 1 კვრაში დაემთავრებინა მაგრამ რუსებს მთავარი გათვლა სხვა რამეზე ქონდათ რაც შეიძლებოდა ომი გაწელილიყოო იმიტომმ რომ ქართველებს ერთმანეთი შეგვძულებოდა ანუ ქართველებში აფხაზებსაც ვგულისხმობ smile.gif ხო და ამიტომაც იყო ამდენი მარადიორობა , თავების დაჭრა და ასე შემდეგ, შენ გონია ჩვენებმა არ დაჭრეს აფხაზებს თავებიიი ხო და როგორც შენ გძულს ისე სძულხარ იმასაც საბოლოდ კი რუსებიიი გამოდაან მოგებულები.

ხო და იმას არ ვიტყვი რომ ქართველებმა დემოკრატიანობანას თამაში უდნა დავიწყოთ და ასე შემდეგ მაგრამ ერთი ფაკტი სახეზაა
რუსებმა ქართველებს ერთმანეთი გვახოცინეს, ის ოსებიცცცც ჩვენიიი ქართველები არაინ შენ რო იცოდეე , აფხაზებიც ჩვენები არაინ მაგრამ (ლოთმა) რუსებმა ჭკუაში გვაჯობეს ჩვენც და ჩვენს თანამემალუე აფხაზებს და ოსებს smile.gif
K.N
თანამემამულეები? რაც გინდათ ის დაარქვით მაგრამ მაგ "თანამემამულეებმა" (ოსებმა) დამოუკიდებლობის აღსანიშნავი ზეიმი მოაწყვეს და ის ტექნიკა ჩამოატარეს, რომელიც ქართულ ჯარს დარჩა. (წაართვესთქო ვერ ვიტყვი, მაგის სიმამაცე ვინ მისცა მაგათ)
dembo
რავი უარყოფითია
უბრალოდ მიკვირს ესეთი ბრმა როგორ უნდა იყოს ხალხი რო რუსეთის მხარეს დადგეს ბესლანის ჩეჩნეთის ნორდ ოსტის კურსკის და სხვა საშინელებების შემდეგ
რო ყვირიან ოსი ერის გადარჩენაო გადარჩენა კი არა შეხედონ სხვა რუსეთის შემადგენლობაში შემავალ მცირე ერებს ლამისაა ენა დაავიწყონ თავიანთი და ამ ოსებს შეუნარჩუნებენ რამეს?

ჟირინოვსკიმ კი 1ხელ პირდაპირ თქვა (მგონი ნტვზე იყო გადაცემა) აფხაზეთში ჩავლენ რუსები დასასვენებლად და აფხაზები მოემსახურებიანო
და ჟურნალისტმა უთხრა რა გინდატ მონებად რო აქციოთ აფხაზებიო და არა მოსამსახურეებადო
არადა ჟირინოვსკი ყველაზე მართალი კაცია რუსულ პოლიტიკაში მგონი (ერტი მაგის სიმართლის ****** biggrin.gif )

ხოდა მგონი ცოტა დებილიზმის გზაზე დგანან აფხაზები და ოსები (ყველა არ იგულისხმება)
xareba
რატომ არ გინდათ შეიგნოთ, რომ ოსებისა და აფხაზების ლანძღვა უფრო მეტ გაუცხოებას და კიდევ უფრო დიდ ნაპრალს აჩენს?
ახლობელი მყავს ოსი, ძალიან ბევრ ქართველს მირჩევნია, კაცობითაც, გაგებითაც შეგნებითაც და ვაფშე ყველაფრით! და აი ეს კაცი მიყვება ხოლმე, რაც მას გადახვდომია 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე! რა დამცირება და შეურაწყოფა აღარ მიუყენებით, მხოლოდ იმიტომ,რომ ოსური გვარი ჰქონდა! გუშინ ვიჯექით და მთელი საღამო ვსაუბრობდით სწორეს ამ კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებზე... ისეთი რაღაცეები მომიყვა, თმები ყალყზე დამიდგა! ერთს მოვყვები, საკუთარი ბიძის ნანახი მომიყვა, ამ კაცმა როგორ ნახა, ხეზე ჩამოკიდებული 20-22 წლის ორსული ოსი გოგონა, რომელსაც მუცელი ჰქონდა გაფატრული....ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვი სადღაც დაბლა, ბალახებში ეგდო... კიდევ უამრავი რამ... ცუდად გავხდი... მერე კიდე გამოვლენ და გაამტყუნებენ ოსებს, იმაში, რაც დიდ წილად ჩვენი დანაშაულიც არის... არ შეიძლება მარტო ერთი მხრიდან მიუდგე საკითხს....
leo-dzia
ციტატა(xareba @ Sep 22 2008, 20:19) *

მართალი ხარ... 90იან წლებში მარტლაც გააკეტეს ქართველებმა სასინელებები (ოსებმაც). დღესაც ოსებთან ურთიერთობისას მეუბნევიან რუსეთი ვიცით ჩაგვყლაპავს,მაგრამ ქართველებს ვერ ვენდობითო და მართლებიც არიან... და ის შოვინისტური განწყობები,რომელიც ჩვენშია და ამ ფორუმზე ვლინდება,მათ კიდევ უფრო მეტ უნდობლობის გრძნობას უჩენს...

დღეს ოსები კრიმინალების ტყვეობასი არიან (კოკოითს ვგულისხმობ),და ჩვენ თუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გვინდა ქართველებთან ერთად ოსებზეც უნდა ვიზრუნოთ...

ხალხს კი ვინც წლების განმავლობაში ერთად ცხოვრობდა შიდა ქართლში შესანიშნავი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთში... განსხვავებით აფხაზებისგან,რომლებტანაც ქართველთა კონტაქტი თითქმის გაწყვეტილია...

საქართველო ყველა ამ მიწაზე მცხოვრების სამშობლოა
dembo
leo-dzia
ხოდა თუ იციან რო ჩაყლაპავენ მაზოხისტები არიან და მეტი არაფერი
და როგორ უნდა გქონდეს იმასთან კარგი ურთიერთობა რომელიც შენს მიწაზე გეუბნება ჩემიაო
თუ ესე უნდათ რუსეთთან ადგნენ და გადავიდნენ ჩრდილოეთით

ყველას რო გულთბილად ვიღებთ იმიტომ გვაჯდებიან ხოლმე მერე თავზე

ეგრე ებრაელები 26 საუკუნე ცხოვრობდნენ 200 წელი კი არა 26 საუკუნე და გაგიგიათ იმათგან ავტონომიის მოთხოვნა?
მარა უნამუსოები არიან და ეგაა და ეგ
Proof
ციტატა(leo-dzia @ 23rd September 2008 - 9:53) *
საქართველო ყველა ამ მიწაზე მცხოვრების სამშობლოა

საქართველო იაღოველების სამშობლო არააა
დაგჭრი ბიჭო
აი შენა
leo-dzia
dembo
საქართველოში კონფლიქტები ძალიან გააღრმავა ქართველთა შოვინისტურმა გამოხდომებმა... ჩვენ ოს ხალხს კი არ უნდა ვებრძოლოთ,არამედ ერთ მუჭა ნაძირალა სეპარატისტებს,რომლებსაც ოსებიც მონობაში და დაშინებული ჰყავთ... კონკრეტული ნაციის წინააღმდეგ ბრძოლა კი საერთაშორისო დანაშაულია... საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის კი უმჯობესია არა შურისძიებაზე,არამედ შერიგებაზე ვიფიქროტ და ეს ხალხი საქართველოს სამსახურში უნდა ჩავაყენოთ,საქართველოს პატრიოტებად ვაქციოთ...

Proof
აუ იაღოველები არა ის... საიდან მოთხარე?
Proof
არ თქვა ეხლა იაღოველები არ ცხოვრობენ საქართველოშიო biggrin.gif
K.N
იმის მერე რაც მოხდა, აღარავინ შეგვირიგდება, რატომ არ გინდათ გაიგოთ? რუსეთის ინტერესებში შედიოდა მტრობა და მოხდა ისე, როგორც უსეთს უნდოდა. მორჩა, აღარაფერი შეიცვლება.
dembo
ციტატა(leo-dzia @ Sep 25 2008, 12:56) *
dembo
საქართველოში კონფლიქტები ძალიან გააღრმავა ქართველთა შოვინისტურმა გამოხდომებმა... ჩვენ ოს ხალხს კი არ უნდა ვებრძოლოთ,არამედ ერთ მუჭა ნაძირალა სეპარატისტებს,რომლებსაც ოსებიც მონობაში და დაშინებული ჰყავთ... კონკრეტული ნაციის წინააღმდეგ ბრძოლა კი საერთაშორისო დანაშაულია... საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის კი უმჯობესია არა შურისძიებაზე,არამედ შერიგებაზე ვიფიქროტ და ეს ხალხი საქართველოს სამსახურში უნდა ჩავაყენოთ,საქართველოს პატრიოტებად ვაქციოთ...

იდგნენ ადრე სამსახურში
შერეული ოჯახებიც იყო
მარა რა? შედეგს შენც ხედავ და ყველა ხედავს
შეირიგებ კიდე მოვა ვიღაც დედა ****** რუსი და კიდე არევს დალაგებულს
ეგენი არიან შეუგნებლები და როგორ აპირებ მათ შემორიგებას არ ვიცი
და შოვინისტური გამოხტომა არაა ეს
როცა სხვის მიწაზე ცხოვრობს ერი კეთილი უნდა ინებოს და 1 ადგილი დააყეენოს თან როცა ხედავს რომ არავინ ერჩის თავზე არ უნდა გადაგიაროს
leo-dzia
ციტატა(K.N @ Sep 25 2008, 14:14) *
იმის მერე რაც მოხდა, აღარავინ შეგვირიგდება, რატომ არ გინდათ გაიგოთ? რუსეთის ინტერესებში შედიოდა მტრობა და მოხდა ისე, როგორც უსეთს უნდოდა. მორჩა, აღარაფერი შეიცვლება.

და ჩვენც რუსეთის ინტერესებზე დავასხათ წყალი? აზრზე მოდით ხალხო,რეებს ბაზრობთ?...

პირველი ომის შემდეგ თუ შეგვირიგდნენ ოსების ნაწილი ახლაც შეგვირიგდებიან,მთავარია ამის საფუძველი მივცეთ.. ახლა შეიძლება აღარ გვენდობიან,მაგრამ ნდობა უნდა მოვიპოვოთ,ეკონომიკურად გავძლიერდეთ,რუსებს არ მივცეთ პროვოკაციების საშუალება და როცა ტრაკია არ გვაქვს მუშტები არ ვიქნიოთ და ყველაფერი მოგვარდება...

dembo სწხვისი მიწა არ არსებობს,რომელი საუკუნეა? საქარტველო ყველა აქ მცხოვრების სამშობლოა და მიწაც მისია ვინც მასზე ცხოვრობს... სწორედ მაგას რომ ვეუბნევით სხვის მიწაზე ცხოვრობ და გაეთრიე მანდედანო მაგიტომ არ გირიგდებიან.შენ იცი რამდენი ადამიანი გაანთავისუფლეს სამსახურიდან იმ მიზეზით რომ ოსი ხარო? რამდენი მოვკალით მხოლოდ იმიტომ რომ ოსი იყო? რამდენი გავრეკეთ საკუთარი სახლებიდან და რამდენი დავასახიჩრეთ? ეს ყველაფერი გორელი ვარ დაჩემს თვალწინ ხდებოდა.ბევრი ოსი მეგობარიც მყავს და ისისნი საქართველოს პატრიოტები არიან,ხოლო ვიღაც ქარაფშუტებისაგან დიდ ტკივილს იტანენ მათი ეროვნების გამო.ეს ოსები აქ დაიბადნენ,მატი პაპები აქ ცხოვრობდნენ და აქაურები არიან და არ შეიძლება გამუდმებით ეზახდე წადი სენს ვლადიკავკაზშიო.მატ არანაირი ვლადიკავკაზი არ მიაჩნიათ სამშობლოდ და იმ მიწას იცავენ,რომელზეც ცხოვრობენ და რომლიდან გაძევებასაც უპირებდნენ ქარტველები 90იან წლებში. და ამის მერე ამბობ რუსებს უჯერებენ და შეუგნებლები არიანო.. ეგ გვღუპავს ჩვენ,რომ საკუთარ შეცდომებს არ ვაღიარებთ და ყველაფერს სხვას ვაბრალებთ.. გამოფხიზლდით ხალხო... ყველაფრის მიზეზი პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ...
K.N
ციტატა(leo-dzia @ Sep 25 2008, 14:57) *
და ჩვენც რუსეთის ინტერესებზე დავასხათ წყალი? აზრზე მოდით ხალხო,რეებს ბაზრობთ?...

რუსეთის ინტერესებზე 90-იან წლებში იმდენი წყალი დავასხით, (2008 წელზე არაფერს ვამბობ) რომ ეხლა რამდენიც არ უნდა ვიძახოთ შერიგება გვინდაო, ჩვენთან შემრიგებელი არავინაა.
dembo
leo-dzia
წავიდეეთ მაშინ ქართველები დავსახლდეთ ფლორიდაში და 50 წელიწადში მოვითხოვოთ დამოუკიდებლობა
არავინ ეძახის წადი ვლადიკავკაზში უბრალოდ როცა ცხოვრობ საქართველოში იცხოვრე საქართველოში და თუ რუსეთში გინდა მიწის შეერთება კი არ უნდა მოითხოვო უნდა აიბარგო და გადასახლდე რუსეთში
iko
leo-dzia

ჩვენი და აფხაზების შEრიგება არ იქნება , უბრალოდ არ გამოვაა ამას საუკუნები დასჭირდებაა და საუკუნების მერე აფხაზები აღარც იარსებებენ default.gif

მოხდა კონფლიკტი რომლის მთავარი მიზანი იყო ქართველებს და აფხაზებს რაც შეიძლება შეგვძულებოდა ერთამანეთი , სწორედ ამიტომ გაიწელა ეს კონფლიკტი ამდენ ხანს რომ ერთმანეთი შეგვძულებოდაა .

ამ ჩანაფიქრმა მიზანს მიაღწია და დღეს ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთში საშვილიშვილო მტრობა გვაქვს, ბევრისთვის ადვილი სათქმელია მოდიტ შეურიგდეთ აფხაზებს მაგრამმმ არავინ დაფიქრებულა იამაზე რომ საქართველოში არიან ადამინები რომლებსაც საკუთარი შვილის დატირების საშუალება არ მიეცათ /

არაინ ბავშვები რომლებსაც საკუთარი მამა არ უნახავთ და მხოლდო გადმოცემით იცან რომ აფხაზებმა მოუკლეს როცა ის ბაღში დადიოდაა.

იგვე აფხაზები ავიღოთ , რამდენი აფხაზი მოვკალით იმას ხო შვილი ყავდა , ცოლი ყავდა და მშობლები ყავდნენ.. ის ხომ ისეთვე მოტყუებულაი როგორც ჩვენ მოგვატყუეს. მოკლედ არ არსებობს ჩვენი შერიგება არ მოხდება აფხაზებთან და რაც მალე მივხვდებით ამას მით უფრო შეუწყობთ ხელს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას.

მოვრჩეთ დემოკრატიონობანის თამაშს და მოცქეთ ისე როგორც ნამდვილ დემოკრატიულ ევროპულ საზოგადოებას შეშვენის

ჩვენ უკვე შEვთავაზეთ აფხაზებსაც და ოსებსაც , ფართო ავტონომია , ასევე მათ უარი თქვეს თითქმის ყველა სამშვიდობო მოლაპრაკებაზე.

ხო და ეხლა ჯობია იმაზე ვიფქროთ ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ ვისწავლოთ ის რომ საქართველო მარტო სააკაშვილის არ არის და ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა იმაზე რომ ჩვენ გვინდა შევქმნათ ნამდვილი სახელმწიფო რომელსაც
მშვიდობაც შეუძლია და უკიდურეს შემთხვევაში ომოც default.gif და მისი მოგებაც . ვოტ
vaQSo
ეგ ჩემო კარგო ხალხო გააჩნია ოსებსაც,ისინი რომლებიც ქართველებს ვერ იტანენ ისინი არც მე მევასება. ყველას ერტ კაცში ნუ განვიხილავთ. მე ბევრ ოსს ვიცნობ და ძალიან კარგი ხალხია
xareba
ციტატა(dembo @ Sep 25 2008, 14:21) *
როცა სხვის მიწაზე ცხოვრობს ერი კეთილი უნდა ინებოს და 1 ადგილი დააყეენოს თან როცა ხედავს რომ არავინ ერჩის თავზე არ უნდა გადაგიაროს

არ არის ეს "სხვისი მიწა" ამ მიწაზე ეგ და მისი წინაპრები 5 საუკუნეა ცხოვრობენ, უკვე მაგათი მიწააა! მათი სამშობლოა! მიდი აბა გაყარე! შენ დააყენე თავი მაგათ ადგილას ერთი წუთით.... 5 საუკუნის კი არა, ერთი საუკუნის წინ მცხოვრები ჩვენი საკუთარი წინაპრები არ გვახსოვს... წარმოიდგინეთ... 5 საუკუნე... მაგათი მამა–პაპათა საფლავები აქ არის... შეცდომაა მაგ ტონით მათთან საუბარი...
dembo
xareba
არაა მათი მიწა
საქართველოს მიწაა
მაშინ თუ მათი მიწაა გამოდის რო სამართლიანად ითხოვენ ? ანუ რა ვქნათ დავუთმოთ?
xareba
ციტატა(dembo @ Sep 26 2008, 22:07) *
xareba
არაა მათი მიწა
საქართველოს მიწაა
მაშინ თუ მათი მიწაა გამოდის რო სამართლიანად ითხოვენ ? ანუ რა ვქნათ დავუთმოთ?

არა, დათმობაზე არაა აქ ლაპარაკი, საქართველოს მიწაა ისტორიულად, ქართველი მთავრები განაგებდნენ... აქ სხვა რამეშია საქმე, არ უნდა ვილაპარაკოთ ისე, თითქოს სტუმრები იყვნენ... მათ აქვთ კანონიერი უფლება იცხოვრონ საქართველოში!
dembo
xareba
მერე საქართველოდან წავიდნენ თქო ვამბობთ მაგას?
უბრალოდ დამოუკიდებლობას ნუ ითხოვენ

უნდათ რა უნდა ეკუთვნოდეთ biggrin.gif
და არ ეკუთვნიტ და მორჩა
Condottieri
ციტატა(iko @ Sep 26 2008, 1:34) *
leo-dzia
ჩვენი და აფხაზების შEრიგება არ იქნება , უბრალოდ არ გამოვაა ამას საუკუნები დასჭირდებაა და საუკუნების მერე აფხაზები აღარც იარსებებენ default.gif
მოხდა კონფლიკტი რომლის მთავარი მიზანი იყო ქართველებს და აფხაზებს რაც შეიძლება შეგვძულებოდა ერთამანეთი , სწორედ ამიტომ გაიწელა ეს კონფლიკტი ამდენ ხანს რომ ერთმანეთი შეგვძულებოდაა

ვერ დაგეთანხმები, ნაციონალური მტრობა ადრე თუ გვიან ქრება.
1995 წელს 8000 მშვიდობიანი ბოსნიელი გაჟლიტეს სრებრენიცაში სერბებმა, მაგრამ დღეს ბოსნიელებთან და ხორვატებთან ერთ სახელმწიფოს აშენებენ. (ბოსნია-ჰერცეგოვინას ვგულისხმობ)
მესამე ძალა რომ არა ჩვენც შეგვიძლია აფხაზებთან და ოსებთან ერთი სოფლის შენება
iko
ციტატა(Condottieri @ Sep 27 2008, 22:47) *
ვერ დაგეთანხმები, ნაციონალური მტრობა ადრე თუ გვიან ქრება.
1995 წელს 8000 მშვიდობიანი ბოსნიელი გაჟლიტეს სრებრენიცაში სერბებმა, მაგრამ დღეს ბოსნიელებთან და ხორვატებთან ერთ სახელმწიფოს აშენებენ. (ბოსნია-ჰერცეგოვინას ვგულისხმობ)
მესამე ძალა რომ არა ჩვენც შეგვიძლია აფხაზებთან და ოსებთან ერთი სოფლის შენება

აუ ჩვენ მაგათ ვერასდროს შევედრებით ქართველი -ხალხი სხვანარიაა რა
Proof
ციტატა(iko @ 26th September 2008 - 0:34) *
ჩვენი და აფხაზების შEრიგება არ იქნება , უბრალოდ არ გამოვაა ამას საუკუნები დასჭირდებაა

არავიტარი საუკუნე არ ჭირდება ამ შერიგებას.
მოაშორეთ რუსი და იმასაც ვნახავთ ვინ ვის არ შეურიგდება.
ეგ მიწა ორივესია და რაც მოხდა მოხდა.
საბოდიშო არავის არაფერი არ აქვს.
hellrider
არანაირი [ 1 ] [6.25%]

ცუდი ადამიანები ქართველებშიც არიან ოსებშიც და აფხაზებშიც და ყველგან მაგრამ მე მაინც მათზე არც დადებითი და არც უარყოფითი წარმოდგენა არ მაქ უბრალოთ არ მაინტერესებს ეგ ხალხი

ცუდი ადამიანები ქართველებშიც არიან ოსებშიც და აფხაზებშიც და ყველგან მაგრამ მე მაინც მათზე არც დადებითი და არც უარყოფითი წარმოდგენა არ მაქ უბრალოთ არ მაინტერესებს ეგ ხალხი
iko
ციტატა(Proof @ Sep 27 2008, 23:23) *
არავიტარი საუკუნე არ ჭირდება ამ შერიგებას.
მოაშორეთ რუსი და იმასაც ვნახავთ ვინ ვის არ შეურიგდება.
ეგ მიწა ორივესია და რაც მოხდა მოხდა.
საბოდიშო არავის არაფერი არ აქვს.

რას ქვია რაც მოხდა მოხდაა ? მაგ პრინციპით რო ვართ ქართველები მოწყობილი იმტომ გვაქვს blum.gif გა@#!ბული
Proof
ციტატა(iko @ Sep 28 2008, 0:10) *
რას ქვია რაც მოხდა მოხდაა ? მაგ პრინციპით რო ვართ ქართველები მოწყობილი იმტომ გვაქვს blum.gif გა@#!ბული

რატომ გაქ მაშIნ აღიარებული ირანის დამოუკიდებლობა ან რატო ისვენებ ხოლმე თურქეთში
რა , გინდა ტქვა რომ არ ვაპატიებთ არავის რაც გააკეთეს ყველას მივაკლავთო?
შურისძიებიტ საქმე არ კეთდება და შურისძიებას რო დავიწყებთ მაშIნ გაგვედება კიდეც
leo-dzia
ციტატა(K.N @ Sep 25 2008, 13:14) *
იმის მერე რაც მოხდა, აღარავინ შეგვირიგდება, რატომ არ გინდათ გაიგოთ? რუსეთის ინტერესებში შედიოდა მტრობა და მოხდა ისე, როგორც უსეთს უნდოდა. მორჩა, აღარაფერი შეიცვლება.

ციტატა(iko @ Sep 26 2008, 1:34) *
leo-dzia
ჩვენი და აფხაზების შEრიგება არ იქნება , უბრალოდ არ გამოვაა ამას საუკუნები დასჭირდებაა და საუკუნების მერე აფხაზები აღარც იარსებებენ default.gif
მოხდა კონფლიკტი რომლის მთავარი მიზანი იყო ქართველებს და აფხაზებს რაც შეიძლება შეგვძულებოდა ერთამანეთი , სწორედ ამიტომ გაიწელა ეს კონფლიკტი ამდენ ხანს რომ ერთმანეთი შეგვძულებოდაა .

ამ ჩანაფიქრმა მიზანს მიაღწია და დღეს ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთში საშვილიშვილო მტრობა გვაქვს, ბევრისთვის ადვილი სათქმელია მოდიტ შეურიგდეთ აფხაზებს მაგრამმმ არავინ დაფიქრებულა იამაზე რომ საქართველოში არიან ადამინები რომლებსაც საკუთარი შვილის დატირების საშუალება არ მიეცათ /

არაინ ბავშვები რომლებსაც საკუთარი მამა არ უნახავთ და მხოლდო გადმოცემით იცან რომ აფხაზებმა მოუკლეს როცა ის ბაღში დადიოდაა.

იგვე აფხაზები ავიღოთ , რამდენი აფხაზი მოვკალით იმას ხო შვილი ყავდა , ცოლი ყავდა და მშობლები ყავდნენ.. ის ხომ ისეთვე მოტყუებულაი როგორც ჩვენ მოგვატყუეს. მოკლედ არ არსებობს ჩვენი შერიგება არ მოხდება აფხაზებთან და რაც მალე მივხვდებით ამას მით უფრო შეუწყობთ ხელს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას.

მოვრჩეთ დემოკრატიონობანის თამაშს და მოცქეთ ისე როგორც ნამდვილ დემოკრატიულ ევროპულ საზოგადოებას შეშვენის

ჩვენ უკვე შEვთავაზეთ აფხაზებსაც და ოსებსაც , ფართო ავტონომია , ასევე მათ უარი თქვეს თითქმის ყველა სამშვიდობო მოლაპრაკებაზე.

ხო და ეხლა ჯობია იმაზე ვიფქროთ ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ ვისწავლოთ ის რომ საქართველო მარტო სააკაშვილის არ არის და ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა იმაზე რომ ჩვენ გვინდა შევქმნათ ნამდვილი სახელმწიფო რომელსაც
მშვიდობაც შეუძლია და უკიდურეს შემთხვევაში ომოც default.gif და მისი მოგებაც . ვოტ

ციტატა(K.N @ Sep 21 2008, 23:07) *
თანამემამულეები? რაც გინდათ ის დაარქვით მაგრამ მაგ "თანამემამულეებმა" (ოსებმა) დამოუკიდებლობის აღსანიშნავი ზეიმი მოაწყვეს და ის ტექნიკა ჩამოატარეს, რომელიც ქართულ ჯარს დარჩა. (წაართვესთქო ვერ ვიტყვი, მაგის სიმამაცე ვინ მისცა მაგათ)

ციტატა(K.N @ Sep 25 2008, 18:41) *
რუსეთის ინტერესებზე 90-იან წლებში იმდენი წყალი დავასხით, (2008 წელზე არაფერს ვამბობ) რომ ეხლა რამდენიც არ უნდა ვიძახოთ შერიგება გვინდაო, ჩვენთან შემრიგებელი არავინაა.

ამაზე ჭეშმარიტი არაფერია და შევიგნოთრაც მტრობას დაუნგრევია,სიყვარულს უშენებია

მეტი რა ვთქვა... როდესაც შურით და ბოღმით აკეთებ საქმეს კარგი არაფერი გამოვა...

სიყვარულით უნდა შეხედო ყველას და თუ ამას მივხვდებით ყველაფერი კარგად იქნება,თუ არადა ტყუილად ვფაფხურობთ...
Condottieri
ციტატა(leo-dzia @ Sep 29 2008, 16:11) *
ამაზე ჭეშმარიტი არაფერია და შევიგნოთრაც მტრობას დაუნგრევია,სიყვარულს უშენებია
მეტი რა ვთქვა... როდესაც შურით და ბოღმით აკეთებ საქმეს კარგი არაფერი გამოვა...
სიყვარულით უნდა შეხედო ყველას და თუ ამას მივხვდებით ყველაფერი კარგად იქნება,თუ არადა ტყუილად ვფაფხურობთ...

ცხონებულ ტერეზას მაგონებ

leo-dzia
ციტატა(Condottieri @ Sep 29 2008, 21:12) *
ცხონებულ ტერეზას მაგონებ

მაგარი ღადო ხარ...

შენ არ მიცნობ და მაგიტომ... ომი ჩემი სტიქიაა,მაგრამ არა იმასთან,ვისთან ერთადაც ერთიანი სახელმწიფო უნდა ავაშენო მომავალში და არა ვინმე კონკრეტული ნაციის წინააღმდეგ...

აფხაზებთან და ოსებთან შერიგება ვინმე კონკრეტულ პიროვნებას კი არა საქართველოს სჭირდება...

ერთხელ და სამუდამოდ აღარ უნდა ავყვეთ რუსების პროვოკაციებს და ჩვენი შოვინისტური გამოხდომებით რუსების წისქვილზე არ უნდა დავასხათ წყალი..

რაა ამაში გაუგებარი?
leo-dzia
ყველაფერი კარგად იქნება,თუ ეკონომიკას ავაღორძინებთ და ძველ შეცდომებს აღარ გავიმეორებთ...
GRUZ
ოსები ჩვეულებრივი ქართველები არიან პოლიტიკურად, ვინც საქართველოში ცხოვრობს რათქმაუნდა
სამხრეთ ოსეთი საერთოდ არ არსებობს
leo-dzia
GRUZ
ხოდა ჩენ არ უნდა ვაიძულოთ ანტიქართველები გახდნენ...
GRUZ
leo-dzia
ჩვენ როგორ უნდა ვაიზულოთ მარა რუსები კი ჩალიჩობენ მაგას
leo-dzia
GRUZ
როგორ უნდა ვაიძულოთ და შოვინისტური გამოხდომებით....

ჩვენი გამოხდომები გვღუპავს და ვერ ვხვდებით...
GRUZ
leo-dzia
გეთანხმები სულელები მრავლად არსებობენ

საერთოდ ოსი სეპარატისტები ეს ტერმინი უნდა დავივიწყოთ(მე მაინც არ ვხმარობდი)და სეპარატისტები ვუწოდოთ კოკოითს და ეგეთ მონებს
leo-dzia
GRUZ
აბა რა... არ შეიძლება რომელიმე ნაციას უწოდო სეპარატისტი... სეპარატისტები კონკრეტული პიროვნებები არიან...
GRUZ
ჰოდა მერე ქართულ მასმედიას და ამ უბადრუკ მთავრობას უნდა ვასწავლოთ პირველ რიგში ეგ. მარა როგორ? fool.gif
leo-dzia
GRUZ
მთავრობა დაისჯება ალბათ...

მასმედია კი რასაც ჩასძახებ იმას ამოგძახებს...
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.