დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ოცნების საქართველო georgian dream!
თსუ ფორუმი > ზოგადი > საქართველო
გვერდი: 1, 2, 3, 4
DAGIჭEREN
ოცნების საქართველო? ვილაპარაკოთ ქართული საზოგადოების მინუსებზე( უამრავი) და პლიუსებზე (ცოტა ძაან sad.gif )
circle
ციტატა(DAGIჭEREN @ Oct 9 2008, 19:16) *
georgian dream!

ეს ოცნებები ამერიკისგან გადმოგვედო?
DAGIჭEREN
ციტატა(circle @ 9th October 2008 - 20:26) *
ეს ოცნებები ამერიკისგან გადმოგვედო?

არა ამერიკისგან თემის სათაურია გადმოღებული უბრალოდ და რა გვაქვს ამერიკისგან გადმოღებული სწორედ მაგის გარკვევას ვცდილობ ამ თEმის გახსნითdefault.gif და ისე ესეთ მწარე შენიშვნებსაც ნუ გააკეთებთ ძაან გთხოვთ
circle
ციტატა(DAGIჭEREN @ Oct 9 2008, 19:49) *
რა გვაქვს ამერიკისგან გადმოღებული სწორედ მაგის გარკვევას ვცდილობ ამ თEმის გახსნით

მგონი ყველაფერი, რაც საჭირო იყო იმისთვის რომ ბალანსი არ დარღვეულიყო. იმას ვგულისხმობ, რომ საქართველო ევროპა-აზიის გზაგასაყარზეა და არც მთლა იქით უნდა იყოს და არც მთლა აქეთ. ვფიქრობ რომ ყველაფერი რაც მივიღეთ დასავლეთისგან საჭირო იყო.

ციტატა(DAGIჭEREN @ Oct 9 2008, 19:49) *
და ისე ესეთ მწარე შენიშვნებსაც ნუ გააკეთებთ ძაან გთხოვთ

შეგეძლო შენობით მოგემართა smile.gif
Miss Green
სამოქალაქო საზოგადოება მინდა, ხარისხიანი მედიით, პარტიებით, არასამთავრობო ორგანიზაციებით, ინტერესთა ჯგუფებით... მინდა, სამოქალაქო განათლება ჰქონდეს ხალხს და საერთოდ, განათლებული საზოგადოება მინდა, ლიბერალური, მოვლენების მიმართ ადეკვატური, არადესტრუქციული... :ოცნება:
ELECTRA
ციტატა(Miss Green @ 9th October 2008 - 22:18) *
მინდა, სამოქალაქო განათლება ჰქონდეს ხალხს და საერთოდ, განათლებული საზოგადოება მინდა, ლიბერალური, მოვლენების მიმართ ადეკვატური, არადესტრუქციული..

ბარემ ძალიან მინდა ეს ყველაფერი მაგრამ კაი ხანს არ იქნება ჯერ
Pj.Harvey.
სუ სამსახურები მინდა
სადაც გაიხედავ ყველგან რო იყოს :|
მუშაობა მინდა blush2.gif
Miss Green
ციტატა(ELECTRA @ 9th October 2008 - 22:21) *
ბარემ ძალიან მინდა ეს ყველაფერი მაგრამ კაი ხანს არ იქნება ჯერ

მაგიტომაც ვოცნებობ biggrin.gif
ყოველ შემთხვევაში, მე შევეცდები ჩემი წვლილი შევიტანო ასეთი საზოგადოების შექმნაში smile.gif
George:)
სახელმწიფოებრივი აზროვნება,სახელწიფოებრივი აზროვნება და კიდევ ერთხელ სახელმწიფოებრივი აზროვნება

ამას თუ მივაღწიეთ,მერე ყველაფერი იქნება, დამიჯერეთ, რაზეც თქვენ ოცნებობთ

:სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი:
Miss Green
ციტატა(George:) @ 9th October 2008 - 22:39) *
სახელმწიფოებრივი აზროვნება,სახელწიფოებრივი აზროვნება და კიდევ ერთხელ სახელმწიფოებრივი აზროვნება

რა თქმა უნდა, ამისთვისაა საჭირო სამოქალაქო განათლება ;)
hedgehog
ჩვენი ხასიათის ერთ ერთი დიდი მინუსი არის ამბიციურობა ... ყველას უნდა იყოს უფროსი არავის არ უნდა ეზოები დაალაგოს (ქურთების გარდა biggrin.gif)... პრინციპში დევს ეს ჩვენში რას ვიზამთ ...
George:)
ციტატა(Miss Green @ 9th October 2008 - 22:42) *
ამისთვისაა საჭირო სამოქალაქო განათლება default.gif

+1

მაგრამ ბევრს აქვს განათლება,მაგრამ მაინც პირად ინტერესებს აყენებს წინ....მე მიმაჩნია რომ მშობელმა უნდა ჩაუნერგოს ბავშვს ეგ.....თუმცა განათლებაც მნიშვნელოვანია

Miss Green

ერთხელ,ადამიანის უფლებების სემინარზე გვქონდა დისკუსია საკუთრების უფლების შეზღუდვაზე....

შემთხვევა იყო ასეთი.... ვთვათ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გაზსადენმა გაიარა თქვენს ბაღზე..ულამაზესი ბაღია,მთელი სიცოცხლე რო მოახმარეთ მის გაშენებას...

ჰოდა იურისტებს უნდა გადაეწყვიტათ: საკუთრების უფლება VS სახელმწიფო ინტერესი

და რა ხდება,ადამიანის უფლებები იმითაა სპეციფიკური რომ ერთი იმპერატიული ამოხსნა არ აქვს....ერთ შემთხვევაში რომ საკუთრების უფლება გაიმარჯვებს,სხვა შემთხვევაში შეიძლება არ მოხდეს ასე....

რატო ვილაპარაკე ამდენი.....წარმოიდგინე რა ცუდადაა ჩვენი საზოგადოების საქმე,რომ იურისტებმაც კი,ზედა შემთხვევაში...საკუთრების უფლებას მიანიჭეს უპირატესობა და ბაღი ბაქო-თბილის-ჯეიჰანს ამჯობინესbiggrin.gif
Miss Green
ციტატა(George:) @ 9th October 2008 - 22:57) *
რატო ვილაპარაკე ამდენი.....წარმოიდგინე რა ცუდადაა ჩვენი საზოგადოების საქმე,რომ იურისტებმაც კი,ზედა შემთხვევაში...საკუთრების უფლებას მიანიჭეს უპირატესობა და ბაღი ბაქო-თბილის-ჯეიჰანს ამჯობინეს

მართლაც ცუდად ყოფილა საქმე biggrin.gif
ზემოხსენებულ იურისტებში თაკო კაკაბაძეც ხომ არ იყო? mosking.gif
DAGIჭEREN
Miss Green
მილიონზე გავმაზავ რო იყო:| biggrin.gif
George:)
არა,არ ყოფილაbiggrin.gif
nino _13
ციტატა(Miss Green @ Oct 9 2008, 22:25) *
მაგიტომაც ვოცნებობ biggrin.gif
ყოველ შემთხვევაში, მე შევეცდები ჩემი წვლილი შევიტანო ასეთი საზოგადოების შექმნაში smile.gif

აბა, რა, საზოგადოება ჩვენ არ ვართ თვითონ? ჩვენზეა დამოკიდებული ქართული საზოგადოების დემოკრატიზაცია, დახვეწა-განვითარება...ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ

ციტატა(hedgehog @ Oct 9 2008, 22:48) *
ჩვენი ხასიათის ერთ ერთი დიდი მინუსი არის ამბიციურობა ... ყველას უნდა იყოს უფროსი არავის არ უნდა ეზოები დაალაგოს (ქურთების გარდა biggrin.gif)... პრინციპში დევს ეს ჩვენში რას ვიზამთ ...

ესეც მართალია:"ჩვეში ყველა ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას სარდლობა"...

ჩემი ოცნების საქართველო, უწინარეს ყოვლისა, ერთიანია,და არა მარტო ტერიტორიებით, ხალხის სულისკვეთებით, ჩემი ოცნების საქართველო გათითოკაცებული არაა....იქ ყველას გამარჯვების წყურვილი კლავს, ასეც უნდა იყოს, "თუ ერმა არ მოისურვა გამარჯვება მას მაკედონელიც ვერ გამარჯვებინებს"....ჩემი ოცნების სამშობლოში ხალხის ნება ყველაზე ძლიერია....და იქ არაა ეგოიზმი და პირველობისკენ სწრაფვის ასეთი მანიაკალური სურვილი....იქ ყველა მზადაა საკუთარი სიცოცხლეც დათმოს თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად....დაბოლოს, იქ თავისუფლება სამრეკლოს დიდი ზარია და ყველას სულთა ზეიმზე მოუხმობს....

პ.ს. შეიძლება ეს ყველაფერი მხოლოდ ოცნებაა, წარმოსახვაა...მაგრამ სად გადის ზღვარი წარმოსახვასა და რეალობას შორის???....რეალობა ფიზიკური თვალით აღიქმება, წარმოსახული გონების თვალით....დანარჩენი თქვენ განსაჯეთ..
ELECTRA
ციტატა(Miss Green @ 9th October 2008 - 22:25) *
მე შევეცდები ჩემი წვლილი შევიტანო ასეთი საზოგადოების შექმნაში

გამძლეობას გისურვებ default.gif ურთულესი საქმეა ეგ
DAGIჭEREN
რა თქმა უნდა ყველამ უნდა გავიგოთ რო ეს საზოგადოება ისევ ჩვენთვის შეიქმნება და არა ვიღაც სხვისთვის. რავი მე არ მინდა ესე ცხოვრება და მაქსიმუმს გავაკეთებ მინიმუმ იმისთვის მაინც რო ჩემს ირგვლივ ნორმალური ხალხი და ნორმალური ურთიერთობები იყოს:|
qiromanti
ოცნება ცოდვააო და... blush2.gif
Miss Green
ციტატა(ELECTRA @ 10th October 2008 - 10:52) *
გამძლეობას გისურვებ ურთულესი საქმეა ეგ

გამძლეობას მისურვებ კი არა, დამეხმარე spiteful.gif

ციტატა(DAGIჭEREN @ 10th October 2008 - 17:59) *
რა თქმა უნდა ყველამ უნდა გავიგოთ რო ეს საზოგადოება ისევ ჩვენთვის შეიქმნება და არა ვიღაც სხვისთვის. რავი მე არ მინდა ესე ცხოვრება და მაქსიმუმს გავაკეთებ მინიმუმ იმისთვის მაინც რო ჩემს ირგვლივ ნორმალური ხალხი და ნორმალური ურთიერთობები იყოს:|

+1 good.gif
ELECTRA
ციტატა(Miss Green @ 10th October 2008 - 19:24) *
დამეხმარე

პრობლემაა არაა , შენ თქვი რა გავაკეთო smile.gif
xareba
ჯერ ქართველი უნდა შეიცვალოს და მერე შეიძლება ფიქრი უკეთეს საქართველოზე......
Miss Green
ციტატა(ELECTRA @ 10th October 2008 - 19:52) *
პრობლემაა არაა , შენ თქვი რა გავაკეთო

კონკრეტული რეცეპტი მე არ მაქვს smile.gif შენ რაც შეგიძლია, ის გააკეთე smile.gif
nino _13
ციტატა(xareba @ Oct 10 2008, 20:16) *
ჯერ ქართველი უნდა შეიცვალოს და მერე შეიძლება ფიქრი უკეთეს საქართველოზე......

ხო, ისე ჯერ ინდივიდის სრულყოფის პროცესი თუ არ დამთავრდა, საზოგადოება ვერ განვითარდება და ვერც ერი....
Miss Green
ციტატა(nino _13 @ 10th October 2008 - 22:22) *
ისე ჯერ ინდივიდის სრულყოფის პროცესი თუ არ დამთავრდა

ინდივიდის სრულყოფის პროცესს რა დაამთავრებს? biggrin.gif ეგ არასდროს არ დამთავრდება.
nino _13
ციტატა(Miss Green @ Oct 11 2008, 1:58) *
ინდივიდის სრულყოფის პროცესს რა დაამთავრებს? biggrin.gif ეგ არასდროს არ დამთავრდება.

აბსოლუტურ განვითარების წერტილს ვერავინ და ვერაფერი აღწევს, ეგ უკვე ჭეშმარიტებაა, რაც ემპირიულ სინამდვილეში არ მოიპოვება...მე ვიგულისხმე მინიმალური მოქალაქეობრივი შეგნების მიღწევა მაინც, თუ პიროვნება არგანვითარდა ვერც ერი განვითარდება...(მე უფრო ფილოსოფიაში გადავიჭერი წეღან და მაგ მხრივ მართალი ხარ smile.gif მარა მოქალალაქეობრივი დონის სრულყოფა ხდება)
Miss Green
nino _13
ჰო, მართალი ხარ smile.gif
ციცქნა
ციტატა(Miss Green @ Oct 9 2008, 23:18) *
სამოქალაქო საზოგადოება მინდა, ხარისხიანი მედიით, პარტიებით, არასამთავრობო ორგანიზაციებით, ინტერესთა ჯგუფებით... მინდა, სამოქალაქო განათლება ჰქონდეს ხალხს და საერთოდ, განათლებული საზოგადოება მინდა, ლიბერალური, მოვლენების მიმართ ადეკვატური, არადესტრუქციული... :ოცნება:

rofl.gif

ოჩი ჩორნიე არ გინდა? rofl.gif
ან ხაჭაპური biggrin.gif

უტოპიურია თორე ჰა.
Miss Green
ციტატა(ციცქნა @ 11th October 2008 - 15:41) *
ოჩი ჩორნიე არ გინდა?
ან ხაჭაპური

უტოპიურია თორე ჰა.

cray.gif

არ არის უტოპიური, უბრალოდ დრო სჭირდება smile.gif
ციცქნა
ციტატა(Miss Green @ Oct 11 2008, 16:50) *
cray.gif

არ არის უტოპიური, უბრალოდ დრო სჭირდება smile.gif

ნე ა, მ,არტო დრო არ ეყოფა მაგას.
პრეცედენტი ჭირდება ყველა სფეროში,
პრეცედენტს ნება ჭირდება.
რასაც ვერ ვხედავ smile.gif

ამიტომაა უტოპიური, ანუ, რა მოცემულობაც გვაქვს, იმ მოცემულობისთვის უტოპიაა.

როგორ წარმოგიდგენია გაუნათლებელმა საზოგადოებამ შვას განათლებული საზოგადოება?

მოვლენების მიმართ ადეკვატური, ეს საერთოდ შეუძლებლად მიმაჩნია.
hey you
ციტატა(George:) @ Oct 9 2008, 22:57) *
ერთხელ,ადამიანის უფლებების სემინარზე გვქონდა დისკუსია საკუთრების უფლების შეზღუდვაზე....

შემთხვევა იყო ასეთი.... ვთვათ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გაზსადენმა გაიარა თქვენს ბაღზე..ულამაზესი ბაღია,მთელი სიცოცხლე რო მოახმარეთ მის გაშენებას...

ჰოდა იურისტებს უნდა გადაეწყვიტათ: საკუთრების უფლება VS სახელმწიფო ინტერესი

და რა ხდება,ადამიანის უფლებები იმითაა სპეციფიკური რომ ერთი იმპერატიული ამოხსნა არ აქვს....ერთ შემთხვევაში რომ საკუთრების უფლება გაიმარჯვებს,სხვა შემთხვევაში შეიძლება არ მოხდეს ასე....
რატო ვილაპარაკე ამდენი.....წარმოიდგინე რა ცუდადაა ჩვენი საზოგადოების საქმე,რომ იურისტებმაც კი,ზედა შემთხვევაში...საკუთრების უფლებას მიანიჭეს უპირატესობა და ბაღი ბაქო-თბილის-ჯეიჰანს ამჯობინესbiggrin.gif

ამ მაგალითზე თაობები იზრდება რა rofl.gif

და გაიზრდება მომავალშიც rofl.gif
ციცქნა
ციტატა(George:) @ Oct 9 2008, 23:57) *
ერთხელ,ადამიანის უფლებების სემინარზე გვქონდა დისკუსია საკუთრების უფლების შეზღუდვაზე....

შემთხვევა იყო ასეთი.... ვთვათ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გაზსადენმა გაიარა თქვენს ბაღზე..ულამაზესი ბაღია,მთელი სიცოცხლე რო მოახმარეთ მის გაშენებას...

ჰოდა იურისტებს უნდა გადაეწყვიტათ: საკუთრების უფლება VS სახელმწიფო ინტერესი

და რა ხდება,ადამიანის უფლებები იმითაა სპეციფიკური რომ ერთი იმპერატიული ამოხსნა არ აქვს....ერთ შემთხვევაში რომ საკუთრების უფლება გაიმარჯვებს,სხვა შემთხვევაში შეიძლება არ მოხდეს ასე....
რატო ვილაპარაკე ამდენი.....წარმოიდგინე რა ცუდადაა ჩვენი საზოგადოების საქმე,რომ იურისტებმაც კი,ზედა შემთხვევაში...საკუთრების უფლებას მიანიჭეს უპირატესობა და ბაღი ბაქო-თბილის-ჯეიჰანს ამჯობინესbiggrin.gif

არ არის ეს ერთმნიშვნელოვნად კატასტროფული პასუხი.

საქმე ისაა, რო იურისპრუდენცია(ვგონებ) პრეცედენტზეა აგებული. ანუ ვთქვათ, კრძალავენ ვერტმფრენიდან ლოსის გადმოგდებას, იმიტო რო ვიღაცა იდიოტმა უკვე გადმოაგდო და ვერ დასაჯეს.

ვთქვათ დაირღვა საკუთრების უფლება სახელმწიფო ინტერესის გამო, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მერე ძალიან სასაცილო რაღაცებსაც კი სახელმწიფო ინტერესი ერქმევა.
მაგალითად უცხოეთის ელჩი ჩამოდის და შენი ბინა უნდა დაუთმო, იმიტო რო საცოდავ სახელმწიფოს სხვა ფართის გამოყოფა არ შეუძლია, თან შენი ბინა მაგარი საკაიფოა, ელჩს გაუსწორდება.

ეს ერთი და კიდევ, რას ვამბობ.

გააჩნია სახელმწიფო ინტერესს და ასევე საკუთრებას.
თუ მთელი სიცოცხლეა ვაშენებ ჩემს ბაღს და ეს არის ერთადერთი სიხარული, რაც გამაჩნია, რატო უნდა დავუთმო ბაქო ჯეიჰანის ტრუბას?
გაწიონ 20 მეტრით იქით და სხვის მოუვლელ ბაღზე გაატარონ.

ამას გარდა, გააჩნია სახელმწიფოს, რატო უნდა მივაკვდე სახელმწიფოს, მივათხლიშო ხელფასის 25%, დავუთმო ბაღი, არ აისახოს ჩემს ცხოვრებაზე რო ჩემს ქვეყანაზე მსოფლიო მნიშვნელობის ტრუბა გადის და პენსიაზე 14 ლარი მიხადონ, ისიც სამი თვის დაგვიანებით? რატომ? ცარიელ ენთუზიაზმზე და მამაპაპის ძვლებზე არ შენდება სახელმწიფო.

რა მინდოდა მეთქვა.

არაა ეს ერთმნიშვნელოვანი საკითხი, მით უმტეს, იურისპრუდენცია არაა ზუსტი და ცალკეულ შემთხვევებში ცალკეული საკითხებია გასათვალისწინებელი.

ერთი კანონი ყველა სახეობის ქეისს არ მიესადაგება ;)

ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ იურისტებს ;)
infern_O
ციტატა(ციცქნა @ Oct 11 2008, 16:55) *
არ არის ეს ერთმნიშვნელოვნად კატასტროფული პასუხი.

საქმე ისაა, რო იურისპრუდენცია(ვგონებ) პრეცედენტზეა აგებული. ანუ ვთქვათ, კრძალავენ ვერტმფრენიდან ლოსის გადმოგდებას, იმიტო რო ვიღაცა იდიოტმა უკვე გადმოაგდო და ვერ დასაჯეს.

ვთქვათ დაირღვა საკუთრების უფლება სახელმწიფო ინტერესის გამო, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მერე ძალიან სასაცილო რაღაცებსაც კი სახელმწიფო ინტერესი ერქმევა.
მაგალითად უცხოეთის ელჩი ჩამოდის და შენი ბინა უნდა დაუთმო, იმიტო რო საცოდავ სახელმწიფოს სხვა ფართის გამოყოფა არ შეუძლია, თან შენი ბინა მაგარი საკაიფოა, ელჩს გაუსწორდება.

ეს ერთი და კიდევ, რას ვამბობ.

გააჩნია სახელმწიფო ინტერესს და ასევე საკუთრებას.
თუ მთელი სიცოცხლეა ვაშენებ ჩემს ბაღს და ეს არის ერთადერთი სიხარული, რაც გამაჩნია, რატო უნდა დავუთმო ბაქო ჯეიჰანის ტრუბას?
გაწიონ 20 მეტრით იქით და სხვის მოუვლელ ბაღზე გაატარონ.

ამას გარდა, გააჩნია სახელმწიფოს, რატო უნდა მივაკვდე სახელმწიფოს, მივათხლიშო ხელფასის 25%, დავუთმო ბაღი, არ აისახოს ჩემს ცხოვრებაზე რო ჩემს ქვეყანაზე მსოფლიო მნიშვნელობის ტრუბა გადის და პენსიაზე 14 ლარი მიხადონ, ისიც სამი თვის დაგვიანებით? რატომ? ცარიელ ენთუზიაზმზე და მამაპაპის ძვლებზე არ შენდება სახელმწიფო.

რა მინდოდა მეთქვა.

არაა ეს ერთმნიშვნელოვანი საკითხი, მით უმტეს, იურისპრუდენცია არაა ზუსტი და ცალკეულ შემთხვევებში ცალკეული საკითხებია გასათვალისწინებელი.

ერთი კანონი ყველა სახეობის ქეისს არ მიესადაგება default.gif

ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ იურისტებს default.gif

ციტატა(ციცქნა @ Oct 1 2008, 16:55) *
აი ამიტომ მიყვარხარმეთქი უნდა დამეწერა და გამახსენდა რო არ მიყვარხარ და ვწერ

აი ამიტო გცემ პატივს

Miss Green
ციტატა(ციცქნა @ 11th October 2008 - 16:24) *
ნე ა, მ,არტო დრო არ ეყოფა მაგას.
პრეცედენტი ჭირდება ყველა სფეროში,
პრეცედენტს ნება ჭირდება.
რასაც ვერ ვხედავ

ამიტომაა უტოპიური, ანუ, რა მოცემულობაც გვაქვს, იმ მოცემულობისთვის უტოპიაა.

როგორ წარმოგიდგენია გაუნათლებელმა საზოგადოებამ შვას განათლებული საზოგადოება?

მოვლენების მიმართ ადეკვატური, ეს საერთოდ შეუძლებლად მიმაჩნია.

ყველაზე განათლებული ადამიანების თუნდაც მცირე რესურსი მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული. საერთოდ, ამიტომ არის განათლების რეფორმის გატარება მნიშვნელოვანი. ძნელია და დრო სჭირდება, მაგრამ შეუძლებელი არაა.

შენ, ესე იგი, ფიქრობ, რომ ჩიხში ვართ და გამოსავალი არ არსებობს?

ციტატა(ციცქნა @ 11th October 2008 - 16:55) *
გააჩნია სახელმწიფო ინტერესს და ასევე საკუთრებას.
თუ მთელი სიცოცხლეა ვაშენებ ჩემს ბაღს და ეს არის ერთადერთი სიხარული, რაც გამაჩნია, რატო უნდა დავუთმო ბაქო ჯეიჰანის ტრუბას?
გაწიონ 20 მეტრით იქით და სხვის მოუვლელ ბაღზე გაატარონ.

ამას გარდა, გააჩნია სახელმწიფოს, რატო უნდა მივაკვდე სახელმწიფოს, მივათხლიშო ხელფასის 25%, დავუთმო ბაღი, არ აისახოს ჩემს ცხოვრებაზე რო ჩემს ქვეყანაზე მსოფლიო მნიშვნელობის ტრუბა გადის და პენსიაზე 14 ლარი მიხადონ, ისიც სამი თვის დაგვიანებით? რატომ? ცარიელ ენთუზიაზმზე და მამაპაპის ძვლებზე არ შენდება სახელმწიფო.

სახელმწიფო ინტერესსაც რომ დავანებოთ, ნავთობსადენზე უამრავი ადამაინის კეთილდღეობაა დამოკიდებული. მე არ მგონია, რომ ეს ყველაფერი ერთი ადამიანის ბაღს უნდა შეეწიროს. ერთი სიტყვით, ეს უკიდურესად ეგოისტური პოზიციაა.

პ.ს. ბაღის განადგურების გამო კომპენსაციას გადაგიხდიან.
ციცქნა
ციტატა(Miss Green @ Oct 11 2008, 20:16) *
ყველაზე განათლებული ადამიანების თუნდაც მცირე რესურსი მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული. საერთოდ, ამიტომ არის განათლების რეფორმის გატარება მნიშვნელოვანი. ძნელია და დრო სჭირდება, მაგრამ შეუძლებელი არაა.

შენ, ესე იგი, ფიქრობ, რომ ჩიხში ვართ და გამოსავალი არ არსებობს?

ნწ, გამოსავალი არსებობს, პრეცედენტი უნდა შეიქმნას, ნებისმიერ სფეროში. ანუ ყველამ თავისი უნდა სცადოს, ინდივიდუალურად.
საკუთარი შესაძლებლობების და წრის დახმარებით.

მაგრამ ეს - გამოსავალი, იმ სიტუაციიდან რაშიც ვარ.

თორემ ის, რაც შენ თქვი უტოპიაა და იმის 100 % შესრულება, თუნდაც 200 წელიწადში, შეუძლებელია.

ციტატა(Miss Green @ Oct 11 2008, 20:16) *
სახელმწიფო ინტერესსაც რომ დავანებოთ, ნავთობსადენზე უამრავი ადამაინის კეთილდღეობაა დამოკიდებული. მე არ მგონია, რომ ეს ყველაფერი ერთი ადამიანის ბაღს უნდა შეეწიროს. ერთი სიტყვით, ეს უკიდურესად ეგოისტური პოზიციაა.

პ.ს. ბაღის განადგურების გამო კომპენსაციას გადაგიხდიან.

როცა პიროვნება ფიქრობს (და ვთქვათ, სამართლიანადაც ფიქრობს) რომ ნავთობსადენი მას კეთილდღეობას არ მოუტანს, რატო უნდა შესწიროს იმას სიცოცხლე? ანუ ამ შემთხვევაში ბაღი?

და მეეჭვება ასეთ დროს ერთი ადამიანის ბაღზე იყოს დამოკიდებული ნავთობსადენის ბედი. ადგები და ცოტა მარცხნივ, ან ცოტა მარჯვნივ გაიყვან ამ ნავთობსადენს, ხო არსებოსბ ეგრედწოდებული ტრუბის "მუხლები" ხოდა მიუხვევ, მოუხვევ და არ ჩაიდენ ისეთ ვანდალურ აქტს, როგორიცაა ვიღაცის მთელი სიცოცხლის ნაშრომის ნავთში ჩაყრა.

ანუ რას ვამბობ, არსებობს უამრავი "თუ" და ამ რომელიმე თუ-დან თუ რომელიმე მაინც მართალია, მაშინ კი ბატონო, ჭირსაც წაუღია ჩემი ბაღი, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში ჭირსაც წაუღია ნავთობსადენი.

თუ ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია;
თუ ქვეყანას ეს წინსვლისთვის გამოადგება და ქვეყნის წინსვლა თითოეულ მოსახლეზე აისახება;

აი მაშინ, მაშინ, მაშინ შეიძლება ვიფიქრო ბაღის ლიკვიდაციის ორდერზე, მარა ისე?
ნე ა. ჩვენ ბოდიში, ვიყო ეგოისტი smile.gif

კომპენსაციაზე გეტყოდი ახლა, მურტალო რასაც ეუბნება ინგას biggrin.gif ეგ ფული მკვდარია, ვარდები დამიბრუნე, ვარდებითქო biggrin.gif

Miss Green
ციტატა(ციცქნა @ 11th October 2008 - 19:30) *
თორემ ის, რაც შენ თქვი უტოპიაა და იმის 100 % შესრულება, თუნდაც 200 წელიწადში, შეუძლებელია.

არ გეთანხმები.

ციტატა(ციცქნა @ 11th October 2008 - 19:30) *
და მეეჭვება ასეთ დროს ერთი ადამიანის ბაღზე იყოს დამოკიდებული ნავთობსადენის ბედი. ადგები და ცოტა მარცხნივ, ან ცოტა მარჯვნივ გაიყვან ამ ნავთობსადენს, ხო არსებოსბ ეგრედწოდებული ტრუბის "მუხლები" ხოდა მიუხვევ, მოუხვევ და არ ჩაიდენ ისეთ ვანდალურ აქტს, როგორიცაა ვიღაცის მთელი სიცოცხლის ნაშრომის ნავთში ჩაყრა.

იგულისხმება, რომ არ არის ეგ შესაძლებელი.
მოკლედ, მე გავწირავდი ჩემს ბაღს. არ შეიძლება, ერთი და ორი ადამიანის სიამოვნებას ან ახირებას გადავაყოლოთ სახელმწიფო ინტერესიც და ნახევარი მსოფლიოც smile.gif
ციცქნა
ციტატა(Miss Green @ Oct 11 2008, 20:37) *
არ გეთანხმები.
იგულისხმება, რომ არ არის ეგ შესაძლებელი.
მოკლედ, მე გავწირავდი ჩემს ბაღს. არ შეიძლება, ერთი და ორი ადამიანის სიამოვნებას ან ახირებას გადავაყოლოთ სახელმწიფო ინტერესიც და ნახევარი მსოფლიოც smile.gif

ახირება რატომ, მისთვის სიცოცხლეა.
გეუბნება, რომ ბაღს უვლიდა მთელი სიცოცხლე, ამით ცოცხლობს, ამ სიტყვას იმიტო ვატრიალებ რო მახვილი ამ სიტყვაზეა.

მაგრამ შენ ეტყობა გადააყოლებდი ერთი ადამიანის სიცოცხლეს სახელმწიფო ინტერესს.
აი ჩვენს შორის განსხვავება.

შენთვის სახელმწიფოა ფასეულობა
ჩემთვის - ადამიანი.

Miss Green
ციცქნა
ბაღს და ადამიანის სიცოცხლეს ნუ აიგივებ biggrin.gif

ციტატა(ციცქნა @ 11th October 2008 - 19:44) *
შენთვის სახელმწიფოა ფასეულობა
ჩემთვის - ადამიანი.

შენ გავიწყდება, რომ სახელმწიფო ადამიანებისთვის არსებობს. სახელმწიფო არ არის ადამიანებისგან განზე მდგომი და განყენებული რაღაცა. როცა შენ ამბობ, იმ ერთი ადამიანის ბაღი შევინარჩუნოთო, ივიწყებ იმ ბევრ ადამიანს, რომელთაც ეს მილი ნავთობით მოამარაგებს, ივიწყებ სახელმწიფოსაც, რომელსაც ეს პროექტი შემოსავალს მოუტანს და ეს ისევ ადამიანებზე აისახება, თუნდაც იმ ბაღის მფლობელზე.
ოღონდ, ახლა ისევ არ თქვა, ფული არ არის მნიშვნელოვანიო. ძალიან ბავშვურად გამოგივა, ხვდები ალბათ smile.gif

ციტატა(ციცქნა @ 11th October 2008 - 19:44) *
მაგრამ შენ ეტყობა გადააყოლებდი ერთი ადამიანის სიცოცხლეს სახელმწიფო ინტერესს

ეს კი ძალიან რთული საკითხი წამოჭერი ახლა smile.gif
სხვა თემაში ხომ არ ვისაუბროთ? default.gif
ციცქნა
ციტატა(Miss Green @ Oct 11 2008, 20:59) *
ციცქნა
ბაღს და ადამიანის სიცოცხლეს ნუ აიგივებ biggrin.gif

შეიძლება გაიგივება.
როცა ადამიანს ბაღის მეტი არაფერი აქვს და მთელი ცხოვრება ამ ბაღს შეალია, როგორ გგონია სიცოცხლეს უფრო ადვილად დათმობს თუ ბაღს?

ციტატა(Miss Green @ Oct 11 2008, 20:59) *
შენ გავიწყდება, რომ სახელმწიფო ადამიანებისთვის არსებობს. სახელმწიფო არ არის ადამიანებისგან განზე მდგომი და განყენებული რაღაცა. როცა შენ ამბობ, იმ ერთი ადამიანის ბაღი შევინარჩუნოთო, ივიწყებ იმ ბევრ ადამიანს, რომელთაც ეს მილი ნავთობით მოამარაგებს, ივიწყებ სახელმწიფოსაც, რომელსაც ეს პროექტი შემოსავალს მოუტანს და ეს ისევ ადამიანებზე აისახება, თუნდაც იმ ბაღის მფლობელზე.

რატო არ აქცევ ყურადღებას იმას, რაც ზედა პოსტში დავწერე. მეთქი არსებობს უამრავი "თუ".
თუ სახელმწიფოში არ იგულისხმება სახელმწიფოს ადმინისტრაციის 10 წევრი და მათი ჯიბე. თუ რეალურად მოხმარდება ეს ტრუბა სახელმწიფოს და კიდევ ათასი - "თუ". მაშინ კი ბატონო, ჩემი ბაღი გენაცვალოთთქო. თუარადა არათქო.

არ დამვიწყებია, რომ სახელმწიფო ადამიანებისგან შედგება, უბრალოდ ვცდილობ იმ ლოგიკას გავყვე, რასაც მსოფლიში არსებული სახელმწიფოების მთავრობები მიყვებიან და ვცდილობ ის ვიგულისხმო "სახელმწიფო ინტერესში", რასაც საქართველოს ამჟამინდელი და თუნდაც წინა მთავრობა მოიაზრებდა ამ ცნების ქვეშ.

ციტატა(Miss Green @ Oct 11 2008, 20:59) *
[ოღონდ, ახლა ისევ არ თქვა, ფული არ არის მნიშვნელოვანიო. ძალიან ბავშვურად გამოგივა, ხვდები ალბათ smile.gif

არც ვაპირებდი.
არ მაქვს მე ფულზე "ალერგია".

ციტატა(Miss Green @ Oct 11 2008, 20:59) *
ეს კი ძალიან რთული საკითხი წამოჭერი ახლა smile.gif
სხვა თემაში ხომ არ ვისაუბროთ? default.gif

მე მგონი აზრი არ აქვს ამ თემაზე კამათს, ეს ის საკითხია, რომელზეც ყველა ჩვენგანს მყარი და უცვლელი შეხედულება გვაქვს.
და არავინაა მოწადინებული უფრო ჭეშმარიტი შეხედულებით შეცვალოს.
smile.gif
DAGIჭEREN
Miss Green
ციცქნა
კარგია მოაზროვნე გოგონები :X
Miss Green
ციტატა(ციცქნა @ 11th October 2008 - 20:09) *
როცა ადამიანს ბაღის მეტი არაფერი აქვს და მთელი ცხოვრება ამ ბაღს შეალია, როგორ გგონია სიცოცხლეს უფრო ადვილად დათმობს თუ ბაღს?

ზედმეტი მოგდის.

ციტატა(ციცქნა @ 11th October 2008 - 20:09) *
რატო არ აქცევ ყურადღებას იმას, რაც ზედა პოსტში დავწერე. მეთქი არსებობს უამრავი "თუ".
თუ სახელმწიფოში არ იგულისხმება სახელმწიფოს ადმინისტრაციის 10 წევრი და მათი ჯიბე. თუ რეალურად მოხმარდება ეს ტრუბა სახელმწიფოს და კიდევ ათასი - "თუ". მაშინ კი ბატონო, ჩემი ბაღი გენაცვალოთთქო. თუარადა არათქო.

არ დამვიწყებია, რომ სახელმწიფო ადამიანებისგან შედგება, უბრალოდ ვცდილობ იმ ლოგიკას გავყვე, რასაც მსოფლიში არსებული სახელმწიფოების მთავრობები მიყვებიან და ვცდილობ ის ვიგულისხმო "სახელმწიფო ინტერესში", რასაც საქართველოს ამჟამინდელი და თუნდაც წინა მთავრობა მოიაზრებდა ამ ცნების ქვეშ.

შენ ძალიან სკეპტიკურად უყურებ მთავრობებს.
ყოველ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია.

მე გეორგეს ვეთანხმები. ჩემი ოცნების საზოგადოება რომ ვერ იქმნება, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ბევრი ადამიანი სახელმწიფოს თავისგან განყენებულად აღიქვამს, მოქალაქეობრივი შეგნება არა აქვს. თუნდაც ამ ომის პერიოდში, ბევრი მზად იყო სახელმწიფო გაეწირა, ოღონდ თავისი სიმშვიდე თუ კეთილდღეობა არ დაეთმო და ამას არც მალავდნენ, პირდაპირ ამბობდნენ. მათ პოზიციას ემსგავსება შენი სიტყვები, ჩემთვის მთავარი ადამიანია და არა სახელმწიფოო. არ არის სწორი ასე გაყოფა.
ისეთიც ბევრია, ვისაც უნდა, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გაუკეთოს, მაგრამ თვითონ სანაცვლოდ არაფრის გაღება არ უნდა. ხვდები ალბათ, აქ არ იგულისხმება მაინცდამაინც ქონების დათმობა (ეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს).
ეს არის ზუსტად არაადეკვატური დამოკიდებულება. ეს არ არის მოქალაქეობრივი პოზიცია. ამ მიზეზების გამო ვერ იქმნება ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება...

შენ კი სახელმწიფოს შესახებ მეტი წაიკითხე/გადაიკითხე და დარწმუნებული ვარ, დააფასებ smile.gif

ციტატა(ციცქნა @ 11th October 2008 - 20:09) *
მე მგონი აზრი არ აქვს ამ თემაზე კამათს, ეს ის საკითხია, რომელზეც ყველა ჩვენგანს მყარი და უცვლელი შეხედულება გვაქვს

ცდები, მე არ მაქვს მყარი შეხედულება და საერთოდ, მე მგონი, სადავო თემაა smile.gif

ციტატა(DAGIჭEREN @ 11th October 2008 - 20:21) *
კარგია მოაზროვნე გოგონები :X

blush2.gif vishenka_33.gif
ციცქნა
ციტატა(Miss Green @ Oct 11 2008, 21:27) *
ზედმეტი მოგდის.

არამგონია, ასე იყო ნათქვამი თავიდანვე, მთელი სიცოცხლე ბაღს უვლიდაო, თუ სწორად მახსოვს.

ციტატა(Miss Green @ Oct 11 2008, 21:27) *
შენ ძალიან სკეპტიკურად უყურებ მთავრობებს.
ყოველ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია.

მე გეორგეს ვეთანხმები. ჩემი ოცნების საზოგადოება რომ ვერ იქმნება, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ბევრი ადამიანი სახელმწიფოს თავისგან განყენებულად აღიქვამს, მოქალაქეობრივი შეგნება არა აქვს. თუნდაც ამ ომის პერიოდში, ბევრი მზად იყო სახელმწიფო გაეწირა, ოღონდ თავისი სიმშვიდე თუ კეთილდღეობა არ დაეთმო და ამას არც მალავდნენ, პირდაპირ ამბობდნენ. მათ პოზიციას ემსგავსება შენი სიტყვები, ჩემთვის მთავარი ადამიანია და არა სახელმწიფოო. არ არის სწორი ასე გაყოფა.

ნე ა, ვიღაცაში გეშლები smile.gif

სიმშვიდე და კეთილდღეობა და სიცოცხლე სხვადასხვა რამეა, მერეც, თუნდაც ომის დროს შეიძლება ძალიან ცუდად ჟღერს, მარა ვოცნებობდი რო თბილისში შემოსულიყვნენ ტანკები და ხალხს მართლა ეგრძნო რა ხდებოდა, და რო ეს ვიღაცას ოსეთში, გარეუბანში, სხვაგან კი არ ემართებოდა, არამედ ჩვენ გვჭირდა.

არ მქონია მსგავსი პოზიცია, პირიქით, მრცხვენოდა, რომ ვიღაცებზე უსაფრთხოდ ვიყავი, ამ დროს კი ვიღაც პუსტიაშკა, ჩემს მეგობარს ხვდება მაღაზიაში ომის დაწყებიდან ერთი კვირის თავზე და ეკითხება დასასვენებლად არ მიდიხარო? არ უნდა გაუჩეჩქვო ეგეთს თავი? მე მგონი, კი.

კი ბატონო, თუ იქნება შენი ოცნების საზოგადოება და თუ თვითონ მთავრობა (რომელიც აწარმოებს მოლაპარაკებებს ნავთობსადენის, გაზსადენის თუ შარდსადენის, რავი, რა მნიშვნელობა აქვს) გასაყვანად, ჩათვლის რო სახელმწიფო ინტერესი, არ არის იმის ინტერესი, ვისაც ისინი სახელმწიფოდ მოიაზრებენ, მაშინ კი.

მე რო თავს სახელმწიფოსგან განყენებულად აღვიქვამდე ომის დროს აქედან ავახვევდი, არაფერი მიშლიდა ხელს.

ასე რომ, ძალიან ცდები ჩემში და ცოტა არ იყოს შეურაცხმყოფელია.

ციტატა(Miss Green @ Oct 11 2008, 21:27) *
არც მალავდნენ, პირდაპირ ამბობდნენ. მათ პოზიციას ემსგავსება შენი სიტყვები, ჩემთვის მთავარი ადამიანია და არა სახელმწიფოო. არ არის სწორი ასე გაყოფა.
ისეთიც ბევრია, ვისაც უნდა, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გაუკეთოს, მაგრამ თვითონ სანაცვლოდ არაფრის გაღება არ უნდა. ხვდები ალბათ, აქ არ იგულისხმება მაინცდამაინც ქონების დათმობა (ეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს).
ეს არის ზუსტად არაადეკვატური დამოკიდებულება. ეს არ არის მოქალაქეობრივი პოზიცია. ამ მიზეზების გამო ვერ იქმნება ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება...

ეს დაყოფა არაა. ურთიერთკავშირია აქ მთავარი, თუ ადეკვატურად იქნება აღქმული ინდივიდის მსხვერპლი სახელმწიფოს მიერ, მაშინ კი.
ანუ, უნდა გაუფრთხილდე სახელმწიფოს და უნდა გაგიფრთხილდეს სახელმწიფო.

არ ისმის აქ კითხვა "რომელი უფრო უნდა გაუფრთხილდეს".

და რა გასაკვირია, როცა სანაცვლოს ვერ ხედავ არ გაგიჩნდეს სურვილი გაიღო?

რაც შეეხება იმას, რომ "ზოგს უნდა სახელმწიფომ ყველაფერი გაუკეთოს", თუ გგონია რო ამ აზრზე ვარ აქაც ძალიან ცდები. ცხოვრებაში არავისთვის არაფერი მითხოვია ისეთი, რისი გაკეთებაც თვითონ შემეძლო. და სანამ დავრდომილი არ გავხდები, მანამდე ასე იქნება. ვინც მიცნობს, დამიდასტურებს. მით უმეტეს არ მგონია რო სახელმწიფო მიშოვის სამსახურს, სახელმწიფო მასწავლის, სახელმწიფო გამომკვებავს და ა.შ.

მოკლედ, შენ ზედმეტი დეფორმირება გაუკეთე "ჩემს პორტრეტს" და რაც მიიღე იმის თვითონ შემეშინდა smile.gif

ციტატა(Miss Green @ Oct 11 2008, 21:27) *
შენ კი სახელმწიფოს შესახებ მეტი წაიკითხე/გადაიკითხე და დარწმუნებული ვარ, დააფასებ smile.gif

ძალიან არ მიყვარს კითხვისკენ რომ მომიწოდებენ, თითქოს მეოთხეკლასელი ვიყო, რომელიც ეზოში თამაშის მეტს არაფერს აკეთებს.

ციტატა(Miss Green @ Oct 11 2008, 21:27) *
ცდები, მე არ მაქვს მყარი შეხედულება და საერთოდ, მე მგონი, სადავო თემაა smile.gif
blush2.gif vishenka_33.gif

სამაგიეროდ მე მაქვს მყარი შეხედულება smile.gif
Miss Green
ციცქნა
არასწორად გამიგე. მე ის ყველაფერი შენზე არ მითქვამს. ზოგადად ვსაუბრობდი საზოგადოებაზე. შენი "პორტრეტი" ნამდვილად არ დამიხატავს smile.gif
ჩემი აზრით, შენ უბრალოდ სახელმწიფოსგან ცოტა გაუცხოებული ხარ.

ციტატა(ციცქნა @ 11th October 2008 - 20:49) *
რაც შეეხება იმას, რომ "ზოგს უნდა სახელმწიფომ ყველაფერი გაუკეთოს", თუ გგონია რო ამ აზრზე ვარ აქაც ძალიან ცდები. ცხოვრებაში არავისთვის არაფერი მითხოვია ისეთი, რისი გაკეთებაც თვითონ შემეძლო. და სანამ დავრდომილი არ გავხდები, მანამდე ასე იქნება. ვინც მიცნობს, დამიდასტურებს. მით უმეტეს არ მგონია რო სახელმწიფო მიშოვის სამსახურს, სახელმწიფო მასწავლის, სახელმწიფო გამომკვებავს და ა.შ.

აქაც ცდები, შენზე არ მითქვამს smile.gif
ისე, დამეთანხმები ალბათ, რომ ბევრს აქვს სახელმწიფოს მიმართ მსგავსი პარაზიტული დამოკიდებულება.

ციტატა(ციცქნა @ 11th October 2008 - 20:49) *
ძალიან არ მიყვარს კითხვისკენ რომ მომიწოდებენ, თითქოს მეოთხეკლასელი ვიყო, რომელიც ეზოში თამაშის მეტს არაფერს აკეთებს.

შეურაცხყოფის მიზნით ნამდვილად არ მითქვამს sorry.gif

ციტატა(ციცქნა @ 11th October 2008 - 20:49) *
არამგონია, ასე იყო ნათქვამი თავიდანვე, მთელი სიცოცხლე ბაღს უვლიდაო, თუ სწორად მახსოვს.

ეგ არ ნიშნავს, რომ სიცოცხლე და ბაღი ერთი და იგივეა.

ციტატა(ციცქნა @ 11th October 2008 - 20:49) *
კი ბატონო, თუ იქნება შენი ოცნების საზოგადოება და თუ თვითონ მთავრობა (რომელიც აწარმოებს მოლაპარაკებებს ნავთობსადენის, გაზსადენის თუ შარდსადენის, რავი, რა მნიშვნელობა აქვს) გასაყვანად, ჩათვლის რო სახელმწიფო ინტერესი, არ არის იმის ინტერესი, ვისაც ისინი სახელმწიფოდ მოიაზრებენ, მაშინ კი.

სწორედ იმის ინტერესია. ამას ვხსნი ამდენი ხანი smile.gif სახელმწიფოს ინტერესი მისი მოქალაქეების ინტერესია და მე ვერ წარმომიდგენია, მართლაც რა ეგოისტი ან შეუგნებელი უნდა ვიყო, რომ ჩემი თანამოქალაქეების და ჩემი ინტერესი ერთ, თუნდაც ჩემთვის საყვარელ ბაღს შევწირო.
იმედია, ამასაც შეურაცხყოფად არ მიიღებ.
ციცქნა
ციტატა(Miss Green @ Oct 11 2008, 22:34) *
ციცქნა
არასწორად გამიგე. მე ის ყველაფერი შენზე არ მითქვამს. ზოგადად ვსაუბრობდი საზოგადოებაზე. შენი "პორტრეტი" ნამდვილად არ დამიხატავს smile.gif
ჩემი აზრით, შენ უბრალოდ სახელმწიფოსგან ცოტა გაუცხოებული ხარ.
აქაც ცდები, შენზე არ მითქვამს smile.gif
ისე, დამეთანხმები ალბათ, რომ ბევრს აქვს სახელმწიფოს მიმართ მსგავსი პარაზიტული დამოკიდებულება.
შეურაცხყოფის მიზნით ნამდვილად არ მითქვამს sorry.gif
ეგ არ ნიშნავს, რომ სიცოცხლე და ბაღი ერთი და იგივეა.
სწორედ იმის ინტერესია. ამას ვხსნი ამდენი ხანი smile.gif სახელმწიფოს ინტერესი მისი მოქალაქეების ინტერესია და მე ვერ წარმომიდგენია, მართლაც რა ეგოისტი ან შეუგნებელი უნდა ვიყო, რომ ჩემი თანამოქალაქეების და ჩემი ინტერესი ერთ, თუნდაც ჩემთვის საყვარელ ბაღს შევწირო.
იმედია, ამასაც შეურაცხყოფად არ მიიღებ.

ვერ გაიგე რა ვთქვი, მთავრობების უმეტესობისთვის სახელმწიფო=მთავრობას.

ხოდა ბოდიში და მაგრად მახატია მაგათი გაგებით სახელმწიფო, ანუ მთავრობა.

რაც შეეხება ბაღს, არ ღირს ამაზე დავა.
Miss Green
ციტატა(ციცქნა @ 11th October 2008 - 21:39) *
ვერ გაიგე რა ვთქვი, მთავრობების უმეტესობისთვის სახელმწიფო=მთავრობას.

არა ხარ მართალი. სწორედ ამის თქმას ვაპირებდი ახლა, ჩვენთან ხალხის უმეტესობა ფიქრობს ასე, სახელმწიფო მთავრობა არისო და ფეხებზე ჰკიდიათ სახელმწიფოც და მთავრობაც.
არ არის სახელმწიფო მთავრობა! არც მთავრობების უმეტესობა ფიქრობს მასე, შენ როგორც თქვი (ჩემი აზრით, არც ჩვენი მთავრობა).
გარდა ამისა, შენ თვითონაც ხომ უნდა ხვდებოდე, რა არის სახელმწიფო ინტერესი. ამისთვის საჭირო არ არის, მაინცდამაინც მთავრობამ გითხრას.

ჩვენ აღარ ვცხოვრობთ ტოტალიტარულ სახელმწიფოში, რომელსაც უნდა ებრძოლო და დაანგრიო, არც იმპერიის ნაწილი ვართ, რომელსაც უნდა ებრძოლო და დაანგრიო. ეს ჩვენი სახელმწიფოა, გინდაც, სახელმწიფო ჩვენ ვართ! ეს არ ესმის ხალხის უმეტესობას, სამწუხაროდ. იმიტომაც აქვს პარაზიტული დამოკიდებულება, იმიტომაც არ ანაღვლებს სახელმწიფო ინტერესები, უკიდურეს შემთხვევაში, სახელმწიფოს დანგრევაც უნდა sad.gif
ზოგადად ვსაუბრობ, ციცქნა default.gif
ციცქნა
ციტატა(Miss Green @ Oct 11 2008, 22:52) *

ვიცი რო სახელმწიფო ჩვენ ვართ.
არაა ამის ახნსნა საჭირო, რაც შეეხება ამას:
ციტატა(Miss Green @ Oct 11 2008, 22:52) *
არც მთავრობების უმეტესობა ფიქრობს მასე, შენ როგორც თქვი (ჩემი აზრით, არც ჩვენი მთავრობა).

ღმერთმა ქნას ასე იყოს, მაგრამ რატომღაც მათ ქცევაში ცოტა სხვა ფიქრს ვხედავ საფუძვლად.

ციტატა(Miss Green @ Oct 11 2008, 22:52) *
გარდა ამისა, შენ თვითონაც ხომ უნდა ხვდებოდე, რა არის სახელმწიფო ინტერესი. ამისთვის საჭირო არ არის, მაინცდამაინც მთავრობამ გითხრას.

მესმის, მაგრამ სახელმწიფო უნდა იმსახურებდეს საკუთარი მოქალაქეების თავგანწირვას.
და მე ზუსტად უნდა ვიცოდე რა სარგებლობა მოაქვს ჩემს თანგანწირვას და არის თუარა ეს ფუჭი.

ძალიან შორს მივყავართ საუბარს და დავიღალე ცოტა არ იყოს.

დავასრულოთ, ასე ჯობს
Miss Green
ციტატა(ციცქნა @ 11th October 2008 - 22:27) *
ღმერთმა ქნას ასე იყოს, მაგრამ რატომღაც მათ ქცევაში ცოტა სხვა ფიქრს ვხედავ საფუძვლად.

ზემოთ ვთქვი, სახელმწიფოსგან ცოტა გაუცხოებული მეჩვენები. ამის მიზეზი ისაა, რომ მთავრობებზე ფიქრობ ასე და არ ენდობი. ვფიქრობ, ეს ხელს შეგიშლის ხოლმე, სახელმწიფოს ინტერესი სწორად გაიაზრო. ამიტომ მთავრობამაც ალბათ, მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რომ შენი და საერთოდ ყველას ნდობა მოიპოვოს.

ციტატა(ციცქნა @ 11th October 2008 - 22:27) *
მესმის, მაგრამ სახელმწიფო უნდა იმსახურებდეს საკუთარი მოქალაქეების თავგანწირვას.
და მე ზუსტად უნდა ვიცოდე რა სარგებლობა მოაქვს ჩემს თანგანწირვას და არის თუარა ეს ფუჭი.

მე ერთი რამე ვიცი - მომავალი არა აქვს იმ სახელმწიფოს, სადაც ყველა "თავის ბაღსაა" მიჩერებული.

ციტატა(ციცქნა @ 11th October 2008 - 22:27) *
ძალიან შორს მივყავართ საუბარს და დავიღალე ცოტა არ იყოს.

მართალია, გაგვიგრძელდა ძალიან smile.gif
ციცქნა
ციტატა(Miss Green @ Oct 11 2008, 23:35) *
ზემოთ ვთქვი, სახელმწიფოსგან ცოტა გაუცხოებული მეჩვენები. ამის მიზეზი ისაა, რომ მთავრობებზე ფიქრობ ასე და არ ენდობი. ვფიქრობ, ეს ხელს შეგიშლის ხოლმე, სახელმწიფოს ინტერესი სწორად გაიაზრო. ამიტომ მთავრობამაც ალბათ, მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რომ შენი და საერთოდ ყველას ნდობა მოიპოვოს.
მე ერთი რამე ვიცი - მომავალი არა აქვს იმ სახელმწიფოს, სადაც ყველა "თავის ბაღსაა" მიჩერებული.

გეთანხმები smile.gif
Miss Green
ციტატა(ციცქნა @ 12th October 2008 - 0:30) *
გეთანხმები

მოგბეზრდა კამათი, არა? biggrin.gif blush2.gif
ციცქნა
ციტატა(Miss Green @ Oct 12 2008, 1:35) *
მოგბეზრდა კამათი, არა? biggrin.gif blush2.gif

არა, მართლა გეთანხმები.

არ ვიცი დაუკვირდი თუ არა, მაგრამ სხვადასხვანაირად ერთსა და იმავეს ვლაპარაკობთ smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.