დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: საქართველო აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე.
თსუ ფორუმი > ზოგადი > საქართველო
გვერდი: 1, 2
demokrati
რამდენად არის შესაძლებელი რომ საქართველოს ორი რეგიონი/აფხაზეთი და ოსეთი/, რუსეთის ბოლო ფაქტორის გათვალისწინებით დროებით დავივიწყოთ და დანარჩენ საქართველოს მივხედოთ....
DAGIჭEREN
demokrati
მაგ ორი რეგიონის გარეშე ქართული სახელმწიფო ვერ განვითარდებაdefault.gif ვერცერთი თვალსაზრისითdefault.gif
sin165
ციტატა(demokrati @ 15th October 2008 - 17:28) *
რამდენად არის შესაძლებელი რომ საქართველოს ორი რეგიონი/აფხაზეთი და ოსეთი/, რუსეთის ბოლო ფაქტორის გათვალისწინებით დროებით დავივიწყოთ და დანარჩენ საქართველოს მივხედოთ....

ერთი წუთითაც თუ დავივიწყებთ, ჩავთვალოთ, რო დაკარგულია. default.gif
giorgitab
არაფერია თბილისი იყო დაკარგული სამი საუკუნე მერე რა ჩვენი იყო და ჩვენი იქნება
skull
ახლა რო თავი მივანებოთ და დავივიწყოთ მერე ისევ ნოლიდან იქნება გასავლელი ეს გზა
nino _13
ციტატა(demokrati @ 15th October 2008 - 17:28) *
რუსეთის ბოლო ფაქტორის გათვალისწინებით დროებით დავივიწყოთ და დანარჩენ საქართველოს მივხედოთ....

shok.gif shok.gif shok.gif



demokrati
საქართველო მარტო ერთი ვიცი მე- აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი(და არა ოსეთი, როგორც ბევრი ამბობს)...

თავი კი არ უნდა დავანებოთ ყოველ წუთს უნდა გვახსოვდეს, რადგან დადგება მომენტი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. შეიძლება სწორედ ის ერტი წუთი აღმოჩნდეს საბედისწერო.

სამწუხაროდ, შენ უკვე დაანაწევრე მაგით ჩვენი მიწა, ჩვენთვის ერთი საქართველოა და ისაა მთლიანი, არ არსებობს დანარჩენი სხვა. ჩვენ ერთნაირად უნდა ვიზრუნოთ ყველა კუთხეზე, ერთი დღეც თუ დაივიწყე შენი კუთვნილი, ის უკვე დაგიკარგავს და ეგაა............
ELECTRA
ციტატა(demokrati @ Oct 15 2008, 17:28) *
რამდენად არის შესაძლებელი რომ საქართველოს ორი რეგიონი/აფხაზეთი და ოსეთი/, რუსეთის ბოლო ფაქტორის გათვალისწინებით დროებით დავივიწყოთ და დანარჩენ საქართველოს მივხედოთ....

რას ნიშნავს დანარჩენი საქართველო? ? ?

მაგ ორის რეგიონის გარეშე საქართველო არ არსებობს
nino _13
DAGIჭEREN
sin165
skull
ELECTRA
კაია ყველას ერთი აზრი რომ გვაქვს ამ საკითხშიsmile.gifsmile.gifsmile.gif
Sasha
ციტატა(DAGIჭEREN @ Oct 15 2008, 17:30) *
მაგ ორი რეგიონის გარეშე ქართული სახელმწიფო ვერ განვითარდებაdefault.gif ვერცერთი თვალსაზრისითdefault.gif



მაგრამ აშკარად მაგ ორი რეგიონის გარეშე ვართ და ვვითარდებით უკვე კარგა ხანიაა


დავიწყება არ შეიძლება მაგრამ ისე მე თუ მკითხავ აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნების არც ისე დიდი შანსები გვაქ unsure.gif
DAGIჭEREN
#1 teko
და შენ გგონია ჩვენ ვართ სახელმწიფო? შემდგარი სახელმწიფო? როგორც ჩვენი მთავრობის წევრებს უყვართ ხოლმე თქმა?
Sasha
DAGIჭEREN


ვართ თუ არა შემდგარი სახელმწიფო ეგ სხვა საკითხია მაგრამ აფხაეთის და ოსეთის გარეშე რო ვართ ეგ ხო ფაქტია არაა???



DAGIჭEREN
ნუ შანსები რა იქნება კიდევ ერთი ომი თუ მოვემზადებით კარგად მთელი ერი მოვიგებთ. ომს იგებს არა ჯარი და სპეცნაზი არამედ მთელი ერი ერთადdefault.gif

#1 teko
კი ბატონო ფაქტია რომ ამდენი ხანი მაგათ გარეშე ვარსებობდით მაგრამ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე ვერ განვითარდებით იმიტომ რომ ეგ ორი რეგიონი ყოველთვის იქნება პრობლემა წარმოიდგინე ქვეყნის დედაქალაქიდან რამოდენიმე ათეულ კილომეტრში ქვეყნის ნომერ პირველი მტერის ტანკები დგას და რამოდენიმე კილომეტრში არიან ქვეყნის მთავარ სატრანსპორტო არტერიასთანdefault.gif ესე არ შეიძლება
Sasha
DAGIჭEREN



ეგ ხოო მაგრამ მე რატომღაც ნაკლებად მჯერა იმის რომ ეგ ტანკები იქიდან მალე გავლენ და მას შემდეგ რაც ის ტანკები ოდესმე გავლენ იქიდან ეს ორი რეგიონი ჩვენ დაგვიბრუნდება

ასე რომ მოგვიწევს მაგათ გარეშე განვითარებაა,ნუ დიდი იმედი მაქ რო მე ვცდები და სოხუმში ერთხელ მაინც ჩავალ დასასვენებლად rolleyes.gif
DAGIჭEREN
#1 teko
ეგ ტანკები თუ არ გავყარეთ თავისით არ გავლენ ვერ გავიგე კიდევ გჯერათ ვინმეს რამე სამშვიდობო გეგმის? წარმოიდგინეთ თვითონ იდეაშივე რა აფსურდია მე რაღაც მოვიპოვე ომით და ვიღაცას ლაპარაკით დავუთმო?/:) ჩAვალთ ჩავალთ :X
Sasha
DAGIჭEREN

ლაპარაკით რო არავინ მოგვცემს მაგ ორ რეგიონს ეგაა მთავარი პრობლემა,რუსებზე კარგი ჯარი გვყავს შეიძლება მაგრამ ჩვენ მარტო მაგათ ვერ გავუმკლავდებით ომის პონტში,აფხაზეთთან და ოსეთთან ბრძოლის ველზე კიდევ რუსეთი მარტოს არასდროს არ დაგვტოვებს ყოველთვის ჩაერევა
თავისით რო არ გავლენ ეგ მე ძალიან კარგად ვიცი მაგრამ ჩვენ რო გავაგდებთ მაგის ცოოტა მეეჭვება და სამშვიდობობო გეგმების კიდე ბავშობიდან არ მჯეროდა ზოგადად biggrin.gif
DAGIჭEREN
#1 teko
თუ მოვინდომებთ გავაგდებთdefault.gif
nino _13
ციტატა(#1 teko @ 15th October 2008 - 23:39) *
ასე რომ მოგვიწევს მაგათ გარეშე განვითარებაა

არ შეიძლება მასე მსჯელობა, არ შეიძლება იმ აზრთან შეგუება, რო ეს ტერიტორიები ჩვენი აღარაა, ყოველთვის არსებობს გამოსავალი, და მას უნდა დაელოდო, დარწმუნებული ვარ დადგება მომენტი, როცა რუსეთის ძლევა ხალხს ასეთი უტოპიური აღარ ეგონება, ყველაფერი კარგავს ფუნქციონირებას საკუთარი ნაწილის გარეშე. მანამ პირსი სული "გვჩრია" ქვეყნის გამთლიანებაზე უნდა ვიფიქროთ, დაუმარცხებელი არავინაა დედამიწაზე, ყველას აქვს თავისი სუსტი წერტილი, მთავარია ჭკვიანური პოლიტიკა და ძლიერი თავდაცვის სისტემა, რუსეტის პატარა შეცდომას უნდა დაველოდოთ და ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ, უშეცდომო კი არავინაა.....
მე მჯერა, რომ დავიბრუნებთ!!!!.......................
demokrati
ჩემი აზრით, აფხაზეთი და ოსეთი, სამუდამოდ თუ არა უახლოესი 15 წლის განმავლობაში დაკარგული გვაქვს, თუმცა ისედაც დაკარგული გვქონდა 15 წელი, ასე რომ მომდევნო 15 წელი წინა 15 წლის რეანიმირება და წარსულის საფუძვლიანი შესწავლა იქნება, მაგრამ ვეჭვობ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ამ იდეით იყოს გამსჭვალული, ასე რომ დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი სოციუმში, რაც ბევრისთვის უბრალოდ მიუღებელია, ასე რომ ყველანი წინ საბოლოო გამარჯვებამდე.............
giorgitab
ციტატა(demokrati @ 16th October 2008 - 16:03) *
მაგრამ ვეჭვობ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ამ იდეით იყოს გამსჭვალული, ასე რომ დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი სოციუმში, რაც ბევრისთვის უბრალოდ მიუღებელია, ასე რომ ყველანი წინ საბოლოო გამარჯვებამდე.............


ეს თავისთავად ასეა, მარტო სოციუმში კი არა თუ მსგავსი გეოპოლიტიკური ვითარება და არსებული ძალთა თანაფარდობა შენარჩუნდება კავკასიაში და მსოფლიოში ეს ტერიტორიბი კიდევ კაი ხანს იქნება უკონტროლო ჩვენს მიერ
xareba
ციტატა(DAGIჭEREN @ Oct 16 2008, 0:33) *
რამოდენიმე კილომეტრში არიან ქვეყნის მთავარ სატრანსპორტო არტერიასთანdefault.gif ესე არ შეიძლება

რამდენიმე მეტრში არიან და არა კილომეტრში.. ახალგორის რაიონი ზუსტად ცენტრალურ მაგისტრალს ესაზღვრება default.gif



ციტატა(nino _13 @ Oct 16 2008, 8:58) *
მთავარია ჭკვიანური პოლიტიკა და ძლიერი თავდაცვის სისტემა.

მაგაში გეთანხმები ,მაგრამ თავდაცვის ძლიერებაზე ლაპარაკი ზაფხულის მერე ცოტა სასაცილოდ მეჩვენება (ზოგად თავდაცვას ვგულისმხობ და არა ცალკეული რაზმების კარგ მომზადებასა და თავდადებას).
ხოლო რაც შეეხება სწორ ("ჭკვიანურ" )პოლიტიკას, ამაზე ხომ სიცილიც კი ზედმეტი თავის შეწუხებააა...
სანამ არც-ერთი გაგვაჩნია და არც მეორე, უაზრო ბაქი-ბუქი არაფერს მოგვცემს...
nino _13
ციტატა(xareba @ 17th October 2008 - 10:59) *
ხოლო რაც შეეხება სწორ ("ჭკვიანურ" )პოლიტიკას, ამაზე ხომ სიცილიც კი ზედმეტი თავის შეწუხებააა...
სანამ არც-ერთი გაგვაჩნია და არც მეორე, უაზრო ბაქი-ბუქი არაფერს მოგვცემს...

შეიძლება დღეს გვაქვს პრობლემები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დამთავრებულია და წინსვლას ვერ შევძლებთ, ყველაფერიც კარგად იქნება, მთავარია ხალხმა მოინდომოს.
xareba
ციტატა(nino _13 @ Oct 17 2008, 12:33) *
შეიძლება დღეს გვაქვს პრობლემები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დამთავრებულია და წინსვლას ვერ შევძლებთ, ყველაფერიც კარგად იქნება, მთავარია ხალხმა მოინდომოს.

მე დღევანდელ დღეზე ვლაპარაკობ... ისე სიმართლე გითხრა, დღევანდელი თაობის და ზოგადად ქართველი ხალხის შემხედვარე, დიდი იმედები მაქვს მეთქი მოგატყუებ... ქართველი ხალხი მაშინ მოკვდა, როდესაც რუსეთის შემადგენლობაში შევედით... ერი, რომლის ერთადერთი ტრადიცია სუფრა და ქალიშვილობის ინსტიტუტია... ერად აღარ ვარგა... მთავარი სულიერებააა (მარტო ეკლესიას არ ვგულისხმობ) სულიერება კი უკვე დიდი ხანია დავკარგეთ...
nino _13
xareba
აი, ახლა ბევრ რამეში რომ არ დაგეთანხმო არც შემიძლია.
ციტატა(xareba @ 17th October 2008 - 20:51) *
მთავარი სულიერებააა (მარტო ეკლესიას არ ვგულისხმობ) სულიერება კი უკვე დიდი ხანია დავკარგეთ...

ხო, ერი სულიერად თუ დაეცა უკვე მკვდარია, ფიზიკურ განადგურებაზე საშინელი სულიერი განადგურებაა...
ციტატა(xareba @ 17th October 2008 - 20:51) *
ერი, რომლის ერთადერთი ტრადიცია სუფრა და ქალიშვილობის ინსტიტუტია.

ქართული ტრადიციების თემასი ამაზე ბევრი ვწერე(მარა მაინც ვერ გამიგეს) და აქაც დავწერ, ტრადიციების შენარჩუნება ინდივიდუალობის, სულიერი კულტურის შენარჩუნების ტოლფასია, ტრადიცია თვითმყოფადობის შენარჩუნებასი ეხმარება ერს.

ციტატა(xareba @ 17th October 2008 - 20:51) *
ისე სიმართლე გითხრა, დღევანდელი თაობის და ზოგადად ქართველი ხალხის შემხედვარე, დიდი იმედები მაქვს მეთქი მოგატყუებ

აღარ ვიცი ამ საკითხსი რა ვიფიქრო, ხო, ცუდი თაობა იზრდება, თან ვფიქრობ თავისუფლების სიყვარული ექნებათ-მეთქი, მაგრამ დაცვა კი შეეძლებათ თავისუფლებისა????...

ქართველმა ერმა დიდი ეროვნული სულისკვეთება და ეროვნული ენერგია დაკარგა, მას შემდეგ რაც რუსეთმა დაგვიპყრო, მაგრამ სიკვდილი ჯერ მაინც ნაადრევია......იმედი მაინც უნდა არსებობდეს...ხშირად ვწერ ამ სიტყვებს-იმედი უბედურთა მეორე სულია....
Condottieri
ციტატა(xareba @ Oct 17 2008, 20:51) *
მე დღევანდელ დღეზე ვლაპარაკობ... ისე სიმართლე გითხრა, დღევანდელი თაობის და ზოგადად ქართველი ხალხის შემხედვარე, დიდი იმედები მაქვს მეთქი მოგატყუებ... ქართველი ხალხი მაშინ მოკვდა, როდესაც რუსეთის შემადგენლობაში შევედით... ერი, რომლის ერთადერთი ტრადიცია სუფრა და ქალიშვილობის ინსტიტუტია... ერად აღარ ვარგა... მთავარი სულიერებააა (მარტო ეკლესიას არ ვგულისხმობ) სულიერება კი უკვე დიდი ხანია დავკარგეთ...


შენს სიტყვებს "დღევანდელი თაობის და ზოგადად ქართველი ხალხის შემხედვარე, დიდი იმედები მაქვს მეთქი მოგატყუებ" ხელს მოაწერდა ილიას მთავარი პერსონაჟი პოემა აჩრდილიდან.

ერთი მითხარი რატომ მოკვდა ქართველი ერი რუსეთის შემადგელობაში? ხმალს აღარ ვლესავთ?
ან სულიერება რას ნიშნავს თუ ეკლესიას არ გულისხმობ და როდის დავკარგეთ?
დიდი ხანი ყოფილა თურმე და მეწყინა არ უთქვამთ ჩემთვის
Panther
მაგის წარმოდგენა არ მსურს...ეგ არ უნდა მოხდეს,ჩვენს ხელშია არ არის საქართველოს მომავალი?ჩვენ ეგ არ უნდა დავუშვათ..
Kasper
თემის სათაური smile.gif
ციტატა
საქართველო აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე.


აქ არ უნდა ვილაპარაკოთ თემაზე საქართველო ქართველების გარეშე ან ფობიებზე ან სხვა რამეებზე რაზეც ლაპრაკობდით ცოტა თავი შეიკავეთ OFF ებისგან მართალია საინტერესო საუბარი იყო მაგრამ თემას არ ეხებოდა ... თემისა სათაური გაითვალისწინეთ მაქსიმალურად smile.gif
nino _13
ციტატა(Panther @ 27th October 2008 - 3:03) *
ეგ არ უნდა მოხდეს,ჩვენს ხელშია არ არის საქართველოს მომავალი?

ხო, ჩვენს ხელშია smile.gif
ცუდია ბევრი რომ ვერ ხვდება მაგას smile.gif
DAGIჭEREN
nino _13
სამწუხაროდ მარტო ჩვენს ხელშიც არ არის :| sad.gif
nino _13
DAGIჭEREN
ნუ პრინციპში დღეს მასეა, მაგრამ თუ მოვინდომებთ ყველაფრი ჩვენს ხელთ იქნება.
რა ვიცი მე ასე მინდა რომ იყოს და ....biggrin.gif

არა საინტერესო საკითხია ისე, თემა უნდა გავხსნა smile.gif
rikardo kaka
სქართველო აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე ისეა, როგორც ადამიანი გულისა და ტვინის გარეშე.
dembo
რა ცუდი თემაა :|
nino _13
ციტატა(dembo @ Nov 2 2008, 13:19) *
რა ცუდი თემაა :|

"დემოკრატის" გახსნილია და კარგი როგორ იქნება biggrin.gif
xareba
ციტატა(Condottieri @ Oct 25 2008, 23:16) *
ერთი მითხარი რატომ მოკვდა ქართველი ერი რუსეთის შემადგელობაში? ხმალს აღარ ვლესავთ?

ვაი ეგეთ ხმლის ლესვას....
free student
პოლიტიკაში ისევე როგორც ყველა სფეროში აუცილებელია აკეთო მნიშვნელობით პირველი საქმე,დღევანდელ გლობალურ სამყაროში როდესაც გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესებიასეთი დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს, პირველი რიგის ამოცანაა ქვეყნისათვის, მით უმეტეს ისეთი პატარა ქვეყნისათვის როგორიც საქართველოა, ეთნიკური უმცირესობების პრობლემების მოგვარება, რადგან რამდენიმე წელში ეს პრობლემა შეიძლება უმართავი გახდეს.
xareba
ციტატა(free student @ Nov 3 2008, 17:22) *
პოლიტიკაში ისევე როგორც ყველა სფეროში აუცილებელია აკეთო მნიშვნელობით პირველი საქმე,დღევანდელ გლობალურ სამყაროში როდესაც გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესებიასეთი დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს, პირველი რიგის ამოცანაა ქვეყნისათვის, მით უმეტეს ისეთი პატარა ქვეყნისათვის როგორიც საქართველოა, ეთნიკური უმცირესობების პრობლემების მოგვარება, რადგან რამდენიმე წელში ეს პრობლემა შეიძლება უმართავი გახდეს.

პრობლემის მოგვარებაში რას გულისხმობ?
free student
ციტატა(xareba @ Nov 3 2008, 18:15) *
პრობლემის მოგვარებაში რას გულისხმობ?


მათთან ურთიერთობის გარკვევა და შესაფერისი სტატუსით ერთიან ქართულ სივრცეში მათი უმტკივნეულოდ ინტეგრირება.
Panther
არა,აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენია..
rikardo kaka
ძალიან გთხოვთ, არავინ თქვას ტერმინი ''სამხრეთ ოსეთი'', ამისი თქმა არის სამშობლოს ღალატი.
zesta 2004
ციტატა(rikardo kaka @ 20th November 2008 - 11:17) *
ძალიან გთხოვთ, არავინ თქვას ტერმინი ''სამხრეთ ოსეთი'', ამისი თქმა არის სამშობლოს ღალატი.

rikardo kaka
მართალი ხარ.
ოსეთი არსებობს ერთი და ის კავკასიონს მიღმაა.
ის ტერიტორია, სადაც ზოგიერთის სათაყვანებელმა სტალინმა ოსები ჩაასახლა სამაჩაბლოა.
rikardo kaka
ციტატა(zesta 2004 @ Nov 20 2008, 11:21) *
rikardo kaka
მართალი ხარ.
ოსეთი არსებობს ერთი და ის კავკასიონს მიღმაა.
ის ტერიტორია, სადაც ზოგიერთის სათაყვანებელმა სტალინმა ოსები ჩაასახლა სამაჩაბლოა.

სამაჩაბლო კი არა,უფრო სწორად შიდა ქართლია.
zesta 2004
ციტატა(rikardo kaka @ 20th November 2008 - 11:24) *
სამაჩაბლო კი არა,უფრო სწორად შიდა ქართლია.

rikardo kaka
ეგ დაახლოებით ისე როგორვ ქიზიყი კახეთში.
მაგას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა....
Pacifist
შეუძლებელია,მე ვერ წარმომიდგენია,გულის გარეშე ვერ ვიარსებებთ(ცხინვალი) და აფხაზეთს არ შევარჩენთ არავის(იმედი მაქვს)!
bimo
1993წლის 20 ივლისის მიმართვაში ზვიად გამსახურდია წერს:"...შევარდნაძის დიპლომატიური თამაში აფხაზეთის პრობლემის გარსემო მიზნად ისახავს კაპიტულაციას აფხაზი სეპარატისტებისა და რუსეთის იმპერიალისტური ძალების წინაშე.მზადდება ე.წ."ცხინვალის ვარიანტი",სამშვიდობო ძალების შემოყვანა კონფლიქტის ზონაში და სოხუმის ჩაბარება! (ეს იცოდა შარტავამ და ამიტომ მოიშორეს-შავლეგო)...ყერ კიდევ ელცინ-შევარდნაძის შეხვედრისას დაიგეგმა სოხუმიდან მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გაყვანა,რაც ნიშნავს სოხუმის ჩაბარებას...სოხუმიდან ქართული ჯარის გაყვანა ნიშნავს ქართველი მოსახლეობის გაყვანას,ვინაიდან შეიარაღებული ძალების 93%-ს ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს,სოხუმის ჩაბარებას... მოჰყვება-ქართული მოსახლეობის არნახული გენოციდი და დეპორტაცია." სწორედ ამიტომ ჩამობრძანდა პრეზიდენტი და ოჩამჩირეში25 სექტემბერს შეკრიბა ორივე მხარის ჯარის მეთაურების დიდი ნაწილი(ეს ვიდო ვიკიპედიაშია) და ერთად სოხუმის გადარჩენაზე ფიცი დაადებინა! ჯაბა- ედიკას დუეტი ამ თავის ჯარის მეთაურებს თბილისში ოჯახების აწიოკებით დაემუქრა,რის შედეგადაც სოხუმის დაცვის ეს შანსი ხელიდან იქნა გაშვებული!სოხუმში შესვლის ბრძანება გასცა ბ-ნმა ზვიადმა,მაგრამ რუსებმა ამ დროს დაბომბე ისინი და 6 კაცი დაიღუპა.ზვიადის გვარდიის სავარაუდო განადგურების გეგმის შესახებს შარტავამ აცნობა...
DAGIჭEREN
bimo
გავიგეთ ეგ მერე?
bimo
ბნ-ი ზვიადი ეროვნულ მოძრაობის ლიდერად ერმა აღიარა,სოციალურ გამოკითხვებში ლიდერობდა ,დამოუკიდლობაც მოგვიპოვა,აფხაზეთში კრემლს არ მისცა საშუალება კონფლიქტის პროვოცირებისა და არჩევნებით გაანეიტრალა დაძაბულობა,Qარტველთა და სხვა ჩვენი მოქალაქეების გენოციდი თავიდან აგვაცილა(შევარდნაძე-არძინბას ტანდემმა რუსეთის დავალებით ეს გენოციდი ჩაატარეს-30000 ადამიანი იმსხვერპლეს და ქართველთა ეთნოწმენდა მოაწყვეს).ელცინს მოსკოვში არ ეახლა,აქ ჩამოიყვანა,ყაზბეგში 1990წ. 11 დეკემბრის კანონი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმების შესახებ კანონიერად აღიარებინა,ხელი მოაწერინა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსული ჯარების გაყვანას, აფხაზეთში არჩევნების შემდეგ მთავრობის თავ-რე, პროკურორი,შინაგან და უშიშროების მინისტრები ქართველები იყვნენ,პრეზიდენტი ნებისმიერ ანტიკონსტიტუციურ აქტს აჩერებდა ან აუქმებდა ,გვარდია აფხაზეთში მხოლოდ ქართული იყო,ყველა ბერ..კეტი აფხაზეთის მართვისა პრეზიდენტ გამსახურდიას ხელში იყო.ერთი გოჯი მიწა არ დაუთმია,არც ვალები არ დაუტოვებია,.ზვიად გამსახურდიამ სამშობლოსათვის თავი გასწირა...იგი მოკლეს რუსეთის სპეცნაზის "ალფას" და ედიკას ძალოვნებმა. ისე ერთი კაცისთვის დამოუკიდებლობის მოპოვება საკმარისი არაა?ა დამოუკიდებლობის მოპოვება ყველას პლიუსში უთვლიიან გამსახურდიამ რა დააშავა? "ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს...მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია,მას ისე დავკორტნით,როგორც დაკოდილ ძერას ყვავები"-კონსტანტინე
bimo
რაც არ უნდა ცილი დასწამონ b-n zviads ,მაინც მის შემდეგ დამსახურებეებს ვერავინ ამოშლის ისტორიიდან:1.საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 35 წლიანი ბრძოლის შემდეგ;2.საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი იმპერიის-რუსეთის კლანჭებიდან უსისხლოდ დემოკრატიული არასაბჭოური არჩევნებით,საქარტველოს დახსნა;3.საქართველოს დე იურე ცნობა 1992წლამდე 28 სახელმწიფოს მიერ;4.არც საშინაო და არც საგარეო ვალების აღება;6.უკანონო ე.წ.სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმება :7. 1991წ. 23 მარტს ყაზბეგში გამსახურდია -ელცინის ხელშეკრულებაში ამ ოლქის გაუქმების ლეგიტიმურობის აღიარება რუსეთის მიერ და აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსული ჯარების დაუყონებლივ გაყვანის აუცილებლობა;8..აფხაზეთში 28-26-11 სისტემით არჩევნების ჩატარებით კონფლიქტის პროვოცირების ჩაშლა,რაც ქართულ-აფხაზური დიპლომატიის გამარჯვება იყო კრემლზე, ვინაიდან თავიდან იქნა აცილებული ქართველთა და სხვათა ფიზიკური განადგურება;9.აფხაზეთში სიტუაციის კონტროლი საქართ.ხელისუფლების მიერ(მთავრობის თავ-რე,პროკურორი,შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები ქართველები იყვნენ, გვარდია ქართული იყო,პრეზიდენტს და პარლამენტს უფლება ჰქონდათ გაეუქმებინა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებები);10.არცერთი გოჯი მიწა არ დაუთმია;11.საქართველოს თავი შესწირა(მას რუსებმა გალში შესთავაზეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა და პრეზიდენტად დააბრუნებდნენ?! ) უარით მან ხელი" მოაწერა" სიკვდილზე,რაც რუსებმა და ედიკას ძალოვნებმა განახორციელეს!...წმ.შალვა ახალციხელმაც-შავლეგომ არ ითანამშრომლა დამპყრობელთან ჯალალ-ედინთან და ეწამა სამშობლოსათვის!

1. ზვიად გამსახურდიამ საქართველოს თავი შესწირა(მას რუსებმა გალში შესთავაზეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა და პრეზიდენტად დააბრუნებდნენ?! ) უარით მან ხელი" მოაწერა" სიკვდილზე,რაც რუსებმა და ედიკას ძალოვნებმა განახორციელეს!...წმ.შალვა ახალციხელმაც-შავლეგომ არ ითანამშრომლა დამპყრობელთან ჯალალ-ედინთან და ეწამა სამშობლოსათვის! განა ეს არაა მარტვილობა?! 2.საქართველო დაიბადა 1991წლის 9აპრილს! რაც შეეხება 26 მაისს ეს "მამამისის" დაბადების დღეა!ასეთი ლოგიკით ფარნავაზის ბდროსაც გახდა დამოუკიდებელი ან უფრო ადრე აიეტის საქართველომ რა დააშავა ? განა არ ჯობია ძველი წელთააღრიცხის პერიოდიდან დავიწყოტ? მაგრამ ეს მაოხრებელი გზირის -ედუარდ ორჯონიკიძის შემოქმედებაა და ისევ ამ გზით სიარული თ მოსეს უდაბნოდან ვერ გამოვალთ?!
xareba
bimo
გასაგებია, რომ ზვიადი ძალიან გიყვარს და გინდა მისი როლი საქართველოს სიტორიაში (რომელიც მას უდავოდ გააჩნია) გაათმაგო smile.gif
მაგრამ მაინც არ იქნებოდა სწორი. ალბათ ყველას ახსოვს ზვიადის ნათქვამი სიტყვები (რომელიც ტელევიზიით გადაიცა): "დაკარგოს შევარდნაძემ აფხაზეთი(!) ჩვენ მოვალთ და დავიბრუნებთ" ეს სიტყვები რომ მოვისმინე რატომღაც ეჭვი შემეპარა ამ ადამიანში "სპეტაკი გრძნობების" არსებობისა აფხაზეთის მიმართ. smile.gif
giorgitab
გუშინ იყო გადაცემა დუდაევზე და ჩეჩნებზე თუ რატომ იბრძოდნენ თურმე ისინი აფხაზეთის ომში, რომ რუსეთი ატყუებდა და ქართველებს კი არა ედიკას ებრძოდნენ, ხო ბასაევმა რომ ითამაშა ჯარისკაცების თავით ფეხბურთი სულ მაგის ბრალი იყო, საქართველო ხომ არ ჩარეულა მაგათ საშინაო საქმეში

ამათ უყვართ ხო ქართველი ხალხი? ძმებიო?

http://www.link.ge/file/239940/afxazeTi.wmv.html
bimo
ხარება! მე ფაქტებით გელაპარაკები და არ ვჭორაობ,რა შუაშია აქ სიყვარული? თუ ილიაზე დავწერე ფაქტები არ გეწყინება ზვიადზე რატომ გწყინს?ზვიადის ამ სიტყვებში დამშვიდების მცდელობაა (მას უყვარდა თავისი ხალხი..),ხოლო გაჩუქებულ ტერიტორიების დაბრუნებას თავს,რომ შესწირავდა ამაში ეჭვი გეპარება?შენთვის დავდებ ამას და წაიკითხე...რაც არ უნდა ცილი დასწამონ b-n zviads ,მაინც მის შემდეგ დამსახურებეებს ვერავინ ამოშლის ისტორიიდან:1.საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 35 წლიანი ბრძოლის შემდეგ;2.საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი იმპერიის-რუსეთის კლანჭებიდან უსისხლოდ დემოკრატიული არასაბჭოური არჩევნებით,საქარტველოს დახსნა;3.საქართველოს დე იურე ცნობა 1992წლამდე 28 სახელმწიფოს მიერ;4.არც საშინაო და არც საგარეო ვალების აღება;6.უკანონო ე.წ.სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმება :7. 1991წ. 23 მარტს ყაზბეგში გამსახურდია -ელცინის ხელშეკრულებაში ამ ოლქის გაუქმების ლეგიტიმურობის აღიარება რუსეთის მიერ და აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსული ჯარების დაუყონებლივ გაყვანის აუცილებლობა;8..აფხაზეთში 28-26-11 სისტემით არჩევნების ჩატარებით კონფლიქტის პროვოცირების ჩაშლა,რაც ქართულ-აფხაზური დიპლომატიის გამარჯვება იყო კრემლზე, ვინაიდან თავიდან იქნა აცილებული ქართველთა და სხვათა ფიზიკური განადგურება;9.აფხაზეთში სიტუაციის კონტროლი საქართ.ხელისუფლების მიერ(მთავრობის თავ-რე,პროკურორი,შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები ქართველები იყვნენ, გვარდია ქართული იყო,პრეზიდენტს და პარლამენტს უფლება ჰქონდათ გაეუქმებინა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებები);10.არცერთი გოჯი მიწა არ დაუთმია;11.საქართველოს თავი შესწირა(მას რუსებმა გალში შესთავაზეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა და პრეზიდენტად დააბრუნებდნენ?! ) უარით მან ხელი" მოაწერა" სიკვდილზე,რაც რუსებმა და ედიკას ძალოვნებმა განახორციელეს!...წმ.შალვა ახალციხელმაც-შავლეგომ არ ითანამშრომლა დამპყრობელთან ჯალალ-ედინთან და ეწამა სამშობლოსათვის!
მან აქ თავი გაწირა აფხაზეთისათვის!!!

გიო...გრ.ორბელიანმა დაატყვევა შამილი და ამით დიდი სამსახური გაუწია რუსეთს კავკასიის დაპყრობაში,ასევე ბასაევმა დიდი როლი ითამაშა გაგრის აღებაში და დაეხმარა რუსებს...ორივეს ბუმერანგივით შემოგვიტრიალდა კავკასიის ღალატი!ისე გაგრა, სოხუმი შევარდნაძემ ჩააბარა და თუ ნახავ მა ვიდეოზე 'აფხაზების სიმხეცეს' დარწმუნდები სკამზე როგორ გაყიდა სერგო შევარდნაძემ აფხაზეთი ... 1991-92 წწ. თბილისში იყო ბრძოლა საქართველოს და რუსეთს შორის ,რომელმაც ორჯონიკიძის რევკომივით დაგვისვა სახელმწიფო საბჭო...და სხვა საოკუპაციო ადმინისტრაციები,რომლებმაც რუსეთს შეუსრულეს ყველაფერი -გაგრის გადაცემა მოსკოვის 1992წ. 3სექტემბრის ხელშეკრულებიღ,როცა ჯარი და ტექნიკა ცალმხრივად გააყვანინა..ასევე 1993წ.27 ივლისს სოჭის შეთანხმებით სოხუმიდან გამოიყვანეს ტექნიკა და ჯარი,რის გამოც დაეცა სოხუმი, მთლიანად აფხაზეთი რუსებს გადაეცათ! თი!!!იგივე წესით 1992 წლის 24 ივნისს დაგომისის გარიგებით ედიკამ (ამ დროს შევარდნაძე რუსეთის მოქალაქე იყო) ედიკამ სემოიყვანა რუსები და მოახდინა სამაჩაბლოს ოკუპაცია ."ტყვარჩელში და გუდაუთაში შესვლა ელცინმა ამიკრძალა, დიდი მსხვერპლი იქნებაო'"-შევარდნაძის სატელევიზიო გამოსვლა.რუსეთ-საქართველოს ომში ორივე მხარი მთავარსარდალი ელცინი იყოო!!!
xareba
ციტატა(bimo @ Apr 23 2009, 17:35) *
საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი იმპერიის-რუსეთის კლანჭებიდან უსისხლოდ დემოკრატიული არასაბჭოური არჩევნებით,საქარტველოს დახსნა

გასაგებია, ე.ი. საქართველომ უსისხლოდ დაიხსნა თავი ხო? ერთი დამისახელე, კიდევ რომელ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში დაიღვარა იმდენი სისხლი, რაც ჩვენ დავღვარეთ 1989 წლის 9 აპრილს? შესაწირი გავუკეთეთ თავისუფლებას, რომელიც ისედაც მოვიდოდა smile.gif
შუა აზიის რესპუბლიკებმა ისე მოიპოვეს დამოუკიდებლობა, რომ ვერც მიხვდნენ...
არაა.. ქართველები ხომ უნდა მოვყვეთ ნანგრევებში! ისე როგორ შეიძლება..
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.