დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: შეკითხვა მომავალ ჟურნალისტებს თსუ-ში
თსუ ფორუმი > თსუს ფაკულტეტები > სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი > ჟურნალისტიკა
გვერდი: 1, 2, 3, 4
mcv@ne
აქ დაწერეთ: რას ელოდით, სანამ ჟურნალისტიკის განყოფილებაზე მოხვდებოდით და რა დაგხვდათ?
რამდენად დამაკმაყოფილებელია სწავლის დონე და რა გაკლიათ?
მოკლედ, რა მოგწონთ, ან არ მოგწონთ დიად "მეექვსე კორპუსელებს" უნივერსიტეტში?
luci
ჯერ-ჯერობით ყველაფერი ჯიგრულადაა ხოდა ერთადერთი რამე მაკლია ლექციების დროს:პუფები,ანანასის წვენი და სიგარეტი... biggrin.gif
mcv@ne
მოდი მე დავიწყებ smile.gif ველოდი, რომ ძალიან ბევრს მასწავლიდნენ და ძალიან საინტერესო საგნებს. მეგონა, რომ სწავლის პარალელურად გვექნებოდა პრაქტიკა. ეს მოლოდინები არ გამიმართლდა.
ველოდი, რომ საინტერესო ლექტორებს შევხვდებოდი, თუმცა ჩემი აწ უკვე ყოფილი და ამჟამინდელი ლექტორებიდან მხოლოდ ერთი-ორი აღმოჩნდა ასეთი. არანაირად არ მეგონა, მაგრამ რატომღაც სასწავლო წლის დაწყებიდან ერთ თვეში აღმოჩნდება ხოლმე, რომ ლექციაზე არაფერი გვისწავლია და კოლოკვიუმი უნდა ვწეროთ.
მომწონს, რომ ჩვენს დარბაზში ტარდება კინოჩვენება და შემდეგ ამ ფილმების განხილვა ძალიან საინტერესო ადამიანებთან ერთად.
დანარჩენს კიდე მოვიფიქრებ და ეტაპობრივად დავწერ tongue.gif
sweet_sensation
მოკლედ
არ მომწონს ის, რომ ჯგუფებში ვართ ძალიან ბევრი ბავშვი და ძალიან ძნელია ლექცია დ ამითუმეტეს სემინარი ნორმალურად ჩატარდეს.
საერთოდაც ჯგუფი არ მაქვს ! სხვადასხვა საგანზე სხვდასხვა ჯგუფი ვართ sad.gif
არ მომწონს ლექტორთა 70%. ქალბატონი დალი მაგალითად მეოცდამეორეს და მეოცდემესამეს ვერ გაცდა გრამატიკაში!
არ მომწონს ის, რომ სამაუწყებლო მედიაში ძალიან ძველი სახელმძღვანელოებია და იმდენად ამაზრზენად გამოიყურება რომ არც გადავშლი.

ძალიან მომწონს ჩვენი დეკანატი wub.gif ნაირა და ნინო ძალიან მაგარი ხალხია wub.gif პაიჭაძეც მომწონს და საერთოდ მეოთხე სართულზე სიტუაცია რა biggrin.gif
მომწონს მარინა ვაშაყმაძე, მერიკო ტორაძე, თათია და ნინო wub.gif
გათბობა როა ეგეც ძალიან მომწონს biggrin.gif
და ჩემ სახლთან ახლოსაა მეექვსე კორპუსი
ეგეც მომწონს 1.gif
mcv@ne
ციტატა(sweet_sensation @ Dec 26 2007, 21:30) *
მოკლედ
არ მომწონს ის, რომ ჯგუფებში ვართ ძალიან ბევრი ბავშვი და ძალიან ძნელია ლექცია დ ამითუმეტეს სემინარი ნორმალურად ჩატარდეს.
საერთოდაც ჯგუფი არ მაქვს ! სხვადასხვა საგანზე სხვდასხვა ჯგუფი ვართ sad.gif
არ მომწონს ლექტორთა 70%. ქალბატონი დალი მაგალითად მეოცდამეორეს და მეოცდემესამეს ვერ გაცდა გრამატიკაში!
არ მომწონს ის, რომ სამაუწყებლო მედიაში ძალიან ძველი სახელმძღვანელოებია და იმდენად ამაზრზენად გამოიყურება რომ არც გადავშლი.

ლექციები სტუდენტთა სიმრავლის გამო, მართლა ვერ ტარდება ნორმალურად sad.gif დალის და ბევრ სახელმძღვანელოს კიდე მოევლება როგორმე tongue.gif
sunflower
არ მომწონს სახელმძღვანელოების პრობლემა როა, არ მომწონს ბევრი ბავშვი როა ჯგუფში და კიდევ ბიბლიოთეკა როა ძალიან პაწუკა smile.gif
mcv@ne
აბა ადრე სულ არ იყო ბიბლიოთეკა და ეგ გვაწუხებდა
naii
საერთოდ მეექვსე კორკუსი არ მომწონს, მეორეში რო ვყოფილიყავი "ბედნიერი "ვიქნებოდი,მეექვსეს ფანჯრებიდან მაიც სევდიანად გავყურებ მეორეს ხედს... მეორეზე შეყვარებული გიჯი არ გეგონოთ, უბრალოდ იქ ერთი ადამიანი მეგულება და wub.gif
mcv@ne
ციტატა(naii @ Dec 29 2007, 22:16) *
საერთოდ მეექვსე კორკუსი არ მომწონს, მეორეში რო ვყოფილიყავი "ბედნიერი "ვიქნებოდი,მეექვსეს ფანჯრებიდან მაიც სევდიანად გავყურებ მეორეს ხედს... მეორეზე შეყვარებული გიჯი არ გეგონოთ, უბრალოდ იქ ერთი ადამიანი მეგულება და wub.gif

გადადი მერე მეორეში biggrin.gif
minda
არა 7.gif
julia
ვააა რა დღეში ყოფილხართ I-II-III კურსელებო!:( ჩვენთან სულ სხვაგვარადაა ყველაფერი p.s მე-4 კურსელიbiggrin.gifრაც შეეხება მე 6 კორპუსს, მართალია ჩრდილოეთ პოლუსია, მაგრამ მაინც ზაან მაგარია! მყუდროდ ვართ და ცალკე ავტონომიაა შექმნილი. ეგაა რო პიარისტებს წაართვეს კორპუსი და ჩვენთან არიან გადმოსულები, თორემ ისე მარტო ჟურნალისტები ვიქნებოდით. რაც ეს ეროვნული გამოცდები შემოიღეს მას შემდეგ აირია ყველაფერი, თორემ მანამდე უფრო სხვა იყო მე 6 კორპუსიიი! angry.gif
4ever
ვაიმე. იმის მეათედიც არ დამხვდა რასაც ველოდი. sad.gif
kedi
არ მეგონა თუ მომიწევდა სტატისტიკის სწვალაა.. მერე ეს წიგნების ხომ მ უაააააააააააააააზრობაა.. მეათედი კი არა, არაფერი დამხვდა. რასაც ველოდი.. კიდევ კურსელებიიი ბლაფფ არ მომწონს
mcv@ne
ციტატა(kedi @ Jan 9 2008, 13:15) *
არ მეგონა თუ მომიწევდა სტატისტიკის სწვალაა.. მერე ეს წიგნების ხომ მ უაააააააააააააააზრობაა.. მეათედი კი არა, არაფერი დამხვდა. რასაც ველოდი.. კიდევ კურსელებიიი ბლაფფ არ მომწონს

რომელ კურსზე ხარ? ცოტაც და ყველა კურსელი ძაააალიან შეგიყვარდება tongue.gif ყველაფერი შეჩვევაზეა დამოკიდებული, უწიგნობაც, მათ შორის, biggrin.gif
pensioneri
არ მომწონს,რომ არ მყავს ჯგუფი და ექვსივე საგანზე სხვადასხვა ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა.საბოლოოდ გამოდის,რომ არავის ვიცნობ sad.gif
mcv@ne
ციტატა(pensioneri @ Jan 9 2008, 17:11) *
არ მომწონს,რომ არ მყავს ჯგუფი და ექვსივე საგანზე სხვადასხვა ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა.საბოლოოდ გამოდის,რომ არავის ვიცნობ sad.gif

ხო, ეგ ცუდია, თან ძალიან. ჩვენ, მესამეკურსელები, კიდე მოვესწარით ჯგუფებს tongue.gif
sofia
ციტატა(julia @ Jan 8 2008, 15:13) *
ვააა რა დღეში ყოფილხართ I-II-III კურსელებო!:( ჩვენთან სულ სხვაგვარადაა ყველაფერი p.s მე-4 კურსელიbiggrin.gifრაც შეეხება მე 6 კორპუსს, მართალია ჩრდილოეთ პოლუსია, მაგრამ მაინც ზაან მაგარია! მყუდროდ ვართ და ცალკე ავტონომიაა შექმნილი. ეგაა რო პიარისტებს წაართვეს კორპუსი და ჩვენთან არიან გადმოსულები, თორემ ისე მარტო ჟურნალისტები ვიქნებოდით. რაც ეს ეროვნული გამოცდები შემოიღეს მას შემდეგ აირია ყველაფერი, თორემ მანამდე უფრო სხვა იყო მე 6 კორპუსიიი! angry.gif

+1 default.gif
naaat

ისა და... პიარისტებს რას გვერჩით?
mcv@ne
ციტატა(naaat @ Jan 13 2008, 22:24) *
ისა და... პიარისტებს რას გვერჩით?

არც არაფერს არ გერჩით. პიარისტები აღარ ხართ, უკვე თქვენც ჟურნალისტები ხართ. თან მეექვსეკორპუსელები, გენაცვალეთ თქვენ biggrin.gif
naaat
ციტატა(mcv@ne @ Jan 13 2008, 22:44) *
არც არაფერს არ გერჩით. პიარისტები აღარ ხართ, უკვე თქვენც ჟურნალისტები ხართ. თან მეექვსეკორპუსელები, გენაცვალეთ თქვენ biggrin.gif

ხოდა მაშინ ჩვენც გენეცვალეეეეეეეეეეეეეეთ! biggrin.gif
sunflower
თქვენი არ ვიცი და მე სერიოზულად მაწუხებს ბიბლიოთეკის პრობლემა sad.gif და კიდევ ძააან არ მომწონს როგორც შემოხვალ 6-ში, სუნი როა საშინელი help.gif
TUSI
ციტატა(sunflower @ Jan 15 2008, 12:15) *
თქვენი არ ვიცი და მე სერიოზულად მაწუხებს ბიბლიოთეკის პრობლემა sad.gif და კიდევ ძააან არ მომწონს როგორც შემოხვალ 6-ში, სუნი როა საშინელი help.gif

მაგის აღსაკვეთად საჭიროა, რომ ტუალეტის კარი გამოხუროთ! biggrin.gif
viaminebi
ჯურნალისტიკის პაკულტეტზე სწავლობს გოგო ქეთევან პაპუაშვილი

ვინმე არ იცნობთ რომ გამაცნოთ????
Sunny
ხეხ!
მე, როგორც, დაშლილი და განადგურებული პიარ-სპეციალობის წარმომადგენელი, იმას სულაც არ ველოდი, ჟურნალისტიკაზე თუ მომიწევდა გდმოსვლა და რასაც პიარზე ვსწავლობდი, ახლა მის პირიქით გამოყენებას დავიწყებდი, ანუ მე მომიწევდა სხვების მოწყობილ პრესკონფერენციებზე სიარული და არა - პირიქით sad.gif არადა, უკეთესია, როცა შენ აკონტროლებ სიტუაციას, you know...

ცუდს ვერაფერს ვიტყვი, ჩემი აზრით, მე-6 კორპუსი ყველაზე ორგანიზებულია და სხვა კორპუსებივით არ გვიწევს სირბილი რაღაც-რაღაცების გარკვევაზე mellow.gif მდივანი ქალებიც საყვარლები არიან, განსაკუთრებით ნინო vishenka_33.gif დეკანსაც არა უშავს tongue.gif ლექციები შარშან უფრო საინტერესო იყო, რადგან ვაშაყმაძე და ტორაძე მიკითხავდნენ, ძალიან კმაყოფილი ვიყავი. სხვათა შორის, ჩიკვილაძეც კარგი ქალია, მაგდა მემანიშვილს ჯობია კიდეც... ვფიქრობ, თუ სწავლა გინდა, ნამდვილად ისწავლი და კარგი ადამიანიც დადგები, რასაც ცდილობენ კიდეც ჩვენი ლექტორები, ვინც დასწრებია ვაშაყმაძე-ტორაძის ან ომიაძის ლექციებს, დამეთანხმება ალბათ smile.gif

ისე, უკმაყოფილო არ ვარ აქ გადმოსვლით, პიარის შემდეგ ჟურნალისტიკა მაინც ყველაზე ახლოსაა ჩემთან. პრაქტიკა აუცილებელია, ცუდია, რომ თვითონ ჟურნალისტიკის დეპარტამენტი ოდნავადაც არ ცდილობს ამაზე იზრუნოს და პრაქტიკულად დაგვტვირთოს, სადმე სტაჟიორად მაინც გაგვაგზავნონ...

კუნდერასი არ იყოს, ყოველთვის ყველაფრისგან მეტს ელი, მაგრამ ნაკლებს იღებ, ეს ალბათ ბუნებრივიცაა, თან საქართველოში ვცხოვრობთ და ... mellow.gif
mcv@ne
მე ვგონებ, პრაქტიკაც იქნება. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს biggrin.gif ახლა მეხუთე სემესტრში ვარ და როგორც მაიმედებს ჩვენი დეკანი მომავალი სემესტრიდან პრაქტიკით როგორც შეძლებენ დაგვტვირთავენ.

რაღაცა იქნება როდესმე. მე რო დავამთავრებ მაშინ მაინც იქნება პრაქტიკა, თან ძალიან ეფექტურიtongue.gif
TUSI
ციტატა(mcv@ne @ Jan 17 2008, 20:26) *
მე ვგონებ, პრაქტიკაც იქნება. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს biggrin.gif ახლა მეხუთე სემესტრში ვარ და როგორც მაიმედებს ჩვენი დეკანი მომავალი სემესტრიდან პრაქტიკით როგორც შეძლებენ დაგვტვირთავენ.

რაღაცა იქნება როდესმე. მე რო დავამთავრებ მაშინ მაინც იქნება პრაქტიკა, თან ძალიან ეფექტურიtongue.gif

პრაქტიკა არ გაქვთ? "საწინდარის" სტუდია გააუქმეს? blink.gif
mcv@ne
საწინდარი აღარ არის, სამაგიეროდ ივერიაზე დაიწყეს რაღაც გადაცემის კეთება. ვნახოთ, რა იქნება tongue.gif
TUSI
ციტატა(mcv@ne @ Jan 17 2008, 21:10) *
საწინდარი აღარ არის, სამაგიეროდ ივერიაზე დაიწყეს რაღაც გადაცემის კეთება. ვნახოთ, რა იქნება tongue.gif

რა გადაცემაა და რომელ საათზე გადის? smile.gif
mcv@ne
ზუსტად არ ვიცი რომელ საათზე. მარა კვირას გადის ხოლმე ეთერში, რამდენადაც ვიცი tongue.gif სახელიც არ ვიცი
NaTuKa
ყველაფერი მომწონს თითქმის სტატისტიკის ლექტორების და კორპუსის გარდა biggrin.gif
sweet_sensation
ციტატა(natuka @ 1st February 2008 - 19:28) *
ყველაფერი მომწონს თითქმის სტატისტიკის ლექტორების და კორპუსის გარდა

კორპუსის ხო მარა სტატისტიკის ლექტორებს რა უნდათ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე mellow.gif
mcv@ne
ყველაზე დიდ პრობლემად მე მაინც სწავლის მეთოდები მეჩვენება. თითქოს რეფორმირებულ კურსს გავდივართ, მაგრამ ყველაფერი არც ისე კარგადაა ქართულ ხასიათზე მორგებული. მგონია, რომ თვით მარინა ვაშაყმაძის (ერთ-ერთი პოპულარული ლექტორია მე-VI-ში) კურსიც არ არის ბოლომდე დახვეწილი tongue.gif
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ვფიქრობ, მოუქნელი სილაბუსია. გარდა ამისა ერთმანეთის პარალელურად გავდივართ საკმაოდ ბევრ საგანს და ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის ცოტა წარმოუდგენელია, ყველა საგნის უმაღლეს დონეზე ათვისება. იძულებული ვარ ყურადღება ყველაზე თნაბრად გადავანაწილო, რომ კრედიტები დავფარო. მე მგონი, უკეთესი იქნება, თუ, მაგალითად, თვის განმავლობაში მხოლოდ ორ საგანს გავივლით (ისევე, როგორც ეს საპილოტე კლასებში ხდება). უფრო მეტი დრო გვექნება საგნის უკეთ ასათვისებლად. თანაც, როცა შენი კონცენტრაცია საგნების მცირე რაოდენობაზეა ორიენტირებული, მოსალოდნელი შედეგების ხარისხი უფრო მაღალი იქნება.

მოკლედ, თქვენ რას ფიქრობთ ამაზე, ძალიან მაინტერესებს tongue.gif
NaTuKa
ციტატა
მაგის აღსაკვეთად საჭიროა, რომ ტუალეტის კარი გამოხუროთ!
უმჯობესია გარეცხონ იქაურობა rolleyes.gif
mcv@ne
მე მგონი პირველი სართულის ტუალეტი საერთოდ გააუქმესsmile.gif დაკეტილია ხოლმე biggrin.gif
TUSI
ციტატა(mcv@ne @ Feb 19 2008, 14:46) *
მე მგონი პირველი სართულის ტუალეტი საერთოდ გააუქმესsmile.gif დაკეტილია ხოლმე biggrin.gif

რას ერჩოდნენ? biggrin.gif
NaTuKa
ციტატა
ყველაფერი მომწონს თითქმის სტატისტიკის ლექტორების და კორპუსის გარდა

კორპუსის ხო მარა სტატისტიკის ლექტორებს რა უნდათ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე
საქმეც მაგაშია რომ წესით არაფერი არ უნდა ესაქმებოდეთ mellow.gif მაგრამ სავალდებულო საგანია და სისხლს გვიშრობენ sad.gif ვისაც ჯერ არ აგირჩევიათ გაფრთხილებთ თავს ნუ გაწირავთ და ფაცაცია კეკელიას ნუ აირჩევთ
salo-jurnalisti
ხოოოოოოოოოო, საკმაოდ კარგი თემაა... ველოდი,რომ პრაქტიკები გვექნებოდა, ჯირნალისტებს უცხო ენა წყალივით გვცირდება,სამწუხაროდ, მთელი ერთი წელია გვიტარდება ინგლისურის ლექციები, მაგრამ არაფრისმომცემია სტუდენტებისთვის. sad.gifsad.gifsad.gifაშკარად არ ვიცით უმრავლესობამ სალაპარაკო ინგლისური, და ასე თუ გაგრძელდა, 4 წლის ტავზე არც არაფერი გვეცოდინება sad.gifsad.gifsad.gif იქნებ მოიწვიოთ უკეთესი ლექტორებიიიიიიიიიიიიიიი
mcv@ne
კარგი ლექტორების და სასწავლო პროგრამების ნაკლებობა მართლაც მტკივნეული საკითხია. მე კი დავამთავრებ ამ აურზაურს წელიწადნახევარში მაგრა, მერე რა იქნება ნეტა?
salo-jurnalisti
გვჭირდება ინგლისურის უკეთესი ლექტორები. არც მეტი და არც ნაკლები!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! sad.gifsad.gifsad.gifsad.gif(sad.gifsad.gifsad.gif:
mcv@ne
ბაჯელიძე იყო ძალიან კარგი ინგლისურში, მაგრამ ეგეც წავიდა sad.gif
russsska
saertod araferi ar momwons!!sashinelebaa!!katastrofa!!marto bavshvebi xart jigrebi da sayvarlebi:))ara martla..molodini didi iyo..shedegi nulia...diadi jurnalistebi izrdebian:))ყველაზე დიდ პრობლემად მე მაინც სწავლის მეთოდები მეჩვენება. თითქოს რეფორმირებულ კურსს გავდივართ, მაგრამ ყველაფერი არც ისე კარგადაა ქართულ ხასიათზე მორგებული. მგონია, რომ თვით მარინა ვაშაყმაძის (ერთ-ერთი პოპულარული ლექტორია მე-VI-ში) კურსიც არ არის ბოლომდე დახვეწილი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ვფიქრობ, მოუქნელი სილაბუსია. გარდა ამისა ერთმანეთის პარალელურად გავდივართ საკმაოდ ბევრ საგანს და ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის ცოტა წარმოუდგენელია, ყველა საგნის უმაღლეს დონეზე ათვისება. იძულებული ვარ ყურადღება ყველაზე თნაბრად გადავანაწილო, რომ კრედიტები დავფარო. მე მგონი, უკეთესი იქნება, თუ, მაგალითად, თვის განმავლობაში მხოლოდ ორ საგანს გავივლით (ისევე, როგორც ეს საპილოტე კლასებში ხდება). უფრო მეტი დრო გვექნება საგნის უკეთ ასათვისებლად. თანაც, როცა შენი კონცენტრაცია საგნების მცირე რაოდენობაზეა ორიენტირებული, მოსალოდნელი შედეგების ხარისხი უფრო მაღალი იქნება. მოკლედ, თქვენ რას ფიქრობთ ამაზე, ძალიან მაინტერესებს <<<<<<<<<<<<<<ES YVELAFERI ARACHVEULEBRIVIA!!GENIALURIA!!MAGRAM...01.gif)
mcv@ne
ციტატა(russsska @ Mar 14 2008, 10:49) *
<<<<<<<<<<<<<<ES YVELAFERI ARACHVEULEBRIVIA!!GENIALURIA!!MAGRAM...01.gif)

მაგრამ რა?
ninikusa
პრაქტიკები არ უნდა გვქონდეს? 02.gif უკმაყოფილო ვარ
mcv@ne
ციტატა(ninikusa @ Apr 5 2008, 11:12) *
პრაქტიკები არ უნდა გვქონდეს? 02.gif უკმაყოფილო ვარ

გექნებათ, ოღონდ ტელევიზიებში არა მგონია, ჩვენი მეექვსეს სტუდიებში უფრო დიდი შანსია. მე ახლა დამეწყო, მესამე დონეზე ანუ
plutsi
ეჰჰჰ.. მე პირველკურსელი ვარ და მაინცდამაინც კმაყოფილი არა!!! მიტ უმეტეს, ძალიან მაგარ ლექტორებთან გავდივარ ჯურნალისტიკის საგნებს: ქართული-იმნაიშვილი, შესავალი- ვეკუა, ისტორია- ჯოლოგუა... მეც კი უკმაყოფილო ვარ და ჩიკვილაძე-მისნაირების ბავშვებმა რაგა თქვან?!
ninikusa
ციტატა(mcv@ne @ 6th April 2008 - 2:33) *
გექნებათ, ოღონდ ტელევიზიებში არა მგონია, ჩვენი მეექვსეს სტუდიებში უფრო დიდი შანსია. მე ახლა დამეწყო, მესამე დონეზე ანუ

ეჰ იმედი მაინც მქონდეს 03.gif 11.gif
ციტატა(plutsi @ 8th April 2008 - 21:57) *
ეჰჰჰ.. მე პირველკურსელი ვარ და მაინცდამაინც კმაყოფილი არა!!! მიტ უმეტეს, ძალიან მაგარ ლექტორებთან გავდივარ ჯურნალისტიკის საგნებს: ქართული-იმნაიშვილი, შესავალი- ვეკუა, ისტორია- ჯოლოგუა... მეც კი უკმაყოფილო ვარ და ჩიკვილაძე-მისნაირების ბავშვებმა რაგა თქვან?!

სხვათაშორის ჩიკვილაძესთან უფრო მეტს ისწავლი, თუ მართლა სწავლა გინდა,ისე მაინც ძირს ჩიკვილაძე 03.gif გაუმარჯოს ჯოლოგუას03.gif 03.gif
AeroSmith
ციტატა(plutsi @ 8th April 2008 - 20:57) *
ჩიკვილაძე-მისნაირების ბავშვებმა რაგა თქვან?!

ადამიანებო, თუ არ გაგივლიათ დალისთან არაფერი რაღატო ლაპარაკობთ ტყუილად? დეზინფორმატორები ხართ, დალი მშვენიერი ქალია და ბევრ ლრქტორს ჯობია მეექვსეში. მე გავიარე მაგასთან ისტორია და არანაირადაა არაა ისეთი ვეძმა როგორც ამბობენ. ხოოდა როცა გაივლით მერე ილაპარაკეთ 11.gif
plutsi
QUOTE(AeroSmith @ Apr 16 2008, 21:23) *
ადამიანებო, თუ არ გაგივლიათ დალისთან არაფერი რაღატო ლაპარაკობთ ტყუილად? დეზინფორმატორები ხართ, დალი მშვენიერი ქალია და ბევრ ლრქტორს ჯობია მეექვსეში. მე გავიარე მაგასთან ისტორია და არანაირადაა არაა ისეთი ვეძმა როგორც ამბობენ. ხოოდა როცა გაივლით მერე ილაპარაკეთ 11.gif

არ გამივლია, მაგრამ გადმოცემით ვიცი 03.gif თან ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო და (შემაცდინა ეშმაკმა) ცნობისმოყვრეობის გამო, მაგის ერთ ლექციაზე შევედი (როგორც მოყვარული... ჭკვიანი ვარ ახლა მე?! ) ... ვაი იმ დღეს, მე იქ დამადგა...
ჯერ ერთი -ბოლოში ვიჯექი და ჩემდაუნებურად დალისთან საგანჩარჩენილი (მგონი მეორეჯერ თუ მესამეჯერ) მაღალკურსელი გოგოების ბრაზილიური სერიალის მსგავსი ცხოვრების ისეთ დეტალებს მოვკარი ყური, ჯურნალისტიკა და იმის ისტორია ვიღას ახსოვდა...
მაგრამ დალიმ რომ დაიწყო კივილი და "მეოცდამეერთე-მეოცდამეორის" 2-3-წამიანი ინტერვალებით მეტად "საინტერესო" საუბარი, მოვწყდი როგორღაც მაკიაჟ-სამკაულით დამძიმებული და ტანსაცმლით შემსუბუქებული ჩვენი მომავალი "საამაყო" ჟურნალისტების ცხოვრებისეულ ამბებს და ლექტორსაც მივუგდე ყური... მაგრამ ვერაფერი ისეთი ვერ გავიგონ-მოვისმინე, მხოლოდ საწყალი , აღდგომის კვერცხივით აწითლებული სტუდენტის ლანძღვის ტექნიკა შევითვისე, რომელიც მხოლოდ იმიტომ მილანძღა თქვენმა ძვირფასმა დალი მასწ-მა, რომ გადატენილი დარბაზიდან ჩუმად გასვლა გადაწყვიტა...
მოკლედ, ჩიკვილაძის ბავშვები (რომლებმაც მხოლოდ იმიტომ აირჩიეს დალი, რომ ჯოლოგუასთან ადგილები 2 საათში შეივსო და ვეღარ მოასწრეს დარეგისტრირება) იხტიბარს არ იტეხენ ხოლმე და "გულდამშვიდებით" გვეუბნებიან, მაგდამ როგორც გვითხრაო, ჩვენ (ანუ დალის სტუდენტებს) თქვენზე (ანუ ჯოლოგუას სტუდენტებზე) 3-ჯერ მეტი გვეცოდინება წლის ბოლოსო... ამაზე მაგრად მეცინება ხოლმე... წყალწაღებული ხავსს ეჭიდებაო... რა იყო, ვის არ შეხვედრია "ისეთი" ლექტორი (თავად მე, წინა სემესტრში კეკელია-ფაცაციას და თვით ნინო ჟვანიას სტუდენტი ვიყავი), იმის მაგივრად, რომ "გული გადაგვიშალონ" და ჩვენგან "ნუგეში მიიღონ", ესენი მაინც თავისას მიერეკებიან...
ასეთია ქართველის ბუნება...
ninikusa
ციტატა(plutsi @ 20th April 2008 - 15:43) *
არ გამივლია, მაგრამ გადმოცემით ვიცი თან ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო და (შემაცდინა ეშმაკმა) ცნობისმოყვრეობის გამო, მაგის ერთ ლექციაზე შევედი (როგორც მოყვარული... ჭკვიანი ვარ ახლა მე?! ) ... ვაი იმ დღეს, მე იქ დამადგა...
ჯერ ერთი -ბოლოში ვიჯექი და ჩემდაუნებურად დალისთან საგანჩარჩენილი (მგონი მეორეჯერ თუ მესამეჯერ) მაღალკურსელი გოგოების ბრაზილიური სერიალის მსგავსი ცხოვრების ისეთ დეტალებს მოვკარი ყური, ჯურნალისტიკა და იმის ისტორია ვიღას ახსოვდა...
მაგრამ დალიმ რომ დაიწყო კივილი და "მეოცდამეერთე-მეოცდამეორის" 2-3-წამიანი ინტერვალებით მეტად "საინტერესო" საუბარი, მოვწყდი როგორღაც მაკიაჟ-სამკაულით დამძიმებული და ტანსაცმლით შემსუბუქებული ჩვენი მომავალი "საამაყო" ჟურნალისტების ცხოვრებისეულ ამბებს და ლექტორსაც მივუგდე ყური... მაგრამ ვერაფერი ისეთი ვერ გავიგონ-მოვისმინე, მხოლოდ საწყალი , აღდგომის კვერცხივით აწითლებული სტუდენტის ლანძღვის ტექნიკა შევითვისე, რომელიც მხოლოდ იმიტომ მილანძღა თქვენმა ძვირფასმა დალი მასწ-მა, რომ გადატენილი დარბაზიდან ჩუმად გასვლა გადაწყვიტა...
მოკლედ, ჩიკვილაძის ბავშვები (რომლებმაც მხოლოდ იმიტომ აირჩიეს დალი, რომ ჯოლოგუასთან ადგილები 2 საათში შეივსო და ვეღარ მოასწრეს დარეგისტრირება) იხტიბარს არ იტეხენ ხოლმე და "გულდამშვიდებით" გვეუბნებიან, მაგდამ როგორც გვითხრაო, ჩვენ (ანუ დალის სტუდენტებს) თქვენზე (ანუ ჯოლოგუას სტუდენტებზე) 3-ჯერ მეტი გვეცოდინება წლის ბოლოსო... ამაზე მაგრად მეცინება ხოლმე... წყალწაღებული ხავსს ეჭიდებაო... რა იყო, ვის არ შეხვედრია "ისეთი" ლექტორი (თავად მე, წინა სემესტრში კეკელია-ფაცაციას და თვით ნინო ჟვანიას სტუდენტი ვიყავი), იმის მაგივრად, რომ "გული გადაგვიშალონ" და ჩვენგან "ნუგეში მიიღონ", ესენი მაინც თავისას მიერეკებიან...
ასეთია ქართველის ბუნება...

rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif სრული ჭეშმარიტებაა 11.gif 11.gif
საბედნიეროდ თამაზთან ვარ და მაგ დალიზე იმდენი საზიზღრობა მსმენია არასოდეს არც კი დავესწრები მის ლექციას baby.gif
ხო ისე ეგ კაი იციან რო ამბობენ ჩვენ მეტს ვისწავლითო და მაგდამ თქვა თამაზს დალი ჯობიაო 03.gif 03.gif 03.gif
სულ რარაც 108 ან 135 გვერდი აქვთ ხოლმე სასწავლი და იმასაც "სწავლობენ"
არა რაა რა მინდა ჩიკვილაძესთან baby.gif baby.gif baby.gif

ხოდა რავიცი შეიძლება ნამბმა ესეც ოFFად ჩამითვალოს 02.gif ამიტომ რაც შეეხება იმედების გამართლებას, ნაწილობრივ გამიმართლა, თუმცა მე უკეთესს მოველოდი, მე3 კურსამდე რომ პრაქტიკული არ გვექნება ძალიან ცუდია 02.gif და კიდე ტუსკიას ნაირი ლექტორები რომ ასწავლიან თსუში ეგეც არ მომწონს 07.gif რამე მაინც უნდა იცოდეს ლექტორმა, მითუმეტეს ქართულის ლექტორი დიალექტით არ უნდა ლაპარაკობდეს, რა უნდა ვისწავლოთ? "მაგ არ მითქვია მე" თუ "ფურცლები არ დამიჭუჭყნოთ" ? rolleyes.gif rolleyes.gif
un-known-girl
ცუდი ისაა, რომ არაა პრაქტიკა. კაი, ტელე-რადიო და პრესა კიდე აკეთებს რაღაცებს, (ტელეც საკითხავია აკეთებს თუ არა, ჯერ კამერა მე-6ში არ მინახავს), და აი საერთაშორისო ჟურნალისტიკა არსობრივად რას წარმოადგენს, გონზე არა ვარ! 05.gif წესით პრაქტიკა უნდა გვქონდეს საზღვარგარეთ, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში მაინც! (არ დამცინოთ ხო, მე წესით თქო ვამბობ, განა რამის პრეტენზია მაქვს 03.gif:D:D) მაგრამ ნუ რა პრაქტიკაზეა ლაპარაკი, ერთი კამერა არაა...
მაგრამ ბევრი კარგი რამე მომცა: პირველ რიგში ის, რომ მე-6 მეექვსეა. 06.gif ლექტორები, ბიბლიოთეკა, ინტერნეტიანი კომპიუტერები (ესეც მიღწევაა, პირველ კურსზე არაფერი არ იყო!), მოწესრიგებული დეკანატი_როცა იგივე სოციოლოგიაზე გულუბრყვილო თვალებით მოგაჩერდებიან და აქეთ გეკითხებიან რა და როგორ, ჟურნალისტიკაზე ყველაფერს 15 წუთში გიგვარებენ! კიდევ ის, რომ ჩვენს კორპუსში ყველა განცხადება საოცარი სისწრაფით იკვრება, ყველაფერი ვიცით სად რა კონფერენცია, ტრეინინგი და გაცვლითი პროგრამაა (მეტნაკლებად), საინტერესო საგნებია უდაოდ, მე, მაგალითად, სტატისტიკის გარდა (როგორც მერე აღმოჩნდა მესამე კურსელებისთვის საერთოდ არ იყო სავალდებულო) ყველაფრიდან ზუსტი, კონკრეტული და პრაქტიკული ცოდნა მივიღე 06.gif (ნუ ეხლა ჟურნალისტიკის ისტორია სხვა რამეა, თუმცა ძალიან ბევრ რამეში მადგება იქ მიღებული ცოდნაც 06.gif . მოკლედ ასე, ბევრი ვილაპარაკე 11.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.