დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: რატომ წავაგეთ ომი????
თსუ ფორუმი > ზოგადი > საქართველო
გვერდი: 1, 2, 3
nino _13
არ გვქონდა ძლიერი თავთადცვის სისტემა, ომი დაიწყო ზაფხულში, ერს არ უნდოდა გამარჯვება, სხვა სახელმწიფოები არ დაგვეხმარნენ......
რატომ??????......
რა უნდა გავითვალისწინოთ სამომავლოდ????????............
თუ ფიქრობთ რომ ომი არ წაგვიგია??? ან იქნებ ჯერ არც დამთავრებულა.....
circle
ციტატა(nino _13 @ Nov 11 2008, 20:03) *
ან იქნებ ჯერ არც დამთავრებულა.....

ჯერ სადა ხარ ...
nino _13
ციტატა(circle @ 11th November 2008 - 21:27) *
ჯერ სადა ხარ ...

ისე მე მაგ აზრს ვემხრობი biggrin.gif
ჯერ არ დამთავრებულა, ახლა იწყება...
მაგრამ ეს კონკრეტული ბრძოლა რატომ წავაგეთ??? unsure.gif unsure.gif unsure.gif
shelo1
ციტატა(nino _13 @ 11th November 2008 - 21:33) *
მაგრამ ეს კონკრეტული ბრძოლა რატომ წავაგეთ???


სრული სამხედრო უცოდინრობის გამო .... შეცდომები ბლომად იო დაშვებული თავდაცვის სამინისტროში, რამაც გამოიწვია კიდეც ომის წაგება ... ჯერ მარტო იმას დააკვირდით სადაა სამხედრო ბაზა აშენებული-შუაგზაზე .... ნუთუ საქართველოში ვერ მოიძებნა ისეთი ადგილი სადაც სამზედრო ბაზა მტრისთვის ხელმიუწვდომელი იქნებოდა? მეორე, თვითონ ფინანსების საკითხში , ანუ თანხა რომლითაც ხდებოდა სამინისტროს დაფინანსება არ ნაწილდებოდა მიზანმიმართულად , ეს კი თავისთავად იმის ბრალია,რომ არ იცოდენ რა ჭირდებოდათ და რა რაოდენობით , იმიტომ რომ არ არსებობდა ის გეგმა რომელიც ყველა თAვდაცვის სამინისტროს უნდა ქონოდა,სადაც მოხსენიებული იქნებოდა მთავარი საშიშროებებისა და მტრების შესახე და ა.შ. ამას კიდე მივყავართ უშიშროების სამინისტროს მინუსებამდე , მოკლედ ბევრი შეცდომა იყო დაშვებული და მათზე უნდა ვისწავლოთ
nino _13
ციტატა(shelo1 @ 11th November 2008 - 21:46) *
შეცდომები ბლომად იო დაშვებული თავდაცვის სამინისტროში, რამაც გამოიწვია კიდეც ომის წაგება ...

ხო, იყო სამწუხაროდ sad.gif
არ ვიყავით მზად ომისთვის

ციტატა(shelo1 @ 11th November 2008 - 21:46) *
მოკლედ ბევრი შეცდომა იყო დაშვებული და მათზე უნდა ვისწავლოთ

აუცილებლადdefault.gif
DAGIჭEREN
მთავარი მიზეზი მაინც ყველას გამოგრჩათdefault.gif
nino _13
DAGIჭEREN
აბა, გვამცნე biggrin.gif
მართლა მაინტერესებს default.gif
DAGIჭEREN
არც ჯარმა არც საზოგადოებამ და რაც ყველაზე ცუდი არის არც ხელისუფლებამ არ იცოდა ამ ომით რა კონკრეტული შედეგების მიღწევა გვინდოდაdefault.gif
nino _13
DAGIჭEREN
ომის წაგებაში ყველა დამნაშავე ვართ:ერიც, ხელისუფლებაც...
DAGIჭEREN
nino _13
მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ყველაფერი თქვენს მიერ ზემოთ ჩამოწერილიdefault.gif და იცით რა არის ამ გენერლებს კი ვაკრიტიკებთ მაგრამ მაგათი გეგმით რომ გამართულიყო საბრძოლო მოქმედებები მიუხედავად ყველაფრისა ცხინვალის რეგიონი ეხლა ჩვენი იქნებოდა:| უბრალოდ მიშამ და ვიღAცეებმა გადაწყვიტეს რომ ცხინვალში დროშების გამოფენა და სანაკოევის ალაპარაკება ჯარის მანევრირულობაზე და მოულოდნელობის ეფექტზე უფრო მეტი ღირდა და სწორედ მაგიტომ უბრძანეს სამხედროებს ნახევარ საათში აიღეთ ცხინვალიო.
nino _13
ისე ჯარის დადანაშაულება მაინც შეცდომა მგონია, რასაც ავალებდნენ ის გააკეთეს...იმათ რა ექნათ თუ გენერლები არ გვივარგა???

ციტატა(DAGIჭEREN @ 11th November 2008 - 22:20) *
უბრალოდ მიშამ და ვიღAცეებმა გადაწყვიტეს რომ ცხინვალში დროშების გამოფენა და სანაკოევის ალაპარაკება ჯარის მანევრირულობაზე და მოულოდნელობის ეფექტზე უფრო მეტი ღირდა და სწორედ მაგიტომ უბრძანეს სამხედროებს ნახევარ საათში აიღეთ ცხინვალიო.

მართალი ხარ!!
Kasper
ციტატა(DAGIჭEREN @ 11th November 2008 - 22:13) *
რა კონკრეტული შედეგების მიღწევა გვინდოდა



ცარიელი მინდორი smile.gif

როგორც რუსული გამოძიება ადასტურებს smile.gif

K.N
ციტატა(DAGIჭEREN @ Nov 11 2008, 23:20) *
nino _13
მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ყველაფერი თქვენს მიერ ზემოთ ჩამოწერილიdefault.gif და იცით რა არის ამ გენერლებს კი ვაკრიტიკებთ მაგრამ მაგათი გეგმით რომ გამართულიყო საბრძოლო მოქმედებები მიუხედავად ყველაფრისა ცხინვალის რეგიონი ეხლა ჩვენი იქნებოდა:| უბრალოდ მიშამ და ვიღAცეებმა გადაწყვიტეს რომ ცხინვალში დროშების გამოფენა და სანაკოევის ალაპარაკება ჯარის მანევრირულობაზე და მოულოდნელობის ეფექტზე უფრო მეტი ღირდა და სწორედ მაგიტომ უბრძანეს სამხედროებს ნახევარ საათში აიღეთ ცხინვალიო.

მართალია, მაგან წაგვაგებინა. მოკლედ შეცდომებზე სწავლობენო ამ ხალხზე არ ჭრის, როგორც ჩანს.
nino _13
ციტატა(K.N @ 12th November 2008 - 0:25) *
მოკლედ შეცდომებზე სწავლობენო ამ ხალხზე არ ჭრის, როგორც ჩანს.

თუ მასეა აღარაფერი გვეშველება და ეგაა sad.gif
იმედს ნუ მიკლავთ hysteric.gif
zesta 2004
ციტატა(nino _13 @ 11th November 2008 - 21:03) *
არ გვქონდა ძლიერი თავთადცვის სისტემა, ომი დაიწყო ზაფხულში, ერს არ უნდოდა გამარჯვება, სხვა სახელმწიფოები არ დაგვეხმარნენ......
რატომ??????......
რა უნდა გავითვალისწინოთ სამომავლოდ????????............
თუ ფიქრობთ რომ ომი არ წაგვიგია??? ან იქნებ ჯერ არც დამთავრებულა.....

nino _13
ჯერ ერთი რომ ომი მართლა არ დამთავრებულა და არც ახალი დაწყილია.
მერე მეორე, რომ ჩემი აზრით თავდაცვის სისტემის ქონის გამო ვერ შევიდნენ თბილისში რუსები.
დავწერე აქ სადღაც და კიდევ ვიტყვი.
ქართველებმა ძირიათადი ოპერაციები განახორციელეს ღამით, რაც რუსების თქნით თავადაც არ შეუძლიათ.
ეს ომი იყო კლასიკური მაგალითი იმისა, რიმ საუკეთესო დაცვა შეტევაა.
ჩვენ რეალურად მართლა თავს ვიცავდით.
nino _13
ციტატა(zesta 2004 @ 12th November 2008 - 16:28) *
ჯერ ერთი რომ ომი მართლა არ დამთავრებულა

ნეტა რატომ მახარებს ეს სიტყვები არ ვიცი unsure.gif
შურისძიება მინდა ........."უკვე მოასწრეს ასეულმა ვაჟკაცებმა სიკვდილი და მათი სისხლი მაქეზებს ომისკენ".........
ბიჭი რომ ვიყო მართლა ეგრე იქნებოდა, მაგრამ, მე ნეტა რა შემიძლია sad.gif
Ele_ne
უი წავაგეთ?

აბა ჩვენი ქვეყნის მთავარსარდალი (სახელს და გვარს არ დავასახელებ) რომ გამოდის ხოლმე და ჩვენ გავიმარჯვეთ!! ჩვენ გავიმარჯვეთო!!
nino _13
ციტატა(Ele_ne @ 12th November 2008 - 16:34) *
აბა ჩვენი ქვეყნის მთავარსარდალი (სახელს და გვარს არ დავასახელებ)

ნეტა რა გვარია ან რა ჰქვია????biggrin.gif
zesta 2004
Ele_ne
არა, ჩვენ არ გაგვიმარჯვია, მაგრამ არც დავმარცხებულვართ.
ეს იყო უფრო ბრძოლა ვიდრე ომი.
ომი მიმდინარეობს ახლაც...
nino _13
მთავარსარდალი რომ გერქმევა და ჰალსტუხებს შეჭამ rofl.gif

ციტატა(zesta 2004 @ 12th November 2008 - 16:37) *
ეს იყო უფრო ბრძოლა ვიდრე ომი.
ომი მიმდინარეობს ახლაც...

ჩვენ ერთი კონკრეტული ბრძოლა წავაგეთ ალბათ უფრო, ვიდრე მთლიანი ომი
zesta 2004
ციტატა(nino _13 @ 12th November 2008 - 16:38) *
ჩვენ ერთი კონკრეტული ბრძოლა წავაგეთ ალბათ უფრო, ვიდრე მთლიანი ომი

nino _13
გააჩნია ამ კონკრეტული ბრძოლის წინ ვის რა მიზნები ჰქონდა.
ზოგ-ზოგიერთებს კი ენდომებოდათ სამაჩაბლოს აღება, მაგრამ უფრო მგონია, რომ რეალისტურად ფიქრობდა უმრავლესობა ჩვენ მთავრობაში და თავდაცვისთვის შეუტიეს.
აი რაც შეეხება რუსებს, ცოტა რთულია.
ნამდვილად არ ვიცი რა მიზნები ქონდათ მაგათ, მაგრამ იმის კი მჯერა, რომ რუსებს ამხელა დანაკარგის მიღების ფასად მარტო ახალგორი არ ენდომებოდათ.
პრინციპში წაგებულს და მოგებულს მომავალი გვიჩვენებს.
ოღონდ მთავარია ამ მოვლენების ობიექტური შეფასება 20-იანი წლებივით ნამეტანი შორეულ მომავალში არ მოხდეს..
nino _13
ციტატა(zesta 2004 @ 12th November 2008 - 16:46) *
რუსებს ამხელა დანაკარგის მიღების ფასად მარტო ახალგორი არ ენდომებოდათ.

ეგ ცხადია, რა ახალგორი მთელი საქართველო უნდათ მაგათ hysteric.gif hysteric.gif
ELECTRA
"ბრძენი მთავარსადალი" რომ გვყავს იმიტო default.gif
DAGIჭEREN
ხალხნო აი უყურეთ ეხლაც როგორი დამოკიდებულება გვაქვს რო აი ომი არ წაგვიგია. აბა რა ვქენით? მაშინ რატომ დავკარგეთ კიდევ ტერიტორიები? კოდორი და ახალგორი ან პერევი? გამეცით ამ კითხვაზე პასუხი. იაზროვნეთ რა დამოუკიდებლად და ნურავის ნუ დაუჯერებთ ვინც გამოდის ტვში უსმინეთ მაგრამ თქვენი მოსაზრება ჩAმოაყალიბეთ რააა. ამ ომამდეც ესე იყო რო თუ რამე რუსებს გადავუვლით და დედას მოვ...... და ეხლაც ხალხი იმით ამართლებს ომის წაგებას რო აი ავიაცია და არტილერია გვირტყამდაო. და ზოგადად რამდენად უნამუსო ხელმძღვანელობა გვყავს რომ თავისუფლად აცხადებენ არ გვეგონა რუსები თუ ჩაერეოდნენო ესეო. და ამის შემდეგ ამაყად იძახიან რო გააგრძელებენ ქვეყნის "აღმშენებლობას" არადა ნებისმიერ (უკლებლივ ყველაში კარგში თუ ცუდში როგორც იტყვით ხოლმე) ქვეყანაში თავდაცვის მინისტრი და იქ გენშტაბის მეთაური და დაზვერვის უფროსი კი არა მთელი მთავრობა დგება.:| მაგრამ ეს ხო საქართველოა "პატარა სამოთხე" :| დღესაც ხალხს მართლა გონია რომ მორჩა რუსეთი 5 წელიწადში დაიშლება და ჩვენ გვეშველება:| არადა პირობას გაძლევთ რომ რუსეთი სუ 1000 სახელმწიფოდაც რო დაიშალოს ჩვენ თუ ესეთები ვიქნებით აფხაზებსაც და ოსებსაც ვერ დავამარცხებთ ჩვენი ძალებითdefault.gif

მოკლედ ომი წავაგეთ და არამგონია "კარგი მომენტი" მალე დადგეს რავიცი მე ესე ვფიქრობ. და კიდევ ერთს გეტყვით რო ამბობთ ეს ბრძოლა იყო და მთავარი ეხლა დაიწყება. რა უნდა დაიწყოს გამაგებინეთ/:)? დაიწყება რამე და აგერ ვერაზე გათხრიან სანგრებს და გამაგრდებიანdefault.gif და მე და კიდევ ბევრი ჩEმნაირი მიუხედავად იმისა რომ გვეცოდინება რო განწირულები ვართ ავიღებთ იარაღს (თუ მოგვცეს) მაგრამ არ ექნება არანაირი აზრი და იქნება უბრალოდ ცალკეული ადამიანის გაბრძოლება უსამართლობის წინააღმდეგ და არა ქვეყნის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა.default.gif
ცოტა ემოციური პოსტი გამომივიდა მაგრამ რავი მე მგონი ვერ ხვდება ძალიან ბევრი რომ ერთ ღAმეს შეიძლება დაიძინოს საქართველოში და გაიღვიძოს რუსეთში იმიტომ რომ სულ 60 კილომეტრში არიან თბილისიდანdefault.gif

ციტატა(zesta 2004 @ 12th November 2008 - 16:46) *
რუსებს ამხელა დანაკარგის მიღების ფასად მარტო ახალგორი არ ენდომებოდათ.

შენ მართლა გგონია ხო რომ 3000 4000 და 5000 მოკლული რუსი ხო?
volk
იმიტომ წავაგეთ რომ საზოგადოება, ერი და ხელისუფლება დიდი ფართომაშტაბიანი ომისთვის არაა მზად. რა ომის მოგებაზეა ლაპარაკი როცა თბილისის არ დაბომბვის სანაცვლოდ ალბათ საზოგადოების 90 % დანარჩენ საქართველოს დათმობს. ნახევარი თბილისი უკვე კახეთში იყო გაქცეული და დანარჩენიც გაქცევას აპირებდა. ეს ხალხი ისეა გაზულუქებული რო 1 დღეც ვერ შეძლებენ ომს, თბილისი რათ მინდა თუკი ქვეყნის 30 % დაპყრობილი იქნება? ამას მირჩევნია დაბომბონ და გინდაც ცხინვალი გინდაც ახალგორი დავიბრუნოთ. მაგრამ საბედნიეროდ არის გამონაკლისებიც და ამას გამოყენება უნდა აუცილებლაად.
zesta 2004
ციტატა(DAGIჭEREN @ 12th November 2008 - 23:11) *
შენ მართლა გგონია ხო რომ 3000 4000 და 5000 მოკლული რუსი ხო?

DAGIჭEREN
მგონია კი არადა ვიცი.
DAGIჭEREN
ციტატა(zesta 2004 @ 13th November 2008 - 10:34) *
DAGIჭEREN
მგონია კი არადა ვიცი.

ხოდა არაზუსტად იციdefault.gif სამწუხაროდsad.gif
nino _13
ციტატა(DAGIჭEREN @ 12th November 2008 - 23:11) *
ცოტა ემოციური პოსტი გამომივიდა მაგრამ რავი მე მგონი ვერ ხვდება ძალიან ბევრი რომ ერთ ღAმეს შეიძლება დაიძინოს საქართველოში და გაიღვიძოს რუსეთში იმიტომ რომ სულ 60 კილომეტრში არიან თბილისიდან

ბოლოდან დავიწყებ biggrin.gif
კარგი პოსტი იყო ხანდახან ემოციურობაც საჭიროა.default.gif


ციტატა(DAGIჭEREN @ 12th November 2008 - 23:11) *
ნურავის ნუ დაუჯერებთ ვინც გამოდის ტვში

მინდა პირობა მოგცე რომ არავის ვუჯერებ, ტვ-საერთოდ იშვიათად ვუყურებ ხოლმე, ყოველთვის იმას ვპოსტავ რასაც მართლა ვფიქრობ.

ციტატა(DAGIჭEREN @ 12th November 2008 - 23:11) *
და ზოგადად რამდენად უნამუსო ხელმძღვანელობა გვყავს რომ თავისუფლად აცხადებენ არ გვეგონა რუსები თუ ჩაერეოდნენო ესეო

მე პირადად მეგონა კი არა და დარწმუნებული ვიყავი რომ ჩაერეოდა.

ციტატა(DAGIჭEREN @ 12th November 2008 - 23:11) *
არადა პირობას გაძლევთ რომ რუსეთი სუ 1000 სახელმწიფოდაც რო დაიშალოს ჩვენ თუ ესეთები ვიქნებით აფხაზებსაც და ოსებსაც ვერ დავამარცხებთ ჩვენი ძალებით

მაინც როგორები????

ციტატა(DAGIჭEREN @ 12th November 2008 - 23:11) *
და კიდევ ერთს გეტყვით რო ამბობთ ეს ბრძოლა იყო და მთავარი ეხლა დაიწყება. რა უნდა დაიწყოს გამაგებინეთ/:)? დაიწყება რამე და აგერ ვერაზე გათხრიან სანგრებს და გამაგრდებიან და მე და კიდევ ბევრი ჩEმნაირი მიუხედავად იმისა რომ გვეცოდინება რო განწირულები ვართ ავიღებთ იარაღს (თუ მოგვცეს) მაგრამ არ ექნება არანაირი აზრი და იქნება უბრალოდ ცალკეული ადამიანის გაბრძოლება უსამართლობის წინააღმდეგ და არა ქვეყნის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა.

მე მგონია რომ დაიწყება. მაგრამ ჯერ არა, მინიმუმ მანამდე სანამ საქართველო ჩვენი მთავრობაც და ხალხიც ომისთვის მზად არ იქნება, ომი არ უნდა დაიწყოს. მაგრამ ეს ყველაფერი ესე ხომ არ დარჩება???? ხომ არ უნდა შევეგუოთ იმას რომ თბილისიდან 60 კილომეტრში არიან???? მაგრამ რა თქმა უნდა ომი არაა მიზანშეწონილი მაშინ თუ ჩვენ ბრძოლას აზრი არ ექნება, კიდევ ვიმეორებ, მზად მანამ არ იქნები ომი არ უნდა დაიწყო. ამას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ როდესმე ხომ უნდა შევძლოთ საქართველოს გაერთიანება??? მე არ მინდა, ძმაო, ისეთ ქვეყანაში ცხოვრება რომლის ტერიტორიების დიდი ნაწილი ნაძირლების მიერ იქნება ოკუპირებული, თუ ჩემი თავბისუფლება მუდამ საფრთხის ქვეშ იქნება, და თუ მართლა შეიძლება ერთხელაც საქართველოში დავიძინო და რუსეთში გავიღვიძო!!!! არც ის მინდა ჩვენი ბიჭები განწირულ ბრძოლასი იხოცებოდნენ....ჩვენი თანამემამულეების სახლებს ვიღაც ნაბიჭვრები წვავდნენ, პატარა გოგოებს აუპატიურებდნენ, ეს როდესმე უნდა დამთავრდეს, როდესმე ხომ უნდა შეიცვალოს ყველაფერი???? შენც ბევრჯერ გითქვამს რომ უბრძოლველად არავინ არაფერს მოგვართმევს, ამიტომაც დავწერე ომი კიდე უნდა იყოს-მეთქი, ოღონდ მაში როცა გამარჯვება რეალურად შეგვეძლება!!!!!!

უჰ, მეც ცოტა ავღელდი :ემოციურიკაცისსმაილი:


ციტატა(DAGIჭEREN @ 12th November 2008 - 23:11) *
და მე და კიდევ ბევრი ჩEმნაირი მიუხედავად იმისა რომ გვეცოდინება რო განწირულები ვართ ავიღებთ იარაღს

მომეწონა smile.gif
K.N
ომი იმიტომ წავაგეთ, რომ ყველა იქ ეტენებოდა სადაც არაფერი ესაქმებოდა, იმიტომ, რომ ვიღაცეებს თავის გამოჩენის მეტი არაფერი აინტერესებდა, იმიტომ, რომ პანიკა იყო, იმიტომ რომ წინ ვერ გაიხედეს. 7 აგვისტოს რომ მითხრეს ცხინვალს უტევენო პირველად ეგ ვიკითხე რუსები სად არიან მეთქი. მე თუ პირველი ეგ აზრი მომივიდა, რატომ არ მოუვიდა იგივე აზრი ამ ომის დამწყებს? რუსები შემოვიდნენ და ვაჩერებდითო, თავს რომ იმართლებენ, ვინ დაიჯერებს მაგას? კი, აპირებდნენ შემოსვლას, მაგრამ შემოვიდოდნენ და განლაგდებოდნენ იმ ტერიტორიაზე, რასაც ოსები აკონტროლებდნენ ომამდე. ეხლა რასაც ვაკონტროლებდით ისიც დაიკარგა და დიდი ვაივაგლახით გაყვანილი ბაზები ისევ შემოყავთ. გავიმარჯვეთ აბა რა! გაიხარეთ და დატკბით წაგებული ომით! გამარჯვება არ არის? ევროპაც კი აღშფოთდა! ამისთვის ხომ ღირდა სიკვდილი!
chubi
ომი ჯერ არ წაგვიგია, მთავარი ომი ახლა იწყება !!!
კარგად დაიმახსოვრეთ
მალე ნამდვილი ომი დაიწყება!!!
DAGIჭEREN
chubi
მე მგონი გიხარია ომის დაწყება ხო? :| და რატო შეგიძლია მითხრა?
K.N
ციტატა(chubi @ Nov 14 2008, 0:04) *
ომი ჯერ არ წაგვიგია, მთავარი ომი ახლა იწყება !!!
კარგად დაიმახსოვრეთ
მალე ნამდვილი ომი დაიწყება!!!

ჰმ!
wwww
ციტატა(chubi @ Nov 13 2008, 23:04) *
ომი ჯერ არ წაგვიგია, მთავარი ომი ახლა იწყება !!!
კარგად დაიმახსოვრეთ
მალე ნამდვილი ომი დაიწყება!!!

და რატო უნდა დაიწყოს ომი?
monte kristo
ოღონდ მთავარია ამ მოვლენების ობიექტური შეფასება 20-იანი წლებივით ნამეტანი შორეულ მომავალში არ მოხდეს..
[/quote]
ობიექტურად რაიმე მოვლენას მალე ვერ შეაფასებ ამას რამდენიმე წელი და ალბათ თაობაც სჭირდება

ციტატა(volk @ Nov 12 2008, 23:12) *
იმიტომ წავაგეთ რომ საზოგადოება, ერი და ხელისუფლება დიდი ფართომაშტაბიანი ომისთვის არაა მზად. რა ომის მოგებაზეა ლაპარაკი როცა თბილისის არ დაბომბვის სანაცვლოდ ალბათ საზოგადოების 90 % დანარჩენ საქართველოს დათმობს. ნახევარი თბილისი უკვე კახეთში იყო გაქცეული და დანარჩენიც გაქცევას აპირებდა. ეს ხალხი ისეა გაზულუქებული რო 1 დღეც ვერ შეძლებენ ომს, თბილისი რათ მინდა თუკი ქვეყნის 30 % დაპყრობილი იქნება? ამას მირჩევნია დაბომბონ და გინდაც ცხინვალი გინდაც ახალგორი დავიბრუნოთ. მაგრამ საბედნიეროდ არის გამონაკლისებიც და ამას გამოყენება უნდა აუცილებლაად.
გეთანხმები

ჩემის აზრით ამ ომმა რაგაც კარგი მაინც მოგვიტანა.
nino _13
ციტატა(monte kristo @ 14th November 2008 - 21:48) *
ჩემის აზრით ამ ომმა რაგაც კარგი მაინც მოგვიტანა.

მხოლოდ ის, რომ ჩვენი შეცდომები დაგვანახა.
shelo1
ციტატა(nino _13 @ 15th November 2008 - 19:14) *
მხოლოდ ის, რომ ჩვენი შეცდომები დაგვანახა.


და არ გეჩვენება,რომ ამჯამადაც ისევ ის შეცდომები დავუშვით , რაც 90-იან წლებში აფხაზეთში ? sad.gif
K.N
არა, ისეთი შეცდომები დავუშვით, როგორც 2004 წელს.
shelo1
ციტატა(K.N @ 16th November 2008 - 23:11) *
არა, ისეთი შეცდომები დავუშვით, როგორც 2004 წელს.


ხოდა იმას ვამბობ,რომ შეცდომებზე აღარ ვსწავლობთ და ეგაა ყველაზე დიდი უბედურება
nino _13
K.N
shelo1
ორივენი მართლები ხართ default.gif
giorgitab
ციტატა
რატომ წავაგეთ ომი????, მიზეზები...


მაგას ბეცრი მიზეზი აქვს მაგრამ ძირითადი მიზეზი ისააა რაც კონსტანტინე გამსახურდიამ თქვა მეფე გიორგი I პირით

მთელმა ერმა თუ არ მოინდომა გამარჯვება მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებსო ესააა მიზეზი
free student
მთელმა ერმა მაკედონელისნაირი და მეფე გიორგი I მსგავსი მთავარსარდალი უნდა აირჩიოს ჯერ.
giorgitab
ციტატა(free student @ 17th November 2008 - 16:53) *
მთელმა ერმა მაკედონელისნაირი და მეფე გიორგი I მსგავსი მთავარსარდალი უნდა აირჩიოს ჯერ.


აირჩიოე მერე ვინ უშლის?
monte kristo
ციტატა(nino _13 @ Nov 15 2008, 19:14) *
მხოლოდ ის, რომ ჩვენი შეცდომები დაგვანახა.

ჩემის აზრით სახელმწიფოებრიობის შეგრძნება აამაღლა შედარებით
nino _13
ციტატა(K.N @ 16th November 2008 - 23:11) *
არა, ისეთი შეცდომები დავუშვით, როგორც 2004 წელს.

რას გულისხმობ???
K.N
რას და ამათთვის როგორც ჩანს მთავარია რაც შეიძლება მეტი ჯარისკაცი შეიყვანონ ცხელ წერტილში. 2004 წელს იმდენი ჯარისკაცი იყო თავმოყრილი პატარა ტერიტორიაზე, რომ დაბომბვის დროს ვიღაც ყოველთვის იჭრებოდა. აგვისტოშიც მიაყარეს ოთხი ბრიგადა, არადა ორი ბრიგადა საკმარისზე მეტიც იყო. ამიტომ დარჩა ამდენი ტექნიკა და ამიტომ იყო ასე ქაოსური უკანდახევა.
nino _13
K.N
ხო მართალი ხარ, ერთგან ზუსტად ეგ დავწერე მეც, არ შეიძლება პატარა ტერიტორიაზე ამდენი ჯარისკაცის თავმოყრა გადმოიფრენს ბომბდამშენი და ...წარმიდგინე იმ ერთ ადგილას რამდენი მსხვერპლი იქნება. ცოტანი უნდა ყოფილიყვნენ და უფრო გაფანტულად ემოქმედათ.
ეს მართლა გასათველისწინებელი გარემოებაა.



Panther
არა და მართლა არ ვიცი რატომ წავაგეთ სტრატეგიულად,ის ვიცი რომ ისინი ბევრნი იყვნენ და უფრო ძლიერი და კარგი შეიარაღება ჰქონდათ..
DAGIჭEREN
ციტატა(Panther @ 23rd November 2008 - 2:17) *
არა და მართლა არ ვიცი რატომ წავაგეთ სტრატეგიულად,ის ვიცი რომ ისინი ბევრნი იყვნენ და უფრო ძლიერი და კარგი შეიარაღება ჰქონდათ..

არადა არცერთი არ იყო მაქედანsad.gif და მაინც წავაგეთ
hedgehog
ომი არ უნდა დაგვეწყო.... ცხინვალში შესვლა რა მიზანს ემსახურებოდა დღემდე ვერ გავიგე ... იტოგში ძAააააააააააალიან დიდი უაზრობა მოხდა . დიდი respect! ჩვენ ჯარისკაცებს ბევრი წავიდა და სამშობლოსთვის გადადო თავი და არ იცოდა რისთვის კვდებოდა!
guria
ალბათ იმიტომ რომ, მავნთ და მავანთ ეგონა რო ამერიკა ჯარით smile.gif გვერდით დაგვიდგებოდა და თვითმკვლელობის ტოლფასი ნაბიჯი გადადგა, სამწუხაროდ.
არადა არც ევროპას და არც ამერიკას, არ ანაგვლებს საქართველოს ბედი. მაშინ როცა მერკელი აგვისტოს დასაწყიში ვითომდა რაგაც ჩვენთის ლაპარაკობდა, ლამის გერმანელებმა სახალხო გამოსვლები მოაწყვეს, რუსეთს როგორ აგიზიანებსოsmile.gif განა იმიტო რო მოსწონთ, უბრალოდ არავის არ უნდა დაპირისპირება, ნუ რა თქმა უნდა ჩვენი მთავარსარდალი ყველაზე გულადია და ეპატიება.
თუმცა აქ, არ მახსოვს რომელი ფორუმელის, მაგრამ ერთ-ერთ ნაწერში წავიკითხე, რომ რაც ერია ის არი მთავრობაო, ნაწილობრივ ვეთანხმები,იმიტომ ,რომ ჩემთვის, პირადად ძალიან შეურმცყოფელი იყო, როცა ომი ჯერ კიდე დამთავრებული არ იყო და პარლამენტის წინ, არ ვიცი იმას რა უნდა დავარქვა, ეგრეთ წოდებული, მიტინგი მოეწყო, გერმანული გაზეთები კიდე აჭრელდა სტატიებით, თუ როგორი გლოვა ვიცით ქართველებმაsad.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.