დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: "ვიქტორინა ქიმიკოსებისათვის"
თსუ ფორუმი > თსუს ფაკულტეტები > ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი > ქიმია
გვერდი: 1, 2
Nita
წესები ასეთია:
ვწერთ საინტერესო კითხვებს
სხვები კი პასუხობენ.ვნახოთ ვინ უფო მეტ სწორ პასუხს დააგროვებს.
პირველი მე დავიწყებ.რომელი ქიმიური ელემენტის სახელი ფიგურირეს "არგენტინის"სახელწოდებაში? cool.gif
NUMB
Nita
ხო მშვენიერია smile.gif

არგენტუმ? ეგ ვერცხლი არ არის?
Nita
ციტატა(NUMB @ Dec 24 2007, 12:37) *
Nita
ხო მშვენიერია smile.gif

არგენტუმ? ეგ ვერცხლი არ არის?

სწორია NUMB.ყოჩაღ!
აბა შემდეგი.ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე მაგარი მინერალი?ალმასი თუ გრაფიტი?
(ძაან ადვლილი შეკითხვაა,მაგრამ ვეცდები შემდეგ უფრო საინტერესო შეკითხვები დავწერო) angel.gif
LGGX
მაგაზე დაფიქრებაც ზედმეტიაsmile.gif რათქმა უნდა ალმასი.
Nita
ციტატა(LGGX @ Dec 24 2007, 13:36) *
მაგაზე დაფიქრებაც ზედმეტიაsmile.gif რათქმა უნდა ალმასი.

პასუხი მიღებულია.
alchemist
ახალგაზრდებო ასეთი სირთულე რა საჭიროა, გადაიწვებით biggrin.gif
ჩემი შეკითხვა (ვითვალისწინებ ზოგადად დასმული შეკითხვების ხასიათს):
რატომაა ყინული წყალზე მსუბუქი?
NUMB
ციტატა(alchemist @ Dec 24 2007, 23:45) *
ახალგაზრდებო ასეთი სირთულე რა საჭიროა, გადაიწვებით biggrin.gif
ჩემი შეკითხვა (ვითვალისწინებ ზოგადად დასმული შეკითხვების ხასიათს):
რატომაა ყინული წყალზე მსუბუქი?

იმიტომ რომ სიმკვრივეა ნაკლები.
ყინულის სიმკვრივე 900-ია და წყლის _ 1000 (კილოგრამი კუბურ მეტრში).
GURJI
ციტატა(NUMB @ Dec 24 2007, 23:47) *
იმიტომ რომ სიმკვრივეა ნაკლები.
ყინულის სიმკვრივე 900-ია და წყლის _ 1000 (კილოგრამი კუბურ მეტრში).

ვაა და შენ ამდენი საიდან???? biggrin.gif დღითიდღე მაოცებ მინდა გითხრა რა
Nita
ციტატა(alchemist @ Dec 25 2007, 0:45) *
ახალგაზრდებო ასეთი სირთულე რა საჭიროა, გადაიწვებით biggrin.gif
ჩემი შეკითხვა (ვითვალისწინებ ზოგადად დასმული შეკითხვების ხასიათს):
რატომაა ყინული წყალზე მსუბუქი?

თუ არ ვცდები ეს წყლის ანომალიურ თვისებებთან უნდა იყოს დაკავშირებული..
NUMB
ციტატა(Nita @ Dec 25 2007, 15:11) *
თუ არ ვცდები ეს წყლის ანომალიურ თვისებებთან უნდა იყოს დაკავშირებული..

რა ანომალიური თვისებები? huh.gif სიმკვრივეა ნაკლები.
aivi
ჰიჰ, აბა რომელ ორადორ ნივთიერებას ( მგონი მარტო ორია) ახასიათებს სუბლიმაცია?
alchemist
aivi
სუბლიმაცია არ ახასიათებს მხოლოდ ორ ნივთიერებას. პირობების შერჩევით სუბლიმაცია ახასიათებს საკმაოდ ბევრ ნივთიერებას. შენ ალბათ იოდს და კოფეინს ამბობ. ეგენი შედარებით ცნობილია.
კიდევ ერთი მარტივი და ცნობილი შემთხვევა: მშრალი ყინულის აორთქლება default.gif

NUMB
სიმკვრივე რომ ნაკლებია ეგ კითხვაშივე ვთქვი. (არაპირდაპირ). მე ვკითხულობ რატომაა სიმკვრივე ნაკლები default.gif

Nita
რა ანომალურ თვისებებთან. ქიმიკოსი მაინც არ იყო default.gif
Nita
ციტატა(alchemist @ Dec 26 2007, 2:06) *

იცით რა მეგობარმა შემიყვანა შეცდომაში.
NUMB
კარგით, დაწერეთ ვინმემ პასუხი ან ახალი შეკითხვა დასვით default.gif
Nita
ციტატა(NUMB @ Dec 26 2007, 16:08) *
კარგით, დაწერეთ ვინმემ პასუხი ან ახალი შეკითხვა დასვით default.gif

რადგანაც ვერ ვპასუხობთ ,ჯობია ამ კითხვის ავტორმა დაწეროს პასუხი.შემდეგ კი დავსვათ ახალი შეკითხვა. girl_wacko.gif
Nati
აბა ვინ იცის რატომ არ შეიძლება თევზის და რძის ნაწარმის ერთად მართმევა?
GURJI
ჩემთვის იმიტომ რომ თევზს საერთოდ არ ვჭამ 2.gif
Nati
ციტატა(GURJI @ Dec 26 2007, 16:45) *
ჩემთვის იმიტომ რომ თევზს საერთოდ არ ვჭამ 2.gif

ხოოო? მე იმიტომ რომ თევზის გარჩევა მეზარება ფხების მეშინია biggrin.gif
aivi
ციტატა(alchemist @ 26th December 2007 - 1:06) *
aiviსუბლიმაცია არ ახასიათებს მხოლოდ ორ ნივთიერებას. პირობების შერჩევით სუბლიმაცია ახასიათებს საკმაოდ ბევრ ნივთიერებას. შენ ალბათ იოდს და კოფეინს ამბობ. ეგენი შედარებით ცნობილია.კიდევ ერთი მარტივი და ცნობილი შემთხვევა: მშრალი ყინულის აორთქლება
_ მე იოდზე და ნაფტალინზე ვიცოდი. კოფეინზე პირველად გავიგე! სინტერესო რამეების გაგება შეიძლება აქ აშკარად.smile.gif
alchemist

მეორე ნახატზე გამოსახულია ყინულის კრისტალური სტრუქტურა. აქედან ადვილი დასადგენია თუ რატომაა ყინული ნაკებ მკვრივი. წყალბადური ბმების გამო, წყალი, მყარ მდგომარეობაში გადასვლისას იძენს მოწესრიგებული და ნაკლებად მკვრივ კრისტალურ სტრუქტურას.
lika20
tevzac da rdzis nacarmsac ertdroulad vcham da ki var chitivit:))))))jer ar gamipshekia pexebi:))))))))))))
Nita
ციტატა(lika20 @ Jan 2 2008, 21:08) *
tevzac da rdzis nacarmsac ertdroulad vcham da ki var chitivit:))))))jer ar gamipshekia pexebi:))))))))))))

ქართულად რატო არ წერ?
NUMB
Nita
ნუ აოფფებ. ლიკა მიიღებს გაფრთხილებას თუ არ დაწერს ქართულად შემდეგში. ეგ წესების დარღვევაა.

Nati
პასუხი დაწერე default.gif და ახალ კითხვაზე გადავიდეთ.
alchemist
თევზისა და რძის ნაწარმის შესახებ შეკითხვა ქიმიასთან არანაირ კავშირში არაა იმდენად რამდენადაც ნივთიერების გავლენა ორაგნიზმზე ფიზიოლოგიის და ბიოლოგიის საკითხია!
NUMB
დასვით კითხვა
fisherman
numbდღეშინ რამდენი საათს ატარებ კომპთან? კითხვას ითხოვდი და ეს მომივიდა თავში, ყველგან შენ ხარ და იმიტომდასვით კითხვა
NUMB
ციტატა(zviaditsu @ Jan 9 2008, 12:43) *
numbდღეშინ რამდენი საათს ატარებ კომპთან? კითხვას ითხოვდი და ეს მომივიდა თავში, ყველგან შენ ხარ და იმიტომდასვით კითხვა
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif გააჩნია დღეს, საშუალოდ 5-6 საათი და ერთდროულად რამდენიმე საქმეს ვასწრებ. შემდეგში კითხვები ქიმიიდან დასვი სჯობს.
Nati
ციტატა(alchemist @ Jan 3 2008, 18:10) *
თევზისა და რძის ნაწარმის შესახებ შეკითხვა ქიმიასთან არანაირ კავშირში არაა იმდენად რამდენადაც ნივთიერების გავლენა ორაგნიზმზე ფიზიოლოგიის და ბიოლოგიის საკითხია!
თუ ქიმიკოსი ხარ მაშინ იმასაც მიხვდებოდი ეს კითხვა რატო დავსვი იმედია ისიც იცი რომ ფოსფორი ქიმიური ელემენტია.გეტყობა თავი ყოვლისმცოდნე გგონია ნამდვილი პროვოკატორი ხარ
NUMB
Nati
შეეცადე უფრო კორექტულად წერო default.gif პროვოკაციები არ გვინდა და დასვით ვინმემ კითხვა. წესებს ნუ არღვევთ.
Nita
ციტატა(NUMB @ Jan 9 2008, 19:16) *
Nati
შეეცადე უფრო კორექტულად წერო default.gif პროვოკაციები არ გვინდა და დასვით ვინმემ კითხვა. წესებს ნუ არღვევთ.

რომელ ლითონს იყენებენ ელექტრონათურის ძაფების დასამზადებლად? B)
NUMB
ციტატა(Nita @ Jan 10 2008, 11:12) *
რომელ ლითონს იყენებენ ელექტრონათურის ძაფების დასამზადებლად? cool.gif

ვოლფრამი?
alchemist
გავაგრძელოთ იგივე შეკითხვა. რატომაა ვოლფრამის ნათურა სავსე ინერტული აირით?

Nati
ფოსფორი რა შუაშია ვერ გავიგე. biggrin.gif
ყოვლისმცოდნეობაზე თავს არ ვდებ biggrin.gif
პროვოკატორი თავი გაბია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
NUMB
ციტატა(alchemist @ 10th January 2008 - 21:25) *
რატომაა ვოლფრამის ნათურა სავსე ინერტული აირით?

ვოლფრამის ძაფი რომ არ გაწყდეს ან არ დაიჟანგოს. ინერტული აირები არ შედიან რეაქციაში სხვა ელემენტებთან.
alchemist
სწორი ხარ, მაგრამ უფრო რომ დავაზუსტოთ, ატმოსფერულ პირობებში ვოლფრამის სპირალი არა თუ მხოლოდ იჟაგება და წყდება, არამედ მომენტალურად იწვება მთლიანად.
NUMB
alchemist
ხოდა თან კითხვაც მოაყოლე smile.gif
Nita
[ხოდა თან კითხვაც მოაყოლე smile.gif

რისია გრდემლი,რუსთაველის აფორიზმის თანახმად?
("გრდემლი ....... ლბილისა...") scenic.gif scenic.gif scenic.gif
NUMB
ციტატა(Nita @ Jan 15 2008, 10:47) *
[ხოდა თან კითხვაც მოაყოლე smile.gif

რისია გრდემლი,რუსთაველის აფორიზმის თანახმად?
("გრდემლი ....... ლბილისა...") scenic.gif scenic.gif scenic.gif

რკინისა?
aivi
მგონი ტყვიის არის, რამდენადაც მახსოვს1

,,გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა"

მომიტევოს რუსთაველმა თუ შეცდომით მახსოვს tongue.gif
NUMB
aivi
ხო სწორი ხარ smile.gif მე უნდა მომიტევოს რუსთაველმა sad.gif
Nita
ციტატა(aivi @ Jan 16 2008, 19:09) *
მგონი ტყვიის არის, რამდენადაც მახსოვს1

,,გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა"

მომიტევოს რუსთაველმა თუ შეცდომით მახსოვს tongue.gif

სწორი ხარ! locomotive.gif locomotive.gif
Nita
რა ჰქვია თუთიის შენადნობს სპილენძთან? cool.gif cool.gif
fisherman
ციტატა
რა ჰქვია თუთიის შენადნობს სპილენძთან?

თითბერი ქვია თუ არ ვცდები, აბა ამას ვინ გამოიცნობს; რა არის დდტ?
alchemist
დდტ-ზე ორი პასუხი მაქვს:
1. რუსული როკ ჯგუფია smile.gif
2. დიქლორ-დიფენილ-ტრიქლორეთანი. ე.წ. "დუსტი". პესტიციდია. გამოყენება აკრძალულია. გამოიყენება მხოლოდ "მესამე სამყაროს" ქვეყნებში. მათ შორის საქართველოშიც. biggrin.gif
fisherman
ციტატა
დდტ-ზე ორი პასუხი მაქვს:
1. რუსული როკ ჯგუფია
2. დიქლორ-დიფენილ-ტრიქლორეთანი. ე.წ. "დუსტი". პესტიციდია. გამოყენება აკრძალულია. გამოიყენება მხოლოდ "მესამე სამყაროს" ქვეყნებში. მათ შორის საქართველოშიც.

ორივე პასუხი სწორია, თან შეკითხვა დაგესვა
Nita

რომელი ქიმიური ელემენტის სახელწოდებაში ფიგურირებს მთვარე? cool.gif
NUMB
ციტატა(Nita @ Feb 2 2008, 13:29) *
რომელი ქიმიური ელემენტის სახელწოდებაში ფიგურირებს მთვარე? cool.gif

არ ვიციიი მაგდენი ქიმია sad.gif დამვიწყდა
alchemist
ციტატა
რომელი ქიმიური ელემენტის სახელწოდებაში ფიგურირებს მთვარე?

ვერცხლი? smile.gif
Nita
ციტატა(alchemist @ Feb 4 2008, 0:02) *
ვერცხლი? smile.gif

არა. scenic.gif scenic.gif
alchemist
სელენი!
დიდი მადლობა გუგული ბიძიას biggrin.gif
Nita
ციტატა(alchemist @ Feb 5 2008, 21:25) *
სელენი!
დიდი მადლობა გუგული ბიძიას biggrin.gif

ყოჩაღ,სწორია. biggrin.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.